სხვა 15 უძველესი და საოცრად კარგად შემონახული არტეფაქტი 12 ივნისი, 8:53 ადრე ნივთებს, განსაკუთრებული სიფრთხილით ეპყრობოდნენ. ოჯახური რელიკვიები მშობლებისგან შვილებს, ან შვილიშვილებს გადაეცემოდა... და ასე უწყვეტი ჯაჭვივით გრძელდებოდა... ხამ კი, ისეც ხდებოდა, რომ ეს ნივთი, წლების, ასწლეულების და ათასწლეულების მანძილზეც კი, იზოლირებულ ადგილებში ხვდებოდა და საკუთარ აღმომჩენს ელოდა... აღმოსაჩენი კი, ნამდვილად ბევრი იყო და ახლაც არის. თუმცა, ისევ იმას მივუბრუნდეთ, რაც უკვე აღმოჩენილი და შესწავლილია... აქ ნივთებს წარმოგიდგენთ, რომელიც ასწლეულების და ათასწლეულების წინ არის შექმნილი. ერთის მხრივ, გასაოცარია, თუ როგორ განვითარდა ჩვენი სამყარო! მაგრამ, ბევრად უფრო დაუჯერებელი, ჩვენი შორეული წინაპრების მიერ, საუკუნეების წინ, შექმნილი ზოგიერთი ნივთის არსებობაა, რომელიც იმდენად ლამაზი და სრულყოფილია, რომ მხოლოდ გაკვირვებას და აღფრთოვანებას იწვევს. მაგ.: 1. ორსული ქალის ანატომიური მოდელი. XVII ს. 2. მონადირის მაგიდის კომპლექტი. ჰოლანდია, XVIII ს. 3. სათუთუნე. XVII ს. 4. ვიკინგების ფეხსაცმელი. ნორვეგია, IX ს. 5. ძველი რომაული ოქროს ბეჭედი, ამეთვისტოს ქვით 6. საქორწინო ბეჭედი ფარული განყოფილებით, რომელიც მინიატიურული ჩონჩხია მოთავსებული. შვედეთი, XVI ს. 7. ვერცხლით, ოქროთი, ზურმუხტით და მარგალიტით გაფორმებული თურქული ხმალი. XIX ს. 8. ძველი რომაული თასი, მეფე ლიკურგის გამოსახულებით. ძვ. წ. აღრ. VIII ს. 9. ინგლისური ჩექმები, დაახლოებით, 1790-1820 წწ. 10. საღვთო რომის იმპერატორის ფერდინანდ I აბჯარი. 1549 წ. 11. ძველი რომაული ყელსაბამი. ძვ. წ. აღრ. IV ს. 12. კალიგულას ბეჭედი (37 – 41 წწ.) 13. წიგნით შენიღბული იარაღი, ე. წ. «სალოცავი–პისტოლეტი» დამზადებული იყო ვენეციის დოჟის ფრანჩესკო მორისონისთვის (1619-1694 წწ.) 14. სკვითი ქალის ფეხსაცმელი ძვ. წ. აღრ. 300-290 წწ. 15. სირაქლემას კვერცხის გლობუსი მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს გლობუსი სირაქლემას კვერცხზეა ამოტვიფრული და სავარაუდოდ, 1510 წ. არის შექმნილი. ის, ალბათ, ახალი სამყაროს ყველაზე უცნაური ილუსტრაციაა, რადგან იმ დროს გლობუსების დასამზადებლად, ჩვეულებრივ, ხბოს ან სელაპის ტყავს, ან ხეს იყენებდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ ამ უნიკალურ გლობუსის ავტორი ლეონარდო და ვინჩის ერთ–ერთი მოსწავლე უნდა ყოფილიყო. გაგრძელება >>>არხის სხვა სიახლეები:* ჩერჩილი: "სტალინი ოთახში რომ შემოდიოდა, ყოველთვის ადგომა მინდებოდა" ... – რა იყო სტალინის ქარიზმის და "მაგნეტიზმის" მიზეზი?* ბუნების "დაცინვა", თუ... – რეალური სურათები, ძალზე იშვიათი და ლამაზი ქმნილებებით* ოპტიკური ილუზიები, ფოტოშოპის გარეშე – ამ ფოტოებს კარგად უნდა დააკვირდეთ...* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?337 1-ს მოსწონს
|