x
მეტი
  • 20.06.2024
  • სტატია:135468
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509747
17 წიგნის მაღაზია, რომელიც არღვევს სტერეოტიპებს
image



თუ ფიქრობთ, რომ წიგნის მაღაზია მოსაწყენი ადგილია ბევრი წონიანი ტომით, ვჩქარობთ გაჩვენოთ ნაკრები, რომელიც ამ მხრივ ყველა სტერეოტიპს არღვევს.



1. City Lights Bookstore სან-ფრანცისკოში

image



მაღაზია დააარსა პოეტმა ლოურენს ფერლინგეტმა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მეორე სართულის მთელი სივრცე პოეზიას ეთმობა.




image



ოთახის მთელ სიგრძეზე აქა-იქ სკამები დგას ვიზიტორებისთვის. ასე შეძლებენ აუჩქარებლად, ბუნებრივი სინათლით ტკბობისას, გააზრებულად აირჩიონ შესაფერისი ლიტერატურული ნაწარმოები, რომლის სახლში წაღებაც სურთ.



2. Word on the Water ლონდონში

image


image



უპირველეს ყოვლისა, მაღაზია გამოირჩევა იმით, რომ ბარჟაზეა განთავსებული. აქ შეგიძლიათ ბორტზე ახვიდეთ თაროებზე წარმოდგენილი წიგნების გასაცნობად (ასევე დატკბეთ კაპიტნის კატებთან ურთიერთობით) ან გემის სახურავზე ორგანიზებულ მუსიკას მოუსმინოთ და პოეზიის წაკითხვით ისიამოვნოთ.



3. The Livraria Cultura სან პაულუში, ბრაზილია

image



ადგილი, რომელიც ბრაზილიის ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიის სახელს ატარებს, ასევე უნიკალური საბავშვო მოედანია.



image



შენობაში დაგხვდებათ შთამბეჭდავი ზომის დრაკონის ფიგურები, რომლის შიგნით ბავშვებს იწვევენ სათამაშოდ, დასვენების ზონები და 4 სართული წიგნებით სავსე მრავალრიცხოვანი დერეფნებით.



4. Libreria Acqua Alta ვენეციაში

image



ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ადგილი წყალზე გაშენებულ რომანტიკულ ქალაქში.



image



წიგნის მაღაზია პატარაა, მაგრამ სავსეა მრავალფეროვანი წიგნებით. წიგნებით სავსეა გონდოლაც, პატარა ნავებიც და აბაზანაც. აქ შეგიძლიათ საინტერესო წიგნი აიღოთ და კითხვისას ფეხები არხის წყალში ჩაყოთ.



5. Librería El Ateneo ბუენოს-აირესში

image


image



ყოფილი თეატრის შენობა ყველა თანმხლები ელემენტით: ბრწყინვალე არქიტექტურული გაფორმება, დიდებული ალისფერი პორტიერა, იტალიური ფრესკები და დახვეწილი ქანდაკებები წიგნის მაღაზიად გადაკეთდა. დიდებულ ატმოსფეროს მხარს უჭერს ცოცხალი ფორტეპიანოს მუსიკა.



6. Cook & Book ბრიუსელში

image



ამ უჩვეულო ადგილის ნაწილი წიგნის მაღაზიაა, ნაწილი - კაფე. სივრცე დაყოფილია 9 დარბაზად, რომელიც ეძღვნება ლიტერატურის გარკვეულ განყოფილებას.



image



თითოეულ ოთახს აქვს თავისი, სრულიად უნიკალური დიზაინი. მაგალითად, ინგლისური დარბაზი ნამდვილ პაბს ჰგავს.



7. Livraria Lello პორტოში, პორტუგალია

image



უძველესი წიგნის მაღაზია, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს. შენობის შეუმჩნეველი გარეგნობა მალავს ყველაზე დიდ ლიტერატურულ და ესთეტიკურ სიუხვეს.



image



მაღაზიაში მუქი ხის დახვეწილი კიბეები გიწვევთ მეორე სართულზე, სადაც წიგნის თაროები იკავებენ მთელ სივრცეს იატაკიდან ჭერამდე.



8. Librairie Ptyx ბრიუსელში

image


image



მაღაზიაში შესვლამდეც გასაგებია, რომ ეს ერთგვარი ხელოვნების ნიმუშია. აქ საგულდაგულოდ ინახება მსოფლიო ბესტსელერები, შენობის კედლებზე კი მათ ავტორებს პატივს სცემენ.



9. The Last Bookstore ლოს-ანჯელესში

image



მასიური სვეტები და თაღოვანი ჭერები ვიზიტორებზე შთაბეჭდილებას ახდენს. გარდა ამისა, მაღაზიაში თავს სხვა სამყაროში იგრძნობთ.



image



აქ შეგიძლიათ იპოვოთ ძველი და მეორადი წიგნები, ასევე შეიძინოთ ზოგიერთი ეგზემპლარი მხოლოდ 1 დოლარად, თუ მეორე სართულის განყოფილებაში გადახვალთ.



10. Cafebrería El Péndulo მეხიკოში

image



ჭიქა მოჰიტოს და გემრიელი ლანჩის სანაცვლოდ შეგიძლიათ არჩეული წიგნი იქვე წაიკითხოთ, ასე მაღაზიის მფლობელი უზრუნველყოფს მუდმივ მყიდველობით აჟიოტაჟს.



image



კულინარიული და ლიტერატურული სიამოვნებით ტკბობა შეგიძლიათ ღია ცის ქვეშ, სადაც მზის შუქი და აყვავებული სიმწვანე ქმნის ენით აუწერელ ატმოსფეროს.



11. Atlantis Books სანტორინიში, საბერძნეთი

image



მაღაზიის გასაოცარი ატმოსფერო გამოქვაბულს წააგავს და მრავალი წარწერით დაფარული კედლები ექსკლუზიურობას მატებს. საოცარი მიმოწერა შეიცავს ვიზიტორების მიერ დატოვებულ სხვადასხვა კომენტარს და შეტყობინებას.



image



წიგნის მაღაზია რეგულარულად აწყობს თემატური ფილმების ჩვენებებს, ავტოგრაფის სესიებს მწერლებთან და კულინარიული ფესტივალებსაც.



12. Powell’s Books პორტლენდში, ორეგონი

image



უზარმაზარი მაღაზია. შენობა ადრე ეკუთვნოდა პორტლენდის ავტომობილების დილერს.



image



დარბაზების გიგანტური ზომის წყალობით ვიზიტორებს შეუძლიათ თავისუფლად გაისეირნონ წიგნების უთვალავ რიგებს შორის, დალიონ ადგილობრივ კაფეში შეძენილი ყავა და დატკბნენ ლიტერატურის სიყვარულით სავსე ცხოვრებით.



13. Librairie Avant-Garde ნანკინში, ჩინეთი

image



ხედავთ ყვითელ ზოლებს ამ მაღაზიაში? ოდესღაც ეს ოთახი უზარმაზარ ავტოფარეხს ეკუთვნოდა.



image



ყველაფერი გენიალური მარტივია გარდა იმისა, რომ ვიზიტორებს მანქანის გასაჩერებლად სხვა ადგილის მოძებნა მოუწევთ.



14. Dickson Street Bookshop ფაიეტვილში, არკანზასი, აშშ-ს შტატი

image

image



მყუდრო მაღაზია შესანიშნავი ადგილია ძველი და იშვიათი წიგნების დამფასებლებისთვის. წარმოდგენილი ძველი და ახალი წიგნები ფანტაზიას იპყრობს.



15. Books Actually თიონ ბაჰრუში, სინგაპური

image



საყვარელი პატარა მაღაზია ხშირად გიწვევთ წიგნების ჯგუფურ კითხვაზე. წიგნების გარდა მაღაზია სავსეა სხვადასხვა საყვარელი წვრილმანით, რომელიც ატმოსფეროს წარმოუდგენლად მყუდროს ხდის.



image



წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის ხშირად გვხვდება ადგილობრივი ავტორების შემოქმედება და ლიტერატურა ინდი თემებით.



16. Boekhandel Dominicanen მაასტრიხტში, ნიდერლანდებში

image


image



მხოლოდ აქ შეგიძლიათ გაიაროთ წიგნების თაროებს შორის 700 წლის ნამდვილ ეკლესიაში. გოთური არქიტექტურისა და თანამედროვე ავეჯის გასაოცარი კავშირი იწვევს მშვიდ სიამოვნებას.



17. Brattle Book Shop ბოსტონში

image


image



ანტიკვარული წიგნის ერთ-ერთი უდიდესი მაღაზია, რომელიც ჯერ კიდევ 1825 წელს დაარსდა. სამდონიანი თაროები პირდაპირ ღია ცის ქვეშ განთავსებულია.

0
77
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
77