x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"ვისაც ჰგონია, სატელეფონო და სმს ზეწოლები შერჩებათ, წაიკითხონ..." - ელისო ბოლქვაძე
image

.

ვისაც ჰგონია რომ სატელეფონო და სმს ზეწოლები შერჩებათ, წაიკითხონ..." - "ოცნების" დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ყველას, ვინც შეტყობინებებს უგზავნის დასჯით ემუქრება. ბოლქვაძე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი, სულ მალე კვლევას ჩაატარებს ამ თემის ირგვლივ, რათა დამცავი მექანიზმები შემუშავდეს.

.


"იმათ, ვისაც ჰგონია რომ სატელეფონო და სმს ზეწოლები შერჩებათ, წაიკითხონ კარგად ეს ინფორმაცია!დემოკრატიულ ქვეყნებში დასჯადია მორალური ზეწოლა და სატელეფონო მუქარა!კანონი ითვალისწინებს ციხეს და ჯარიმას 15.000 ევროს ოდენობით!საქართველოს პარლამენტი, სულ მალე კვლევას ჩაატარებს ამ თემის ირგვლივ რათა შემუშავდეს დამცავი მექანიზმები ველური, ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ პოლიტიკურ ველზე საქართველოში" - წერს "ოცნების" დეპუტატი ელისო ბოლქვაძე.გუშინ "ოცნების" დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ სოციალურ ქსელში ფოტო-სქრინები გამოაქვეყნა და ამბობდა, რომ მოქალაქეები წყევლიან და აგინებენ.

.

შეგახსენებთ, რომ კანონის დამტკიცების შემდეგ პროტესტში ჩართული პოლიტიკური აქტივისტები სხვადასხვა დეპუტატებს ქუჩაში აჩერებენ და მონას ეძახიან, სახლებთან წარწერებს უტოვებენ. იგივე კამპანია დაიწყო მეორე მხარემაც, სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერებმა და ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეებმა. მათ ახლა ოპოზიციონერებს დაუწერეს სახლის კედლებზე სიტყვა - აგენტი.

.

თუმცა, ოპოზიციური ტელევიზიები ოპოზიციონერ აქტივისტებს რომლებიც მონას ყვირიან და კედელზე წერენ გმირებად წარმოაჩენენ, ახალისებენ მათ და საქციელს უწონებენ, ტაშს უკრავენ, იგივე ქმედებებს მეორე მხრიდან კი გმობენ და შფოთავენ.

0
130
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0