x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ივანოვოში:სამარისებურ სიჩუმეში მკაფიოდ გაისმა: -დეეედიშენიიის!
image

სტუდენტობის დროს უნივერსიტეტის გუნდში ვმღეროდი.საქართველოს

ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ, ჩვენი გუნდი უმაღლესი სასწავლებლების

თვითმოქმედი კოლექტივების საკავშირო ოლიმპიადაზე გაემგზავრა ივანოვოში.


ლოტბარმა გვითხრა:

- ამ ქალაქში 90% ქალები ცხოვრობენ!

-როგორ?-გუნდური კითხვა დასვა გუნდმა.

-როგორ და... - ლოტბარი “ბორჯომის“ბოთლს გასაღებით ხსნიდა და პასუხი გაწელა...

-ჰოოო!-სამ ხმაში დაიგუგუნა "ტესტესტერონმადლიანმა" სამოცდაათმა მუტრუკმა.


-როოგორ დააა...არ იხსნება ეს ოოხერი...-სოლისტმა ოთარ ადუაშვილმა

ხელმძღვანელს ბოთლი ხელიდან გამოსტაცა, თვალის დახამხამებაში სახურავი

კბილებით აადღლიზა და უკან დაუბრუნა!

-ვა?-გაუკვირდა ლოტბარს და

ბორჯომის ბოთლი ხახაში ჩააპირქვავა.მერე ჯიბიდან ოთხადგაკეცილი ქათქათა

ხელსახოცი ამოიღო, ტუჩები სათუთად შეიწმინდა და განსაცვიფრებელი რამ

გვითხრა:

-ივანოვო მსუბუქი მრეწველობის ქალაქია და ფაბრიკებში

ძირითადად "მსუბუქი ყოფაქცევის" ქალები მუშაობენ...კაცები კანტიკუნტად

...ისიც ასაკოვანი თუ გამოერევა...არა, ახალგაზრდებიც არიან, რაღაც ათი

თხუთმეტი პროცენტი, მაგრამ რად გინდა?ლოთობენ!არ უნდა ქალი, არაყი

ურჩევნია!არა და რაა ქალები ცდებიან, "უსაქმოდ"!ეეეჰჰჰ! - ამოიოხრა

ლოტბარმა და ჯიგარი ამოაყოლა.

----

გამგზავრების წინა დღეს ცაგურიას დავურეკე:

-ივანოვოში მივდივართ, გასტროლზე!

- აბა ჩავარდნილხარ “ქერის ორმოში“!


იმ საღამოს "ველიამინოვში" ხინკლით და "სტალიჩნით" თემომ გზა

დამილოცა!ლუდიც გვქონდა! "მშობლიური" კომპარტიის სადღეგრძელო

"გვარდეისკით" დავლიეთ.

...........

ჩავედით ივანოვოში...მოვეწყვეთ სასტუმროში...გავედით ქალაქში..."ბლანდინკები" არჩევაზეა.. "კონა აბაზი"...

დაიწყო ოლიმპიადა...ჩავიცვით ჩოხები . სცენაზე სამ იარუსად ჩავლაგდით, დარჩეული ქართული “გენოფონდი“!


ვდგევართ ჩოხებში, “გრუზინები“ სამ იარუსად ჩაწყობილები და ფარდის

გახსნას ველოდებით...გაიხსნა ფარდა და “სამსართულიანი იარუსი“ჯერ

შეტორტმანდა, მერე მარჯვნივ გადაქანდა და ...მადლობა ღმერთს, გასწორდა...


ივანოვოს ფილარმონიის 2000 ადგილიანი დარბაზი გადატენილი იყო გოგოებით და

ქალებით...წინა რიგში იჯდა რაიკომის მდივანი ქმარშვილით, ქალაქკომის

მდივანი, ცოლშვილით და კიდევ “ჩინმედლებით“ მკერდდამშვენებული ათიოდე ომის

ვეტერანი მოხუცი...

-ბიიიჯოოოო!-გაისმა იარუსის ბოლო სართულიდან

სამარისებურ სიჩუმეში. ისე გაისმა ეს "ბიჯო" როგორც სოლისტის შეძახილი

სიმღერის დაწყების წინ... გორელი, ოთარ ადუაშვილის ხმა ვიცანი( სოლისტი

იყო)...

-ეხლა კი დაერხა “ნოდარაასა“!-გადმომილაპარაკა გვერდზე

მდგომმა გურჯაანელმა დუგლასმა....ლოტბარი არ დაიბნა, ხელი აიქნია და მთელმა

გუნდმა სამ ხმაში დააგუგუნა(გაწელვით):

-ბიიიიჯოოოოოოო!...- და ქუთაისელმა ლენსტანბერ ფხაკაძემ(ასევე, გუნდის სოლისტმა) "სირინოზის ხმით" დაიწყო:

-ბიჭოოო ვისი ხაარ მალხაზოოოო, დაურჩიიი დედაშენსაააოოო, საქმეე რომ არა გქონდეს რააა ჩამაირბენდეე ჩვენსააოოო...


ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო და ოფლად გახვითქული ლოტბარის დირიჟორობით ბოლომდე

შევასრულეთ “ბიჭო ვისი ხარ მალხაზო“...რასაც არასდროს არ ვასრულებდით.


წამოდგა მთელი დარბაზი...დასცხო ტაში “პუბლიკამ“!“მთავრობაც“ წამოდგა

პირველ რიგში და იმდენი უკრეს ტაში ვიდრე თავიდან არ გაგვამეორებინეს

სიმღერა.

ლოტბარმა ორივე ხელი აღმართა, კისერი დაიგრძელა და “მესამე სართულზე“ ადუაშვილს აუსისინა

-ადუაშვილი!...ადუაშვილი! გაიმეორე შეძახილი!

ადუაშვილი დაიბნა, წარბები შეკრა...ვერ მიხვდა რას თხოულობდნენ...

-რა და !...- ჭარხლის ფერი დაედო გამწარებულ ლოტბარს -რა დაა...დეედიშენის!

ადუაშვილმა მხრები აიჩეჩა, ყელი მოიღერა და სამარისებურ სიჩუმეში მკაფიოდ გაისმა:

-დეეედიშენიიის!

-დედიიშენიიის!-სამ ხმაში დააგუგუნა გუნდმა ... აჟღერდა “ბიჭო ვისი ხარ მალხაზო...“


ისევ წამოდგა ფეხზე დარბაზი ტაშისკვრით და ოვაციებით...ლოტბარს ფრაკი

გასაწური გაუხდა...მიუტრიალდა "პუბლიკას" და იოგივით მოიკეცა ორად...

ლამის იატაკს დაადო ცხვირი...

იმ ფესტივალზე გავიმარჯვეთ...ბანკეტზე

რაიკომის მდივანმა ისეთი სადღეგრძელო შესვა ლამის აატირა სუფრა! ბოლოს

ჯიბიდან ფურცელი ამოიღო და გამოთქმით და მჭექარე ხმით წარმოთქვა:

-დეეედიშენიიის!-თან ამაყად გადმოგვხედა ყველას, ხომ სწორად ვთქვიო?...რომ დაჯდა ლოტბარს გადაულაპარაკა

-"ჩტო ტაკოე დედიშენის"?-საცოდავ ლოტბარს ლუკმა კინაღამ გადასცდა...ვიდრე ხველებით იხრჩობოიდა, ჩვენმა “კურატორმა“ განუმარტა:

-ეტო, პოჩტი საკრავენნოე სლოვო! პორუსკი ტაკ ზვუჩიტ :“უვაჟაი სვაიუ მატ“!


რკინიგზის სადგურში მთელი ივანოვო გვაცილებდა...აცრემლებული ქალთა სასტავი

დიდხანს იქნევდა ხელსახოცს, მაშინაც კი როცა მატარებლის ბოლო ვაგონი

მოსახვევს მიეფარა...

საიდან ვიცი და ჩვენმა ლოტბარმა გვიამბო, თავისი

ბავშვის ნათლობაში. გასტროლზე ივანოველი ცისფერთვალება სონიჩკა შეუყვარდა

ცოლად შეირთო...და დარჩა იქ, ივანოვოს ოპერის მთ.ლოტბარად!


თამაზ ჭეიშვილი

0
560
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0