რელიგია რატომ აქციეს ქრისტე ფარისევლებმა პოლიტიკური მანიპულირების იარაღად? 8 ივნისი, 11:53 იესო არ ერეოდა პოლიტიკაში, რადგან მიაჩნდა, რომ მხოლოდ ღვთის სამეფო შექმნიდა დედამიწაზე ისეთ პირობებს, როგორიც ღმერთს სურდა (მათე 6:10). მან კარგად იცოდა, რომ ღმერთი თავისი ნების შესასრულებლად ადამიანთა ხელისუფლებებს კი არ გამოიყენებდა, არამედ ღვთის სამეფოს მეშვეობით მთლიანად ჩაანაცვლებდა მათ (დანიელი 2:44). მაშასადამე, ჭეშმარიტი ქრისტიანი მოძღვარი არ ერევა პოლიტიკაში! მხოლოდ ფარისეველი მღვდლები აქცევენ ქრისტეს პოლიტიკის იარაღად. „ პირველი ქრისტიანები უარს ამბობდნენ რომის მოქალაქეთა ზოგიერთი ვალდებულების შესრულებაზე … ისინი არ იკავებდნენ პოლიტიკურ თანამდებობებს“ (On the Road to Civilization—A World History, გვ. 238) „ქრისტიანისთვის რელიგია პოლიტიკისგან აბსოლუტურად გამიჯნული იყო და მისთვის რელიგია პოლიტიკაზე გაცილებით მაღლა იდგა. ის უპირობო ერთგულებას ქრისტეს უცხადებდა და არა კეისარს“ (Caesar and Christ, გვ. 647). იესო არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობოდა!!!. იესოს მიაჩნდა, რომ ადამიანის მორჩილება ხელისუფლებისადმი აბსოლუტური არ არის, რადგან ხელისუფლება არ იმსახურებს იმას, რაც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, მაგალითად, უპირობო ერთგულებას და თაყვანისცემას (მათე 4:10; 22:37, 38) როცა სატანამ იესოს „მსოფლიოს ყველა სამეფო“ შესთავაზა, მან არ ისურვა, ემართა ადამიანები!!! (მათე 4:8—10) . როცა ხალხმა დაინახა, რომ იესო შესანიშნავი მმართველი იქნებოდა, მისი გამეფება სცადა. „იესო კი, რადგან იცოდა, რომ ისინი მისვლას, მის შეპყრობასა და გამეფებას აპირებდნენ, კვლავ განმარტოვდა მთაზე“ (იოანე 6:15). იესო არ დაჰყვა ხალხის ნებას, რადგან პოლიტიკაში ჩარევა არ სურდა !!! ჩვენი სამღვდელოება კი წირვის დასრულების შენდეგ ქადაგებს ამა თუ იმ პოლიტიკოსის მხარდასაჭერად ან წინააღმდეგ! ეს ქრისტიანულია??? ღვთის სიტყვა ყველაზე ზუსტად იმ წიგნებიდან იკითხება, რომელიც ყოველ ნაბიჯზე წიგნის ყველა მაღაზიაში იყიდება ... განა არ ყიდულობენ, მაგრამ არც კი შლიან! მთავარია, ხომ იყიდეს? და მერე უსმენენ ათასგვარ სუბიექტურ ბოდვებს, ილოცებიან, სანთლის ალში წვავენ უფალს, მუხლებს იტყავებენ, მაგრამ ღვთის სიტყვის კითხვა ეზარებათ!!! ე ზ ა რ ე ბ ა თ! ქ რ ი ს ტ ი ა ნ ე ბ ს! სასულიერო პირი კი არა, რიგითი ქრისტიანიც კი არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში და თუ ერევა, მერე უკვე მის კედელზე საჩვენებლად ხატების გაკვრა აბსოლუტური დაცინვაა ქრისტეს მოძღვრების, რადგან წმინდა წიგნებში შავით თეთრზე წერია რამდენჯერმე, რომ იესო ამქვეყნიურ სამშობლოებსაც კი არ სცნობდა! ერთადერთ პატრიოდ, სამშობლოდ, სახელმწიფოდ, სამეფოდ ზეციურ სამშობლოს თვლიდა, სადაც თვითონაა მეფეც, პრეზიდენტიც, პრემიერიც და პარლამენტის თავმჯდომარეც! ქრისტე იარაღად იქცა მისი სახელით მოსულთა ხელში და ჩვენი ეკლესიების დიდ ნაწილშიც "აყროლდა ზოსიმე" ზუსტად ისე, როგორც რუსულში! ამასობაში და მათი მეოხებით ჭეშმარიტ ქრისტეს დასცილდა ქრისტიანობა! ჭეშმარიტ ქრისტეს, რომელიც მოციქულთა წერილებიდან სრულიად განსხვავებულად გვიყურებს, სრულიად აპოლიტიკურად და გვაძლევს თავისუფლებას - თვითონ გავაკეთოთ ნებისმიერი არჩევანი და არა ვინმეს კარნახით! 31 3-ს მოსწონს 1-ს არა |