x
image
თუთიკო ბერძენა
სოფიო შამანიდს –ჯერ მეზობელ თურქეთსა და აზერბაიჯანში "იზეიმონ" ქრისტეს შობა და აღდგომა და მერე "ვიზეიმოთ" საქართველოში ნოვრუზი!

image


ეს ფოტო აია სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებამდე რამდენიმე თვით ადრეა გადაღებული. ხატებს ფხეკდნენ!

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა სოფიო შამანიდმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს დაუსვა კითხვა, რომელსაც თვითონ რიტორიკული უწოდა, მაგრამ სულაც არ იყო რიტრიკული:

"თუ კი სენაკში მცხოვრები ქრისტიანები არ ზეიმობენ ნოვრუზს, რატომ ზეიმობს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულს ან შობას? " ( ზეიმში, როგორც მივხვდით, დასვენების დღეები იგულისხმა)

მიუხედავად ნებიმისერი რელიგიისადმი დიდი პატივისცემისა, სოფიო შამანიდმა ჯერ უნდა უპასუხოს კითხვას:

მეზობელ თურქეთშიც, აზერბაიჯანშიც და მახლობელ ირანშიც ცხოვრობენ ქრისტიანი მოქალაქეები და, ჩამოთვლილთაგან რომელი ქვეყანები „ზეიმობენ“ ქრისტიანულ დღესასწაულებს?

ჩვენი დღესასწაული იზეიმონ კი არა, ისტორიულად ქრისტიანული აია სოფიას ტაძარი თურქებმა მეჩეთად გადააქციეს! როგორაა გადაფხეკილი და აგლეჯილი ფრესკები, აგერ ნახეთ! აზერბაიჯანში ზეიმობს ვინმე ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულს? მუდამ ეს ჩვენი ქვეყანა რატომ უნდა იყოს ყველაფერში დამთმობი, თავწახრილი და ხელგაშლილი? წინა საუკუნეებში ქართველთა სტუმართმოყვარეობამ და ხელგაშლილობამ ვნახეთ მწარე გაკვეთილი, რა ნაყოფი გამოიღო გინდა აფხაზეთის და გინდა სამაჩაბლოსთან მიმართებაში.

დააწესონ ქრისტიანული დღესასწაულების შესაბამისი დასვენების დღეები მუსლიმურ ქვეყნებში, "იზეიმონ" ჩვენი ქრისტეს შობისა და აღდგომის დღესასწაულები და მერე ავიღოთ მაგალითი ჩვენ მათგან ამ ჯერარნახულ-ჯერარგაგონილი დიდსულობნების!

მუსლიმების გარდა ამ ქვეყანაში ებრაელებიც ცხოვრობენ და ბუდიზმის მიმდევრებიც . მართლმადიდებელი ქრისტიანების გარდა, კათოლიკე , პროტესტანტი, გრეგორიანელი ქრისტიანებიც და მაშინ ვიზეიმოთ და ვიზეიმოთ თითოეულის დღესასწაულები, დავისვენოთ და დავისვენოთ მათ დღესასწაულებზე გამოცხადებულ უქმე დღეებში და ამ ქვეყანას ააშენებენ ბაბუაჩვენები საფლავებიდან!

მაგათ გადასარევად იციან, რა მხარ-თეძოზე წამოწოლილი და ტაშფანდურა ნაციაც ვართ და მერე კიდევ უფრო ადვილი გადასასანსლები ვიქნებით, ალბათ, მთლად კარგად წამოწოლილ-არხეინა-მოდიმპიტაურეები!

2
287
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
287
  
2021, 22 ივნისი, 14:19
იცოცხლეთ!
2021, 22 ივნისი, 9:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2