რელიგია ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება 8 ივნისი, 11:46 იმისათვის, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანული გზით იაროს, ეკლესია უნდა განიწმინდოს პოლიტიკური ქადაგებებისგან, რადგან ქრისტესთვის ამქვეყნიური პოლიტიკა პრინციპულად უცხოა! "სწორედ პოლიტიკური მოწოდებებით მოხიბლავს ანტიქრისტე მასებს, განსაკუთრებით კი იმ პოლიტიკურად აჟიტირებულ რელიგიურ მოღვაწეებს, რომლებსაც სარწმუნოებისა და პოლიტიკის ერთმანეთისაგან გარჩევა არ ძალუძთ". ეკლესიის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა ეს ერთ-ერთი ხრიკია ანტიქრისტესი, რაზეც წმინდა პავლე მოციქული მოგიწოდებდათ: "შეიცანით დროის სული" სასულიერო პირების გაკერპება ისეთივე არაქრისტიანულია, (არა ჰქმნა თავისა შენისა კერპი. არცა ყოვლადვე მსგავსი), როგორც ომები, რომელიც იმ ქრისტეს სახელით იწყებოდა, რომელმაც მოციქულ პეტრეს უთხრა: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“!! იესომ ასეთი პასუხი გასცა იუდეის რომაელ მმართველს, რომელიც იესოსთვის წაყენებული პოლიტიკური ბრალდებით დაინტერესდა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“ (იოანე 18:36). ფაქტია, რომ იესოს საერთო არაფერი ჰქონდა პოლიტიკურ და სამხედრო სისტემასთან. მაშ, რატომ ერევიან თანამედროვე მღვდელმსახურები პოლიტიკაში და მათი ქადაგებები პირდაპირაა მიბმული პოლიტიკასთან? ვინ არიან ისინი? ქრისტეს მსახურები? ღვთისთვის მიუღებელია ის რელიგიები, რომლებიც ქრისტეს სახელს არიან ამოფარებულნი, მაგრამ სინამდვილეში არ მიჰყვებიან მის მითითებებს (მათე 7:21—23; ტიტე 1:16). „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ „დედამიწაზე … ყველა მოკლულის სისხლის“ გამო პასუხისმგებლობას ღმერთი ამ რელიგიებს აკისრებს (გამოცხადება 18:21, 24) "ძალადობრივ ქმედებებში გარეულთათვის რელიგია პოლიტიკური კურსის განსაზღვრისა და შურისმაძიებლური იდეოლოგიის გამართლების კარგი საშუალებაა“ (Terror in the Mind of God—The Global Rise of Religious Violence). „პარადოქსია, მაგრამ ხშირად ყველაზე საშინელი სოციალური მანკიერებები იმ ქვეყნებში შეიმჩნევა, რომლებიც რელიგიურობით გამოირჩევა .... ერთი რამ ცხადია: თუ გნებავთ უსაფრთხოდ, წესიერად, მშვიდად და ცივილიზებულად იცხოვროთ, მოერიდეთ იმ ადგილებს, სადაც რელიგია დომინირებს“ (Holy Hatred). „ქრისტიანებს შორის ფართოდ იყო გავრცელებული შეხედულება, რომ არცერთ მათგანს არ უნდა დაეკავებინა პოლიტიკური თანამდებობა … მესამე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე იპოლიტე რომაელმა თქვა, რომ ქრისტიანული ტრადიციის თანახმად, სახელმწიფო მოხელე ჭეშმარიტი ქრისტიანი რომ გამხდარიყო და დიდი ეკლესიის წევრი, თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო, რამეთუ მართავს არა კაცი, არამედ ღმერთი“ (A History of Christianity, ტ. I, გვ. 253) 39 2-ს მოსწონს 1-ს არა |