x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ენას ამოგგლეჯ, ყურებს დაგაჭრიდი, უნდა გაწრუწონო როგორც ვირთხა“ – ვახა მაჩალიკაშვილი
image
.
ტერორიზმის ხელშეწყობაში დადანაშაულებული და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული ტემირლან მაჩალიკაშვილის მამა ვახა (მალხაზ) მაჩალიკაშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება და წერს:
“ამან, ლამაზმანმა ფაქტიურად 2024 წ არჩევნებში წაგება წინასწარ აღიარა.
.
თიაკო, მართალს ბრძანებთ თქვენ ხმას არ მოგცემენ, დაივიწყე არჩევნებში მოგება. რაც შეხება ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული, დიახ, იყავით თაბაც როგორ, მაგრამ ეს თქვენ არ ყოფილხართ, ეს შიშები იყო. შიში იმისა რაც ამ ქვეყანას დამართეთ და ფაქტიურად მოკალით, ეს არ გაძლევდა იმის უფლებას დაგეთმოთ ძალაუფლება,
შენ უნდა გაწრუწონო როგორც ქანცგაწყვეტილი ვირთხა.” -
წერს ვახა მაჩალიკაშვილი. . თუმცა, ის არ აკონკრეტებს რა იმალება ამ მუქარის უკან. პოსტის კომენტარებში კი ამატებს: . წყევლა კი არა რომ შემეძლოს ამას ენას ამოვგლეჯდი დ ყურებს დავაჭრიდი ძირში, ეს კაცი რომ იყოს აქამდის 10 ცხვირპირს დავუნაყებდი, ეს ხომ სატანაზე დიდი სატანაა. .
8
618
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
618
  
8 ივნისი, 0:43
სოფელიც მაქვს, რომლის მიმდებარედ ორი ჩაის უზარმაზარი მეურნეობა იყო, ჩემმა მეზობლებმა იცნეს ვახა, აქ ხეჩერის მეურნეობაში ჩაის კრეფდაო. ქისტები ჩამოდიოდნენ თურმე მაშინ ქალიან-კაციანად სეზონურ სამუშაოზე. ახლახან დაშალეს ის აგურის და ტუფის ქვის შენობები, სადაც ვოლონტიორები მუშაობდნენ.
სახელმწიფო წყობას დაემუქრა-გაანადგურე! ეს პრინციპი მოქმედებს ყველა ნორმალურ ქვეყანაში.
ბათუმში ჩატარდა ანტიტერორისტული ოპერაცია, რადიკალი ისლამისტეია დაკავებული, ვნახოთ სპეცსამსახურები რა ფაქტებს დადებენ. მე ვიცი, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის იარაღი და ასაფეთქებელი მასალაა ამოღებული.
8 ივნისი, 0:35
მახსოვს რომელია, მაშინ რომ არა ხელისუფლების გონივრული გადაწყვეტილება ხეობის გენერალური გაწმენდა იგეგმებოდა მუქარის საპასუხოდ.
სისხლი დაიღვრებოდა და დაგეგმილი ოპერაცია გაუქმდა, ეს უიშვიათესი შემთხვევაა.
7 ივნისი, 21:53
მისი დაჭრილი, უგონო მდგომარეობაში მყოფი შვილის სამკურნალოდ მიღებაზე მაშინ ავსტრიამ უარი განაცხადა. მიზეზი---ჩვენ ტერორისტებს არ ვიღებთო....
და რადგანაც ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვერანაირად ვერ მოხდებოდა ბრალის წარდგენა სიცოცხლეში, დაღუპვის მერე ხომ საერთოდ.... და სწორედ ამით სარგებლობს ვახა-მალხაზი....
თუ ზუსტად მახსოვს, 2020 წლის ბოლოს გერმანულ ტელეარხ DW-ზე გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც სანდრა რულოვსი გერმანიის პროკურატურაში დაბარებული ჰყავდათ არამარტო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამო. იქ ფიგურირებდა უკრაინელ ჟურნალისტთა საგამოძიებო მასალებუც, რომელთა მიხედვითაც სანდრა რულივსისა და ვახა ტერლოევის დახმარებით მოხდა იმ ჩეჩნების დაქირავება, რომლებსაც გიორგი გაბუნიას(ჯულიეტოვიჩის) რიტუალური მკვლელობა უნდა მოეხდინათ......
პ. ს. ყველაფერი ამის გათვალისწინებით კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ-----სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ სახელმწიფოებრიობისაგან.....
7 ივნისი, 21:38
აქაურ ჩეჩნებს ანუ ქისტებს, პანკისის მაცხოვრებლებს, ყველას აქვს ორი სახელი, ქართული და მუსულმანური. ასეა მაჩალიკაშვილიც, საბუთებით მალხაზი, მეორე სახელად ვახა, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია ჩეჩნებში. ტერლოევი კი მათი იქაური გვარია, იქაური ტაიპი. ეს მთა ტერლოსთანაა დაკავშირებული, რომლის ,, მფლობელადაც'' მათი გვარი, ტაიპი ითვლება. რაც არ უნდა იძახოს ჩეჩენი ქართველი ვარ და ამ ქვეყნის პატრიოტი ვარო, სულელის მეტი არავინ დაიჯერებს... რომელი საქართველოს პატრიოტი დაარქმევს შვილს თამერლანს ანუ თემურლენგს?!?!
მე ერთი რამ ვერ გამიგია. თუ ვახა ჰქვია და ტერლოევია გვარად, მაშ მალხაზი რატომ იწოდა, ან მაჩალიკაშვილად რატომ იწერება?
მთლიანად ქვეყანას რომ გვემუქრებოდა არ გახსოვს?
7 ივნისი, 20:31
ვახა, კაცი წვერს სილამაზისთვის არ ატარებს-კაცობის ნიშნად ატარებს. კაცის მუქარა ქალისადმი სილაჩრის ნიშანია და სხვა არაფერი.
შენი შვილისთვის, რომ მიგეხედა და "ISIS"0ის ტერორისტული ორგანიზაციის ფონზე არ გადაეღო სურათები, დღეს ცოცხალი გეყოლებოდა და ზოგადად შეეშვით მუქარებს, წავიდა ის დრო ფულის გამო გატაცებულ ხალხს პანკისის ხეობაში, რომ მალავდით, რაც მეტ შეცდომას დაუშვებ მით მეტად მოგთხოვენ და ჯობია ენას კბილი დააჭირო.
7 ივნისი, 19:57
წულუკიანის ფანი ვერასდროს ვერ გავხდები, მაგრამ ვერც საქართველო ჩამოყალიბდება სახელმწიფოდ, სანამ ტერორისტების თანამდგომის რომელიმე ახლობელს პრეტენზიის წაყენების და მუქარის ამხელა საშუალება ექნება, ასეთი ღია ფორმით განსაკუთრებით.....
0 1 8