x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135635
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509989
იაპონური ხელოვნება შინრინ-იოკუ ან როგორ ვისეირნოთ სწორად ტყეში
თუ ერთხელ მაინც ტყეში გისეირნიათ, ალბათ, გიგრძნიათ მისი მარგებელი გავლენა. ფოთლების ან წიწვების სუნი, სუფთა ჰაერი, ჩიტების ჭიკჭიკი და ხეების შრიალი. ეს ყველაფერი ხელს უწყობს კარგად მოდუნებას და სასიცოცხლო რესურსების აღდგენას. მათთვის, ვინც ბევრს მუშაობს და ცოტას ისვენებს, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!



გასაკვირი არ არის, რომ იაპონელებმა, რომლებიც მთელ მსოფლიოში ცნობილი არიან თავიანთი შრომისმოყვარეობით, ტყეში სიარული აქციეს მთელ ხელოვნებად - შინრინ-იოკუ.



რა არის შინრინ-იოკუ?

image



თავად სახელი შინრინ-იოკუ (shinrin-yoku) სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ტყის აბანოები“ (shinrin - ტყე, yoku - აბანო). პრაქტიკა წარმოადგენს მშვიდ ჩაძირვას ტყის ატმოსფეროში დასვენების, გადატვირთვის და ენერგიის შევსების მიზნით.




image



იაპონიაში „ტყის აბაზანის“ მიღება ფართოდ გამოიყენება 1982 წლიდან. სწორედ მაშინ იქნა აღიარებული ტყეში სიარულის სარგებელი ოფიციალურ დონეზე. ექიმებსაც შეუძლიათ თავიანთ პაციენტებს დაუნიშნოთ შინრინ-იოკუ, როგორც სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობის საშუალება.



იაპონელმა მეცნიერებმა დიდი ხნის წინ გაიგეს, რომ ტყეში სეირნობა ძალიან სასარგებლოა. სხვადასხვა კვლევებით აღმოაჩინეს და დაამტკიცეს, რომ „ტყის თერაპია“:



ზრდის შრომისუნარიანობას;

აძლიერებს იმუნიტეტს;

ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას;

მუხტავს ორგანიზმს ენერგიით;

ამაღლებს განწყობას;

დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, ორგანოებსა და კუნთებზე;

აძლიერებს კონცენტრაციას;



image



ყველა ეს ფაქტორი ერთად შინრინ-იოკუს აქცევს დასვენებისა და გაახალგაზრდავებისთვის შესანიშნავ პრაქტიკად. დამტკიცებულია, რომ „ტყის აბაზანა“ ებრძვის დეპრესიას, ფიზიკურ გადაღლას, სტრესს და შფოთვას.



რა თქმა უნდა, შინრინ-იოკუ არ შეიძლება ჩაითვალოს პანაცეად ყველა დაავადებისთვის. თუმცა უდავოდ „ტყის აბაზანა“ სასარგებლო გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. მთავარია, სწორად და რეგულარულად „მიიღოთ“, რადგან დაგროვებითი ეფექტი აქვს.



როგორ მივიღოთ „ტყის აბაზანა“ სწორად?

image



პროცედურამ მაქსიმალური ეფექტი რომ მოგიტანოთ, რამდენიმე მარტივი წესი უნდა დაიცვათ. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის სიარულისგან სიამოვნების მიღება. ტყეში სეირნობისას მიზნად არ დაისახოთ „ენერგიის მომატება“ ან „გამოჯანმრთელება“. პირველ რიგში, სასეირნოდ მიდიხართ და სუფთა ჰაერზე ტკბობისთვის. სხეულს დასვენების და ბუნებასთან გაერთიანების საშუალება მიეცით.



მეორე მნიშვნელოვანი წესი არის ოპტიმალური ადგილის შერჩევა. თქვენს დასვენებას ხელს არაფერი უნდა უშლიდეს, არც ხმაურიანი დამსვენებლები, არც ველური ცხოველები. დარწმუნდით, რომ ტყე, სადაც მიდიხართ, სრულიად უსაფრთხოა. თუ უღრან ტყეში სეირნობა არ გხიბლავთ, პარკში წადით „აბაზანის“ მისაღებად. ამ საკითხში ხეების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, პროცესი და მასში ჩაძირვის ხარისხი.



image



გამოყავით თქვენს განრიგში 1-2 საათი თავისუფალი დრო, გამორთეთ ყველა გაჯეტი, რომ არავინ შეგაწუხოთ და გაისეირნეთ. არსად არ იჩქაროთ, ისიამოვნეთ ბუნებით, ისუნთქეთ სუფთა ჰაერით, ყურადღება გაამახვილეთ თქვენს გრძნობებზე სიარულის დროს.



ჩართეთ ხუთივე გრძნობა: მოუსმინეთ გარშემო არსებულ ხმებს (ფოთლების შრიალი, ჩიტების ჭიკჭიკი, ქარის ხმა და ა.შ.), დაათვალიერეთ ყველაფერი, რასაც ხედავთ, სცადეთ სუნების დაჭერა და გემოც, შეხებით ბუნების დაგემოვნება სცადეთ. მიდით ხესთან და ჩაეხუტეთ. ეს მარტივი მეთოდია თქვენი შეხების გრძნობის გასააქტიურებლად.



image



მთავარია, ტყეში სიარულმა სიამოვნება მოგიტანოთ! თუ დაიღალეთ, ბალახზე დაჯექი და დაისვენე, თუ სეირნობა მოგბეზრდათ, წადით სახლში.



მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია რამდენჯერ და რამდენი ხნით ისეირნებთ. ზოგი ადამიანი პირველივე „აბაზანის“ შემდეგ თავს უკეთ გრძნობს, ზოგი კი ყოველდღე სეირნობს და მაინც სტრესს განიცდის. გამორიცხული არ არის, რომ ეს პრაქტიკა საერთოდ არ მოგეწონოთ, მაგრამ უბრალოდ უნდა სცადოთ!



ასევე დაგაინტერესებთ:

იცით, რატომ გვირჩევდა კონფუცი, რომ არავის არაფერი ვუთხრათ საკუთარ თავზე?

ჩვევები, რომლებიც ჭკვიან ადამიანს სულელისგან განასხვავებს

ყველაფერი მარტივია: თუ რამე არ მოგწონთ - შეცვალეთ, ტყუილად სხვებს ტვინს ნუ უბურღავთ

0
64
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
64