x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ამერიკული ტელეკომპანიის წამყვანმა ქალმა შემთხვევით ბუზი გადაყლაპა, მაგრამ არ შეიმჩნია და გადაცემა გააგრძელა

image
ჟურნალისტის პროფესია საკმაოდ ფათერაკიანია, არც ტელეწამყვანის პროფესიაა მთლად უხიფათო.


ხან დეკორაცია დაემხობათ ზედ, ხშირად სტუმრად მოწვეული ადამიანები ერთმანეთს ყველაფერს ესვრიან, რაც ხელში მოხვდებათ, რაც ისევ წამყვანს უქმნის საფრთხეს.


წესით ასეთ დროს სატელევიზიო ეთერს თიშავენ, თუმცა ის, რაც მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ტელეკომპანია "Boston25"-ის სტუდიაში, ჯერ არსად არ მომხდარა.

ტელეწამყვანმა ვანესა უელჩმა პირდაპირ ეთერში უნებურად ბუზი გადაყლაპა, მაგრამ ეს არ შეიმჩნია და თითქოს არაფერი არ მომხდარიყო, ისე გააგრძელა გადაცემა.


ბუზი წამყვანს ჯერ თვალის ქვედა ქუთუთოზე დააჯდა, , აგრა, როცა ტელეწამყვანმა თვალი დაახამხამა, აფრინდა და გადაცემიწ წამყვანს იმ დროს შეუფრინდა ღია პირში, როცა ის გადაცემის ფარგლებში არხის მაყურებლებს ახალ ინფორმაციას აცნობდა.

მართალია ბუზი კრაზანა არაა წამყვანისათვის, რომ ეკბინა, მაგრამ ვფიქრობ არც ცოცხალი ბუზის გადაყლაპვა იქნებოდა მთლად სასიამოვნო პროცესი.
რა ვიცი, ალბათ მინიმუმ შექებას იმსახურებს ეს ქალბატონი, რომელმაც წარბშეუხრელად გააგრძელა გადაცემის წაყვანა.

0
431
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
431