x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
"ცხოვრების ჭუჭყი": ვიეტნამელი გოგონების თამამი კადრები, რომლებიც ომის დროს ამერიკელ ჯარისკაცებს ართობდნენ

image

ვიეტნამის ომის დროს ქვეყანაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის მთელი სექს - ინდუსტრია არსებობდა. ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისში იყო და ვიეტნამელ ქალებს სხვა გზა არ რჩებოდათ, გარდა იმისა რომ მტრის ჯარისკაცები ესიამოვნებიათ, მაგრამ ყველა მათგანი ასე როდი იქცეოდა, თუმცა ბევრი ქალი სიკვდილს სწორედ საკუთარი სხეულის გაყიდვით გადაურჩა. "ღამის პეპლები" ძირითადად, იმ ბარებში იკრიბებოდნენ, სადაც ამერიკელები დროს ატარებდნენ. ომის შემდეგ, სამყაროს ამერიკელ-ვიეტნამური წარმოშობის დაახლოებით 50 ათასი ბავშვი მოევლინა, რომლებსაც დღეს ვიეტნამში დამცინავად - "ცხოვრების ჭუჭყს" უწოდებენ.


image


ბევრი ვიეტნამელი ქალი პროსტიტუციაში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით იქნა ჩაბმული. მათი უმრავლესობა საკუთარი სხეულით გამომუშავებულ ფულს პრაქტიკულად ვერც კი ხედავდა ვინაიდან ის ან სუტენიორს ან იმ ბარის მეპატრონეს მიჰქონდა, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იკრიბებოდნენ. ზოგჯერ ქალებს სილიკონის ინექციებსაც კი უკეთებდნენ, რათა მათ სხეულს სასურველი ფორმები მიეღო და ამერიკელებს აზიელი ქალბატონების გარემოცვაში თავი "როგორც სახლში" ისე ეგრძნოთ. პორტალმა "Vintage Everyday"- იმ ფოტოების სერია გამოაქვეყნა, სადაც ბარში მომუშავე გოგონები მათთვის სრულიად ბუნებრივ გარემოში არიან აღბეჭდილი.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage























0
346
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
346