x
მეტი
  • 05.11.2024
  • სტატია:138063
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511814
ვარსკვლავების ყველაზე უგემოვნო "ლუქები"

image




ავა მაქსი


imageimage

ბევრ ცნობილ მოდის მოყვარულს ბეწვიანი ჩექმები განსაკუთრებით უყვარს. დუა ლიპა, ჰეილი ბიბერი და ახლა უკვე ავა მაქსი ფეხებს ამ უცნაური ფეხსაცმლით ითბობენ, თუ ავას ფოტოებს გადავხედავთ, მივხვდებით რომ მას ასეთ ჩექმებში დივანზე პოზირება ყველაზე მეტად უყვარს. გველის პრინტიანი მოკლე შორტები, სხეულზე მომდგარი თეთრი პერანგი, ბადისებრი წინდები და მაღალქუსლიანი ჩექმები - "ლუქი" საკმაოდ საკამათო აღმოჩნდა, თუმცა არა "ცეცხლის" გარეშე. გულშემატკივრები მზად არიან თავიანთი საყვარელი კერპის ნებისმიერი ექსპერიმენტებისთვის, თუნდაც ყველაზე წარუმატებელისთვის.



რიტა ორა


imageimage


რიტა ორას "ლუქები" დღითი დღე სულ უფრო თამამი ხდება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დივა ბოლო პერიოდში საზოგადოებაში მხოლოდ თეთრეულით ჩნდება. ავიღოთ მაგალითად, თუნდაც ეს შავი მაქმანებიანი კომპლექტი. პაწაწინა ბიუსტჰალტერი, გამჭვირვალე მომდგარი ქვედაბოლო, შავი ხელთათმანები და მასიური სამკაულები - რიტა, მგონი დროა დაცვა აიყვანო. როგორც ჩანს, ასეთი თამამი ჩაცმულობით აღფრთოვანებული არც პოპ -დივას მეუღლე, ტაიკა ვაიტიტია, რომელიც ბოლო დროს მეუღლესთან ერთად ფოტოებზე სულ სევდიანად და დაღვრემილად გამოიყურება.




ბრიტნი სპირსი


image


თუ ბრიტნი სპირსი თავის შიშველ ფოტოებს არ აქვეყნებს, თაყვანისმცემლები უკვე ბედნიერები არიან. ამჯერად, პოპ-პრინცესა შთაგონებული გაზირებული სასმელით იქნა, რომელმაც არჩევანი წითელ კომპლექტზე გააკეთა მკერდზე "Coca-Cola"-ს წარწერით. სპირსმა კიდევ უფრო მეტი სრულყოფილებისთვის საკუთარ ჩაცმულობას მაღალი, თეთრი ჩექმები, ბუნებრივი ვარცხნილობა და "სმოკი აის" მაკიაჟიც დაუმატა. სამწუხაროა, რომ ჩვენი გმირი ჯერ კიდევ არ არის მზად ბიონსესთან წარმატებული დუეტის ჩასაწერად. ალბათ, ურიგო არ იქნებოდა მას ეს ენერგია უფრო შემოქმედებითი მიმართულებით წარემართა.



კორტნი კარდაშიანი


image


მიუხედავად იმისა, რომ კორტნის მშვენიერი ფიგურა აქვს, დებს შორის ყველაზე უფროსი კარდაშიან - ჯენერი აშკარად ცდილობს ყველაზე უგემოვნო ვარსკვლავების სათავეში მოხვედრას. ყველასთვის მოულოდნელად ის "ბოდიპოზიტივის" აქტიურ დამცველთა რიგებს შეუერთდა და საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც მისი გვერდები არც თუ სასიამოვნო სანახავი გახადა. მჭიდრო თასმები და მრგვალი ხვრელები კორტნის გვერდებს იმაზე უფრო მჭიდროდ შემოეკრა, ვიდრე მისი მეუღლის ტრევის ბარკერის მოსიყვარულე ხელები.








0
278
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
278