x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვინ იყო პირველი ქალი, ვინც აშშ-ში სიკვდილით დასაჯეს? - კრიმინალური არქივიდან
image

ოჯახური გარჩევები შეიძლება გადაიზარდოს ისეთ სისხლიან დრამაში, რომ ის ისტორიას შემორჩეს, -საინტერესო და თანაც შემაძრწუნებელი.



ეს ქვა დგას იმ ადგილზე, სადაც 1778 წელს, ვირსავია სპუნერმა მოკლა ქმარი ჯოშუა და ის საკუთარ ჭაში ჩააგდო.


1777 წელს მასაჩუსეტსის ქალაქ ბრუკფილდში, 32 წლის გათხოვილმა ქალმა რომანი გააბა თითქმის ორჯერ ახალგაზრდა ჯარისკაცთან, სახელად ეზრა როსისთან, რომელიც სწორედ მაშინ შეუსრულდა 17 წელი.


image

ფოტოზე: ბრუკფილდის ცენტრალური ქუჩა-1908 წელი



ვირსავია სპუნერს, (ქალიშვილობაში გვარად რაგლი), არ უყვარდა ქმარი, ფერმერი, ჯოშუა სპუნერი. იგი მას ცოლად გაყვა მამასთან შეთანხმების გამო. მას შემდეგ, რაც ინტრიგა ორსულობით დასრულდა და ქმარი ვერ იქნებოდა ბავშვის მამა, მოღალატე ცოლმა სწრაფად შეიმუშავა მოქმედების შემდგომი გეგმა. მან დაარწმუნა როსი მოეკლა მისი ქმარი.

თავის მხრივ საყვარელმა კიდევ ორი ​​მეგობარი დაიხმარა.


მათ ერთობლივად, ჯოშუა ცემით მოკლეს, შემდეგ კი გვამი ჭაში ჩააგდეს. მკვლელობა ნამდვილად არ იყო იდეალურად ჩადენილი, ამიტომ ყველანი სულ რაღაც ერთ დღეში დაიჭირეს.


სასამართლო გაიმართა მასაჩუსეტსის ახლომდებარე ვისტერში. მკვლელები ჩამოიხრჩვეს, იმისდა მიუხედავად, რომ ვირსავია აცხადებდა, რომ ფეხმძიმედაა.პეტიცია გადავადების შესახებ თავდაპირველად მიიღეს, შემდეგ კი გააუქმეს. გაკვეთის დროს დადგინდა, რომ ქალი მართლაც ორსულობის მეხუთე თვეში იყო.


ამრიგად, 1778 წლის 2 ივლისს ვირსავია სპუნერმა მიიღო საეჭვო სტატუსი და გახდა სუსტი სქესის პირველი წარმომადგენელი, რომელიც შეერთებულ შტატებში სიკვდილით დასაჯეს, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.


მისმა უბედურ ქმარს კი ერთბაშად ორი საფლავის ქვა შეხვდა - ერთი ბრუკფილდის სასაფლაოზე-ჩვეულებრივი, როგორც მიღებულია-გვარი სახელი, დაბადების და გარდაცვალების თარიღი და მეორე .მისი მკვლელობის ადგილი.სადაც ასეთი შინაარსის ეპიტაფიაა: ”სპუნერის ჭა- ჯოშუა სპუნერი, მოკლეს და ამ ჭაში ჩააგდო სამმა რევოლუციონერმა ჯარისკაცმა 1778 წლის 1 მარტს მისი მეუღლის, ვირსავიას დაჟინებული მოთხოვნით.ოთხივე ჩამოახრჩვეს 1778 წლის 2 ივლისს.

image


შეგახსენებთ აშშ-მ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1776 წლის 4 ივლისს.


სერიები "კრიმინალური არქივიდან" იხილეთ <<ამ ბმულზე>>

0
163
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0