კინო ვინ იყო მსახიობი და რა ბედია ეწია,რომელმაც როსკიპის როლი შეასრულა საკულტო კომედიაში "ბრილიანტის ხელი?" 2024, 4 ივნისი, 17:46 ![]() მაინც ვინ იყო ჟღალთმიანი მსახიობი რომელიც დაგვამახსოვრდა ცნობილი ფრაზით "ციგელ-ციგელ ალიულუ"? მისი სახელია ვიქტორია ოსტროვსკაია და იგი ასრულებს მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლს "ქალი ჭიშკრიდან". ![]() უნდა აღნიშნოს, რომ, რომ საკულტო სურათის გადაღების დროს, ვიქტორიას სამსახიობო გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა მიღებული. იგი მუშაობდა დისპეტჩერად ავტო ბაზაში, როდესაც ის შეამჩნია ლეონიდ გაიდაიმ. ![]() "ბრილიანტის ხელში" ცნობილი როლის შემდეგ, მას სურდა გაეგრძელებინა კინოში მოღაწეობა, მაგრამ მასზე მოთხოვნა კინორეჟისორებისგან ფაქტობრივად აღარ ყოფილა.მას შემდეგ კიდევ ერთი ეპიზოდური როლი შეასრულა ფილმში "ძველი ნაცნობი" და მაგით დასრულდა მისთვის კინოკარიერა. ![]() ![]() ![]() "ვიქტორია ჩვენს პროგრამაში იყო მოწვეული და დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ იგი სიცოცხლის ბოლოს ნათესავებმა ბედის ამარა მიაგდეს და სიღარიბეში დატოვეს. წარმოუდგენლად დრამატული ბედია. Სამწუხაროა. ღმერთმა აცხონოს, ” - აღნიშნა ტელეწამყვანმა ანდრეი მალახოვმა თავის ტელეგრამ-არხზე. ![]() შეგახსენებთ, "ბრილიანტის ხელს" ყველა დროის საბჭოთა ფილმების რეიტინგში პოპულარობის მიხედვით მე-3 ადგილი უკავია, ფილმი კინოთეატრებში 76-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. 646 3-ს მოსწონს
|