სხვა 80 კმ/სთ-ში მიმავალი საჭესთან მჯდომი ავტობუსის მძღოლი ინტიმურ კავშირს ამყარებდა სკოლის მოსწავლესთან 4 ივნისი, 16:39
დიდ ბრიტანეთში, ავტობუსის მძღოლი 15 წლის სკოლის მოსწავლესთან სექსის გამო გაასამართლეს.
დიდ ბრიტანეთში 15 წლის სკოლის მოსწავლეს ცდუნებისა და მასთან სქესობრივი კავშირის გამო დიდ ბრიტანეთში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას The Daily Record ავრცელებს. 38 წლის კრისტოფერ მაკინტოში (მთავარ ფოტოზე)შოტლანდიის ქალაქ დანდიდან საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა 2023 წელს მომხდარ სერია ინციდენტების გამო. მამაკაცმა აღიარა, რომ 2023 წლის 20 მარტიდან 10 აპრილამდე მას სექსუალური აქტი ჰქონდასკოლის მოსწავლესთან სამგზავრო ავტობუსის მართვის დროს. სასამართლოს აჩვენეს ვიდეო ჩანაწერი სალონიდან, რომელშიც აღბეჭდილია მომენტი, როდესაც მაკინტოში მართავს ავტობუსს, ხოლო მის კალთაში წამოსკუპულია არასრულწლოვანი გოგონა . დროდადრო მძღოლი გოგონას ევეოდა და ტუჩებში კოცნიდა. მამაკაცს მოძრაობის დროს რამდენჯერმე მობილურმაც გაუფანტა ყურადღება. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ავტობუსის სიჩქარე საათში 80 კილომეტრს აღწევდა. არასრულწლოვანთან სექსუალური კონტაქტის აღიარების მიუხედავად, მაკინტოში უარყოფს როგორც მანქანის მართვისას მობილური ტელეფონის გამოყენებას, ასევე თნდაც ერთი წამით გზიდან თვალის მოშორებას. ბრიტანელის საბოლოო განაჩენი 4 ივლისს გამოცხადდება. ის უკვე მოხვდა სექსუალური ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი პირთა სიაში, თუმცა მისი სიაში ყოფნის ვადა ჯერ დადგენილი არ არის. ცოტა ხნის წინ ვწერდით სანკტ-პეტერბურგში, მდინარე მოიკაში ჩავარდნილი ავტობუსის შესახებ, რომელსაც 7 ადამიანის სიცოხლე შეეწირა, როგორც აღმოჩნდა მძღოლი სამსახურში 20-საათიანი მორიგეობის შემდეგ მალევე გამოიძახეს.(მიყევი ბმულს) 396 3-ს მოსწონს
|