მუსიკა "ამის მოსასმენად შვილი რათ უნდა გაუშვა? თუ არ უშვებ და მაინც მიდის, მაშინ იცოდე, კრეტინი გეზრდება!"(ვიდეო) 3 ივნისი, 20:32 ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი გელა ზედელაშვილი წუხელ გამართულ აქცია-კონცერტს ეხმაურება და წერს: "ამის მოსასმენად შვილი რათ უნდა გაუშვა?
თუ არ უშვებ და მაინც მიდის, მაშინ იცოდე, კრეტინი გეზრდება!
მეტიც!
დიდი ხარ თუ პატარა, ამის ნამღერზე რომ აღტყინდები, თავში ნამჯა გიყრია!
ამას ისევ რუსთაველ ჰამლეტას და ბენოს სიმღერები სჯობდა კლარნეტზე შესრულებული, რენდგენის ფირფიტებზე რომ იბეჭდებოდა, იმაში რაღაც აზრი მაინც იდო!
ეს რა არი, რას ამბობს?
მოგიტ...ანთ “მარშრუტკაო''!
რათა მარტო “მარშრუტკა'' და ავტობუსიც არა? მეტრო? ტაქსი? ვირის “ტაჩკა''?
ჰო, აი, ვირი უკეთესი იქნებოდა, შემობრუნება იცის!"-წერს გელა ზედელაშვილი.
მანამდე მან კიდევ ერთი პოსტი "მიუძღვნა" ამ კონცერტს:
ესე იგი, თქვენ მეუბნებით, რომ ეს იყო “კანცერტი''?
ეს იყო მუსიკა და “მღერა''?
როგორ გეკადრებათ, ეს იყო კაკაფონია და ბღავილი, რომელიც გადადიოდა ჯღნავილში!
არც კი შემეკამათოთ, არც კი გაბედოთ!
როგორ, მე (ჩვენ), “ბითლზზე'', “პინკ ფლოიდზე'', “ლედ ზეპელინზე'' გაზრდილს მეუბნებით, რომ ეს არის მუსიკა?
რომელი ერთი ჩამოვთვალო? ეს იყო ერთი დიდი ეპოქა და ვინც ამბობს, ამ ჯგუფებს რადიოში ჩუმად ვუსმენდი, ხმას თუ ავუწევდი, ეგრევე დამაპატიმრებდნენო, იტყუება, ცუცურაკობს. იმისი არ იყოს, ლევანა ბერძენიშვილი რო არაკუნებს - შლაქსის შარვალს ვერ ვიკერავდი, დამიჭერდნენ, საბჭოთა კავშირი დაიშლებოდაო.
ხედავთ, რა დონის რეგვენია?
თურმე საბჭოთა კავშირში ლევანას შლაქსებისა ეშინოდათ. ტყუილად არ ამბობენ, რომ ეგ ტიპი დისიდენტი კი არ იყო, ჩამშვებად ჰყავდათ ციხეში და ყველაფერზე ხელს აწერდაო!
რა მუსიკა და რა “მღერა'', ხალხო?
სწიოპას ჯღნავილზე როგორ უნდა გაიზარდო?
ვინმე დარსმელიძის ბღავილზე რა უნდა ისწავლო?
წურწუმიას კიდე უთხრას ვინმემ, მოყვარე თუ ჰყავს, საკუთარი ხმა და სმენა გადაამოწმოს, ბალღებს ნუ აყრუებს!
სხვებსაც ჩამოვთვლიდი, მაგრამ არც გვარები ვიცი, არც სახელები. ისე, რაღა დაგიმალოთ და... რაც ოპოზიციაა, ის მუსიკა, ცეკვა, თამაში და სიმღერა აქვთ. უკეთესი რომ ჰქონდეთ, ის უფრო გამიკვირდებოდა.
არა, ნუუუუუ!
მე (ჩვენ), ბახზე, მოცარტზე, ბეთჰოვენსა და შოპენზე გაზრდილს მეუბნებიან, ლექს-სენის ღმუილი მუსიკააო... თანაც ევროპიულიო.
ევროპიული კი არა, ამათ “კანცერტს'' ცლუნკაანის კლუბშიც არ ჩაატარებინებენ, ამოჰკრავენ პანჩურსა და გამოჰყრიან.
“ტოჟე მნე მუზიკანტი''!
გამოათაყვანეს თავად გამოთაყვანებულებმა ისედაც გამოთაყვანებული ბალღები!"
შეგახსენებთ, წუხელ თბილისში აქცია-კონცერტი სახელწოდებით "მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ გაიმართა.
საქველმოქმედო ღონისძიების მიზანი იყო თანხის შეგროვება საპროტესტო აქციების დაკავებული მონაწილეებისთვის. ამ თანხით მათთვის დაკისრებული ჯარიმების გადახდა იქნება შესაძლებელი. არსებული ინფორმაციით, 3 ივნისის 01:00 საათის მონაცემებით, მხოლოდ ორი ქართული ბანკის – "თისისი ბანკისა" და "საქართველოს ბანკის" ანგარიშებზე გადარიცხული იყო 250 ათასი ლარი, თუმცა აქ არ არის ასახული საზღვარგარეთიდან და სხვა ადგილობრივი ბანკებიდან ჩარიცხული თანახა. 22:00 საათისთვის კონცერტი გიორგი უშიკიშვილმა და ბექა გოჩიაშვილმა გახსნეს. აქცია-კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ: შოთა საგანელიძე, Moku Moku, წერილი, Kordz, Mechanical Rainbow, ლექს სენი & თიკო, ნატალია ნაყოფია, Bedford Falls, Circus Mircus, The Window, Quemmekh, არა, ყველა, Creams, ნინო ქათამაძე & ნიკოლოზ რაჭველი, ბექა გოჩიაშვილი & თემურიკო დიასამიძე, ფანიკო, ავარა, თამადა, მერაბ სეფაშვილი, ლელა წურწუმია, რობი კუხიანიძე, დაგდაგანი, Loudspeakers, გამოუვალი მდგომარეობა, Process. 585 3-ს მოსწონს |
აქციებს რაც შეეხება,იმდენ ფულს ხარჯავენ ორივე მხრიდან და იმდენი ჩემოდანი გაიხსნა,გაგიჟება შეიძლება. რა გგონიათ,ეს ხალხი თავისი ხარჯით დადის აქციებზე(ორივე მხარეს ვგულისხმობ)? უფასოდ შეიძლება მოაწყო ერთი მიტინგი,გაგრძელებას დაფინანსება სჭირდება. შეიძლება მე ვცდები და მართლა თავისი ხარჯით დადის ყველა,თუმცა ასე ოცნების წისქვილზე ასხავენ წყალს,რადგან 2 თვე ყოველდღე საკუტარი ხარჯით დადიოდე სტუდენტი,მაშინ სერიოზული ფულის პატრონი უნდა იყო და რას აყირავებენ მთავრობას,მაგარი ქვეყანა გვყოლია. არცერთ ქვეყანაში,სტუდენტებს არ აქვთ იმხელა შემოსავალი რო 2 თვე არ იმუშავოს და ფული ქონდეს. ნუ მილიარდერის შვილების გარდა და ასეთები აქციაზე არ დადიან ძირითადად. ასერომ,ეგ ამბავიც განულდა და ყველამ ნახა რო აქციას ყავს ორგანიზატორი და სცენარისტი. ეს ისედაც ცხადი იყო,თუმცა ხო ცდილობდნენ ეს ტყუუილი გასვლოდათ და ადამიანები დაეჯერებინათ,იმენნა თავის ხარჯით დადიოდა ხალხი იქ