საქართველო
"ჩემი ინფორმაციით ჩა#მულები გაიქცნენ "- რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
3 ივნისი, 19:05
"ევროპული საქართველოს" ერთ - ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის დარბევის შესახებ "პოსტ ტვ"-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აზიარებს და წერს:
"ბიძინა ივანიშვილი მშვიდობის სადარაჯოზე. პრობაციონერებს იყენებენ ჩემი ინფორმაციით. პოსტივის მიმდევრობა აქვს არეული.
აშკარად დასალეწად მივიდნენ - ლეწავდნენ, ისინი გამოუვარდნენ, ისროლეს ჰაერში და ჩაჯმულები გაიქცნენ დიტოს ლამაზუნები."- ვკითხულობთ თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქპოსტში.
ვიდეოს ნახვის მსურველები მიჰყევით მითითებულ ლინკს
https://www.facebook.com/POSTV.News/videos/367887226299916
შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი 31 მაისს, გვიან ღამით ხელკეტებითა და ქვებით შეიარაღებულმა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დაარბია. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.