x
მეტი
  • 27.06.2024
  • სტატია:135632
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509983
"ღარიბაშვილო, პენსიონერი მამის მილიონებით რომ ხარ გატუტუცებული"-ხაზარაძე ღარიბაშვილს პასუხობს
image

"ღარიბაშვილო, პენსიონერი მამის მილიონებით რომ ხარ გატუტუცებული, სინამდვილეში კი პირწავარდნილი კორუმპირებული, ბიუჯეტის და ხალხის ფულის ქურდი, "-ასე პასუხობს პარტია "ლელოს" დამფუძნებელი და ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე, "ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილს დღევანდელ განცხადებას ანაკლიის პორტზე საუბრის დროს.


"ბიძინასთან ერთად ანაკლიაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკეტიორი ხარ!


თქვენ წაართვით ქართველ ხალხს პერსპექტივა, ასობით ათასი სამუშაო ადგილი, რომელსაც ანაკლიის პროექტი ევროკავშირთან და აშშ-თან პარტნიორობით იძლეოდა. რომ არა თქვენი თავდასხმა ჩვენზე და პროექტზე, 2020-ში ანაკლიაში პირველი გემო უკვე შემოსული იქნებოდა, საქართველო კი სხვანაირი ქვეყანა.



სწორედ ამისთვის ვმუშაობდი წლების განმავლობაში და ზუსტად ამიტომ არის ანაკლიის პორტის აშენება "ლელოს" პროგრამაში, როგორც პრიორიტეტი, მაგრამ შენმა რუსულმა ოცნებამ ვერაგული განზრახვით დაბლოკა ეს პროექტი, რადგან თქვენს პატრონ პუტინს, არ სურს თანამედროვე, დასავლეთთან პარტნიორობით აშენებული პორტი საქართველოში.


ამიტომ აძლევთ ამ პროექტს ჩინურ კომპანიას, რომელიც მხილებულია კორუფციაში, შრომითი უფლებების დარღვევასა და პროექტების ჩაგდებაში.


გპირდები, ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოგეთხოვება, ხოლო ქვეყნის ღალატის გამო შენ და დანარჩენებს ჩვენი ხალხი და მომავალი გაგცემთ მკაცრ პასუხს!-წერს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე.



შეგახსენებთ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას:


"ანაკლიის პორტის პროექტზე პირადად მე მქონდა საუბარი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთანაც 3 წლის წინ და ჩემი მხრიდან ერთგვარი თხოვნაც იყო, რომ მათი მხრიდან ყოფილიყო მოწოდება, რომ მეტი აქტიურობა გამოეჩინათ ამერიკულ, დასავლურ კომპანიებს და დაინტერესებულიყვნენ ამ პორტის მშენებლობით.


ჩვენი არაერთი მოწოდებისა, თხოვნისა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიმართ, სამწუხაროდ, არ გამოჩნდა არცერთი დასავლური კომპანია, რომელიც ამ პორტში ჩაერთვებოდა. დღეს როგორ შეიძლება საუბრობდეს ანაკლიის პორტის პროექტზე ადამიანი, რომელმაც ეს პროექტი ჩააგდო, ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძეს. ხალხს შევახსენებ, ხაზარაძემ ეს პროექტი ჩააგდო, 5-6 წელი ელოდა სახელმწიფო და ვერ მოიტანა ვერც დაფინანსება. როგორც ვიცი, თავად 3 მილიონი აქვს დახარჯული და სხვებს ჩაადებინა თუ არ ვცდები 20 მლნ დოლარი, დაღუპა ინვესტორები და სრული ფიასკო განიცადა მისმა პროექტმა. ამის შემდეგ ეს კაცი ქვეყანას მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს ედავება. კაცი, რომელიც ჯერ ჩვენს მოსახლეობას ძარცვავდა, ათასობით ადამიანს ბინა წაართვა და ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული სააკაშვილის მმართველობის დროს"..


1
223
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
223
  
ეს არის მევახშე მევახშეობის წინააღმდეგ,მსგავს ვერფერს ნახავთ მსოფლიოში. მევახშე აკეთებდეს პარტიას და ამ პარტიის პროგრამაში იყოს მევახშეობის აკრძალვა. რა თქმა უნდა,კერძო მევახშეობაზე ქონდათ საუბარი და არა იურიდიულ პირებზე. არადა,რა არის ასაკრძალი? არის ადამიანი ვისაც სესხება სურს და არის ადამიანი ვისაც გასესხება უნდა,ხოდა თუ ერთმანეთში მორგდებიან,რა ჩემი ფეხები უნდა ან ხაზარაძეს ან ნაცვლიშვილს? ბანკებიც მევახშეები არიან,სხვა პროდუქტებიც აქვთ,თუმცა ძირითადად მაგიტომ შეიქმნა ბანკი. ანუ კერძო/ცალკე ფიზიკური პირის ფულის გასესხება დანაშაულია,ხოლო თუ ამას ჯგუფურად /იურიდიული პირის მეშვეობითა აკეთებ ე.ი. კანონიერია. ეს იგივეა,ერთი კაცის ქურდობა ან მკვლელობა დანაშუალი იყოს,ხოლო თუ ამას ჯგუფურად/ორგანიზებულად გააკეთებ,არ უნდა იყოს დანაშაული
0 1 1