საზოგადოებრივი რა უწინასწარმეტყველა ბოშამ სტალინს და რატომ სვამდა ღვინოს მხოლოდ ბროლის ჭიქით? 4 ივნისი, 8:34 ამბობენ, რომ ყველა დიდი ადამიანი, "თავისებურად გიჟდება". მაგ., თემურლენგს ხელში ქვის აღება უყვარდა და ზოგჯერ, მას ესაუბრებოდა კიდეც. ნაპოლეონი კი, აბაზანაში ნებივრობის მოყვარული იყო და როგორც იმპერატორი ირწმუნებოდა, იქ უკეთესად ფიქრობდა. ზოგჯერ, საქმე იქამდე მიდიოდა, რომ არც თუ ისე მნიშვნელოვან ელჩებს, იმპერატორი სწორედ აბანოში იღებდა. ყველა ცნობილი პოლიტიკოსის ჰობის გახსენება შორს წაგვიყვანს... ამიტომ, აქ კიდევ ერთი დიდი ადამიანის გატაცებაზე ვისაუბრებთ. ცნობილია, რომ სტალინს ძალიან უყვარდა კითხვა. მის ბიბლიოთეკაში 20 ათასზე მეტი წიგნი იყო და ეს მხოლოდ ის წიგნები, რომელიც ბელადმა წაიკითხა და მოეწონა. ხოლო, თუ არ მოსწონდა, იმ წიგნს არ ინახავდა. გარდა ამისა, მას ძალიან უყვარდა მებაღეობა, განსაკუთრებით ყვავილების დარგვა და მათზე ზრუნვა. ამის შესახებ, ყველამ იცის, მაგრამ იყო ბელადის ცხოვრებაში კიდევ ერთი რამ, რომლის შესახებ, მკვლევარების უმრავლესობისთვისაც კი არ არის ცნობილი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კომუნისტური პარტიის ბელადს ბროლი უყვარდა. ხოლო, ბროლით გატაცების მიზეზი, მის ძალზე მშფოთვარე ახალგაზრდობის, ერთ ეპიზოდს უკავშირდება. ვიდრე სტალინი სსრ კავშირის ლიდერი გახდებოდა, არც ისე კანონმორჩილი ადამიანი იყო, როგორც ამის წარმოდგენა შეგვიძლია. თავის დროზე, ის გამოცდილი ტუსაღი და «ეტაპის» (ტუსაღების ღამის გასათევი პუნქტი გზაზე) ხშირი სტუმარი იყო. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირში, ამის შესახებ, თითქმის, არ საუბრობდნენ, «ერის მამის» კომპრომეტირება რომ არ მოეხდინათ. საერთო ჯამში, ის ციხეში, მინიმუმ, 4–ჯერ მაინც იჯდა. რისთვის იჭერდნენ? – რა თქმა უნდა, ჩადენილი დანაშაულისთვის: რევოლუციური საქმიანობისთვის არასაკმარისი თანხების გამო, სტალინი ძარცვის და ყაჩაღობის ჯგუფის აქტიური მონაწილე იყო. ხოლო, ამ დაჯგუფების უკან, თავად ლენინი იდგა. მაგ., ცნობილია, რომ სტალინს, ვიშინსკისთან (სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი 1949–1953 წწ.) ერთად, ბაქო ხელში «ეჭირა». რსდმპ–ის (რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია) დაჯგუფება ელიტარულ ბანკებს ატერორებდა, მატარებლებს აყაჩაღებდა და ნავთობ–მრეწველებისგან «წილებს» აგროვებდა. დღეს უკვე ცნობილია, რომ 2 წლის მანძილზე, სტალინ–ვიშინსკის კრიმინალურმა დაჯგუფებამ, სიცოცხლეს 1000–მდე ადამიანი გამოასალმა და 3 მლნ. რუბლი მიითვისა. ხოლო, დაჯგუფების ყველაზე თავხედურ საქციელად, ორთქლმავლის – «კავკასია და მერკურის» ძარცვა ითვლება. ბანდის წევრებმა პოლიციელების ფორმები გადაიცვეს, ეკიპაჟი მძევლად აიყვანეს და სეიფი გატეხეს. შედეგად, სტალინმა 200 000 რუბლი «მიიღო» და «კეთილი მიზნებისთვის» ლენინს გადასცა. თუმცა, თავად, ცხელ კვალზე დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის, ცალკე საკანში გადაყვანამდე, მას ბოშა ქალმა უმკითხავა. "დიდი მომავალი გელის, მაგრამ სხვისი ხელით მოკვდები, თუ თავს, წყალივით გამჭვირვალე შუშით არ დაიცავ" – უთხრა მას მკითხავმა. იქიდან მოყოლებული, როგორც შეეძლო, და განსაკუთრებით, რევოლუციის შემდეგ, სტალინი მუდამ ბროლით იყო გარშემორტყმული. მის სახლში, აგარაკზე, თუ სამუშაოზე, ნებისმიერი ფორმის, თუ დანიშნულების ჭიქა, ბროლის იყო... მოწამვლის შიშით, სტალინი ღვინოს ყოველთვის ბროლის ბოკალით სვამდა და ვიდრე დალევდა, დაჟინებით უყურებდა მას, რადგან იმ დროს გავრცელებული აზრის მიხედვით, ბროლი ღვინოს ღია ფერს სძენდა, თუ მასში საწამლავი იყო. მაგრამ, იმასთან შედარებით, რაც აფხაზეთის სამთავრობო აგარაკზე ხდებოდა, ბროლის ჭიქები ნამდვილად რომ წვრილმანი იყო. იქ ყველა ფანჯარა ბროლის იყო, ლამაზი, იდეალურად გლუვი კიდეებით. თითოეული მინის სისქე კი, დაახლოებით, 1 სმ. იყო. ამრიგად, სსრ კავშირის ბელადი სიცოცხლის ბოლომდე მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ბროლი მას ნაწინასწარმეტყველი ბედისწერისგან დაიცავდა – დიდი მომავალი მან მიიღო და თუ ეს ახდა, არც მისი მოწამვლა იყო გამორიცხული... არხის სხვა სიახლეები:* რა ბედი ეწია სტალინის შვილს, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ? – რეალური ისტორია* 20 ფოტო, რომლის რეალობა რთული დასაჯერებელია* იგავი ბრძენზე და პროვოკატორზე - რჩევა, თუ როგორ გაუმკლავდე შეურაცხყოფას და სიძულვილს* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?1104 2-ს მოსწონს
|