x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135644
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510008
"მიუღებელია, როცა არასრულწლოვანი შვილები ხდებიან მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები" - სახალხო დამცველი


imageსახალხო დამველი ლევან იოსელიანი | ფოტო: ლევან იოსელიანის fb




სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. ულოცავს მათ ამ დღეს და საუბრობს საქართველოში არსებულ ბავშვთა უფლებების გაუარესებულ მდგომარეობაზე, მათ შორის ეხება "რუსული კანონის" ჭრილში ბავშვთა უფლებების შელახვას - როგორიცაა არასრულწლოვნების მიმართ ტელეფონზე დარეკვა და გინება.



"მიუღებელია, როცა სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები ხდებიან მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები" - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.



შეგახსენებთ, რომ არაერთი ფაქტი მოხდა, როცა რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, მათ მცირეწლოვან შვილებს უცხო ნომრებიდან ურეკავენ აგინებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.




ასეთი ფაქტის შესახებ გუშინ ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრა ნოდარ დუმბაძემაც მოყვა და აღნიშნა, რომ მის 8 წლის შვილს დაურეკეს:









სახალხო დამცველის განცხადება 2024 წლის 1 ივნისის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით



"პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის. დღეს, 30 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირებით ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელად დაცვის ვალდებულება იკისრა. ამიტომ, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევაფასოთ ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა, აღნიშნულ პროცესში კი თითოეული ჩვენგანის როლი.

ბოლო წლებში არსებული პროგრესის და არაერთი წინგადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, ქვეყანაში კვლავაც არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევასთან არის დაკავშირებული ბავშვთა უფლებების დაცვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბავშვების სოციალური უფლებების დაცვის საკითხი, რადგან საქართველოში მოქმედი პროგრამები ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და გაძლიერებას - მათი შემდგომი დამოუკიდებელი ცხოვრების მისაღწევად. ასევე, აღსანიშნავია ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების ნაკლებობა, სარეაბილიტაციო, თუ ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების სიმწირე და მათი გეოგრაფიული მისაწვდომობა.

კვლავ გამოწვევაა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, შემთხვევებზე დროული, კოორდინირებული, ბავშვზე მორგებული და ეფექტიანი რეაგირება, თავად ბავშვებისა თუ საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობა ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.

აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების განსაკუთრებული როლი, რომელთა მხარდაჭერა და გაძლიერება საერთო მიზანს - ბავშვთა უფლებების ეფექტიან დაცვას ემსახურება. გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ საფრთხის შემცველად და კონვენციის მიზნებთან შეუთავსებლად იქნა შეფასებული ქვეყნის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები. კერძოდ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც ქვეყანაში ისედაც არასაკმარისი სერვისების კიდევ უფრო შემცირების რისკს ქმნის, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.

ბავშვთა უფლებებზე საუბრისას განსაკუთრებით ხაზგასასმელია ბავშვთა აზრის მოსმენის, მონაწილეობისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ბავშვის უფლება კოდექსით გარანტირებულ უფლებათა და თავისუფლებათა რეალიზების ხელშეწყობა. ბავშვებს უნდა შეეძლოთ, მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც მათ ეხებათ და დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები მათთვის მისაღები ფორმით. ხოლო, სახელწმიფოს ვალდებულებაა, ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას და თითოეული ქმედების განხორციელებამდე, შეაფასოს აღნიშნულის გავლენა ბავშვთა კეთილდღეობაზე და მხოლოდ ამის საფუძველზე მიიღოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება.

ბოლო პერიოდში, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის საფუძველზე, ბავშვები გახდნენ მუქარის, სიძულვილის ენის შემცველი და შეურაცხმყოფელი მიმართვების, მასტიგმატიზებელი განცხადებების ადრესატები. მიუღებელია, როცა სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები ხდებიან მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში ბავშვთა უსაფრთხოების, მათი უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის როლზე, რადგან ბავშვების უსაფრთხოება და მათი დაცვა ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას და თითოეული ჩვენგანის ვალდებულებას უნდა წარმოადგენდეს.

საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვებს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და მათ უსურვებს ევროპულ ქვეყანაში, უსაფრთხოდა კეთილსაიმედო გარემოში ცხოვრებას, სადაც თითოეული მათგანის უფლებები და თავისუფლებები თანაბრად და თანასწორად იქნება დაცული.

სახალხო დამცველის აპარატი, როგორც ინდივიდუალურ, ისე სისტემურ დონეზე კვლავ განაგრძობს ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას და უფლებამოსილების ფარგლებში სათანადო ღონისძიებების განხორციელებას, მათი განუხრელი დაცვის მიზნით."








8
32
2-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
32
  
3 ივნისი, 14:23
ომამდე მოხდა, ცხონებული როინ შავაძე შეეწირა სიმართლის თქმას, ისევე, როგორც ბევრი სხვა.
მაშინ საპატრულოში რეგიონებიდან მოყვანილი კადრები მუშაობდნენ, კარგა ხანია ზუგდიდში ყველა საპატრულო ეკიპაჟმა იცის ვინ ვარ და არც კი მახსოვს როდის გამაჩერეს ბოლოს.
არ მგონია რო მაგას გაეჩერებინათ,წვრილფეხობა იქნებოდა და ვერ გაბედეს. შავაძეს რაც უქნეს გეცოდინებათ,არ შეაწუხათ იმ ფაქტმა რო სამხედრო იყო,თან ნაომარი კაცი.
2 ივნისი, 23:28
2 ჭიქა სასმელის მერეც კი მანქანას პარგინგზევე ვტოვებ წლებია და ტაქსით მივდივარ სახლში. პარტიზანობის პერიოდის მეგობრებს შევხვდი, დავპატიჟე და ცოტა დავლიეთ.
ნელა მივუყვებოდი ბულვარს, ქალაქის ცენტრში იდგნენ და ახლაც დგანან ღამით მომუშავე ტაქსები. ხეივნიდან გამოსვლა და საპატრულო ეკიპაჟის მოვარდნა ერთი იყო, გაგეცინებათ და ალკოტესტის ჩაბარება მომთხოვეს ფეხით მიმავალს, რაზეც ბუნებრივია უარი ვუთხარი. მეორე ეკიპაჟი გამოიძახეს და დაუმორჩილებას მიწერდნენ, თავიდან წყნარად ვიყავი, მერე სიცილი დავიწყე. ტიპებმა კაიფშიაო! )
გადავიწიე ქურთუკი და ტაბელური იარაღი დავანახე, ეგრევე დაშოშმინდნენ რატომ არ გვითხარი კოლეგა, რომ იყავიო? არ ვარ კოლეგა, თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი ვარ მეთქი!
სხვას ჯერ წინააღმდეგობის გაწევას გაუფორმებდნენ, მერე რამეს ჩაუდებდნენ და პრაქტიკულად ცხოვრებას დაუნგრევდნენ ადამიანს.
ერთი ფაქტია,ბიძინამ მართლა გასაოცარი დემოკრატია შექმნა,არცერთ ქვეყანაში არ არის ასე. რაც გინდა გააკეთე,გინება გინდა და აგინე ვისაც გინდა,საკუთრება დააზიანე და გაანადგურე,ვიდეო გადაუღე ვისაც გინდა და დააბულინგე,ბავშვებზე იძალადე და თუ გინდა მტკვარში გადაყარე,ტელევიზიით გამოდი და რაც გინდა ის თქვი,მოდელირებული ქრონიკა გაუშვი და შიშიგან დახოცე ადამიანები,ვინმე მომკითხავი არის? სახელმწიფო და კერძო ქონება დააზიანეს,ერთი კაცი დაიჭირეს და ისიც შეიწყალეს,ეს თუ გასაოცარი დემოკრატია არ არის,რა არის მაშინ? ქოცები უნიათოები რო არიან ეგ ყველამ იცის,ნაცების გამო ინარჩუნებენ სკამზებს. მიდიხარ არჩევნებზე და ორი არჩევანი გაქვს,ქოცი თუ ნაცი. ისევ ქოცს ირჩევ ან არ მიდიხარ არჩევნებზე,თუმცა ქოცეთი ადმინისტრაციულ რესურს მაინც უყრის თავს. ჩვენ გვაქვს არჩევნები არჩევანის გარეშე და მიტომაც გვაქვს საქმე კარგად. დარწმუნებული ვარ რო ვაჭრობა მიდის ქოცებს და ნაცებს შორის,ფულის თემა ექნებათ გახსნილი და ამ დებილ ბავშვებს მიატოვებენ. გემახსოვრებათ,ის გოგო რო ყავთ,მიშას ხელის გოგო რო არის,სახელს ვერ ვიხსენებ.ეგ ის გოგო არ არის,ხალხს კბილები რო დააძრობინა და გადაგდო? ეგრე მოუვათ ამ ახლგაზრდებს,აგერ ნახავთ თუ ასე არ იქნება და მერე ჩვენ შემოგვჩივლებენ,არიქა გვიშველეთო. 12 წელია იმდენი მიტინგი გამართულა და ყველა ერთნაირად დაიშალა,ნაცები ავიდნენ და დაშალეს. ხვდები რო ხალხი ვერ გიტანს,რამდენჯერაც ახვედი სცენაზე,იმდენჯერ აქცია დაშალე,ხოდა რატო უნდა აკეთებდე ამას? ან ორგანიზატორი რატომ აკეთებინებს ამას? გამოდის რო ქოცების ნაყიდები არიან და შეგნებულად აკეთებენ ამას. ერთი ეს ხვიჩია გამოდგა ნორმალური და მაგის პარტია,აგინა მაგის გამო ყველას და ყველაფერს. როგორი რეალობა გვაქს ნახეთ,ხვიჩია და ქეში მეგრელიშვილი არის ყველაზე ადეკვატური ხალხი პოლიტიკაში,ეს აპოკალიფსი არ არის? როგორც ზახარიჩი იტყოდა "ტ რ ა კ ი ს კ ე ნ ა რ ი ს ს ა ქ მ ე"

აგერ ნინოს ძალიან უყვარს გირჩები,კვოტები გააუქმეს და გაგიჟებულია,არ იმჩევს თორე...
ერთი ასეთი გამოთქმა არსებობს,ღმერთმა ნუ ქნას და მოვესწორთ ახალგაზრდების მართველობასო. 18 წლამდე ადამიანი რო ვერაფერს გადაწყვეტს ნათელია,არასრულწლოვანად მიიჩნევა და მიტომ. ახალგაზრდა სრულწლოვანი ადამიანი კი უცოდინარი და გამოუცდელია,მან არაფერი არ იცის. ნებისმიერი ადამიანი ასეა,მეც,თქვენც და ყველა ასეა,მილიონჯერ ეცველბა დამოკიდებულება ბევრ რამეზე. არ შეიძლება მათი კარნახით იმართებოდეს რაიმე,თუმცა ეფოფინებიან და ისეთი წარმოდგენა შეუქმნეს სიტუაცია,მართლა ყველაფრის მცოდნენი გონიათ თავი. ნებისმიერი თუ არა,უმეტესობა მაინც,ფილოსოფოსის ბოლო ნაშრომში უარყოფს თავისივე მოსაზრებას და უაზრობას ეძახის,ყველას ურჩევს რო არ დაუჯჯერონ.

რაც შეეხება მიშას რეჟიმს,ყველაფერი დამოკიდებული იყო მათ ხასიათზე,თუ კარგ ხასიათზე იყვნენ,ცოტა სასჯელი და დასჯა,ხოლო თუ ცუდზე,მტერს ისეთ დღეში აგდებდნენ ხალხს. პირადად გამაჩერეს,ფეხით მივდიოდი და დაბოლოლი ხარო მედავებოდნენ. პირადობა მომთხოვეს და არ მივეცი,ზეპურად გეტყვი პირად ნომერსთქო... მერე ნახევარი საათი მანქანასთან გამაჩერეს,ერთი ჩემთან იყო და 2 მანქანაში. ვიღაცას ურეკავდნენ და საუბრობდნენ. მერე მანქანიდან გამოყო თავი და ჩემს გვერდზე დგომს ეუბნება,გაუშვი,ავტობუსის ჯარიმაც არ არის მასზეო. დისკომფორტი შემიქნეს მხოლოდ იმის გამო რო რაღაც მოეჩვენათ. წარმოიდგინეთ,მოსჩვენებოთად რო შეიარაღებული ვიყავი,ხო მესროდნენ? თან იმას ამბობენ,თურმე ამ ახალაზრდებს არ ახსოვთ მიშას დროო... ეს არის არგუმენტი და აქ ჩანს უკვე ინტელექტის ნაკლებობა.ისეთი რამე მაინც თქვი რო დავიჯერო,არ ახსოვთ რას ქვია ან დაბადებულები არ იყვნენო,ხაზს უსვავენ ინტელექტს. თუ მიშას დრო არ ახსოვთ,რა იციან რო რუსეთი ოკუპანტია ან 2008 წელს რა მოხდა? იქნებ სეპარატისტები ვართ და 1918 წელს გამოვეყავით დედა რუსეთს,მერე დაიბრუნა მიწები რუსეთმა,ხოლო ახლა ისევ ცდილობს დაბრუნებას. საიდან იციან რო ამ ქვეყანას საქართველო ქვია და არა რუსეთი,ხო არ იყვენენ დაბადებულები. ამ დონემდე დაეცა ადამიანების აზროვნება და თან თვითონ სჯერათ ამის.
2 ივნისი, 14:32
გეთანხმებით, მიუღებელია, მაგრამ ფაქტებია საჭირო, რა გახდა ერთი დამრეკავის ჩაწერა?
საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ვიცნობ რა მიშას შსს-ს სისტემის მუშაობის სისტემას ძალიან კარგად, ამას თავადვე აკეთებდნენ ან სულაც იგონებდნენ.
რამდენი არასრულწლოვანი გაუშვა მიშას რეჟიმმა გაბერილი ბრალდებებით ციხეში? 14 წლის მოზარდი, რომელსაც კონფლიქტი მოუვიდა მამის მანქანის საპარკინგე ადგილის გამო დისტრიბუტორთან, მამამ თავად მიიყვანა პოლიციაში, იმხელა საქმე შეუკერეს 4 კაცის მკვლელს არ უსჯიან იმხელა სასჯელს, რაც იმ ბიჭს მიუსაჯეს.
მიშას პერიოდის ციხეების რეჟიმის უფროსების უმეტესობა ქვეყნიდანაა გაქცეული, იცით რატომ? სულს ხდიდნენ მოზარდებსაც და მოზრდილებსაც დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად.
მოდით და ერთ რამეზე შევთანხმდეთ-მოზარდს არაფერი ესაქმება პოლიტიკურ საკითებში, დააკვირდით მათ მიერ გამოტანილ ლოზუნგებს, წარმოდგენა არა აქვთ მიღებულ კანონზე, უკარნახეს რუსულიაო და გაიძახიან რუსულიაო, არა და დარწმუნებული ვარ 90%-ს წაკითხული არა აქვს.
აქციებზე ბავშვების გამოყვანა და მათვის ალალუჩულ კანონს ძახილი მათი უფლებების დარღვევა არ არის? თუ ბავშვის მონათვლა ზრდასრულობამდე არის ძალადობა,მათი აქციაზე წაყვანა და იქ რაღაცეების ყვირილი არ შეიცავს ძალადობის ნიშნებს? საქმე იმაშია,რომ მოკლე ჩართვამ ტვინი დაუზიანა ადამიანებს და ისინი არასრულწლოვან შვილებსაც იყენებენ ყველაფერში. გაიზრდება დეგრადირებული ტვინით და ამ ქვეყნის გადასახადის გადამხდელებმა უნდა ვიზრუნოთ ამ უჯიშოების ნაშიერებზე. თუ მოხდა სასწაული და გადაურჩა მოკლე ჩართვას ბავშვი,მერე სულ დედის ტრ... დააფარებს მშობლებს თავზე,იტყვიან შვილმა მშობლებზე იძალადაო. თქვე დედა მო*ნულებო,როცა მშობლები ძალადობენ ბავშვებზე,ეს ძალადობა აღარ არის?
1 ივნისი, 22:02
ტყუილია, ნაცები იგონებენ ეგ ნაბოზზზზზვრები. მუქარა და შანტაჟი მაგათი მეთოდი იყო მაგ ნაბიჭჭჭჭვრების.
0 1 8