ვარსკვლავები რუსი მოდელი და მსახიობი ნიტა კუზმინა, რომელიც სახით "კრუელას" ჰგავს, სხეულით კი ფერიას 1 ივნისი, 18:52 31 წლის მოდელი, ტელევარსკვლავი და მსახიობი ნიტა კუზმინა ძალიან ცნობილია სამივე დასახელებულ სფეროში, მოდელს 2, 5 მილიონი ხელმომწერი ჰყავს რუსეთში აკრძალულ "ინსტაგრამზე", სადაც მოდელი ხშირად ანებივრებს ხელმომწერებს ახალი სურათებით. "ცოდვა გამხელილი ჯობიაო"-ნათქვამია, ცნობილ მოდელს იმდენჯერ აქვს პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული სახით ერთი ცნობილი ანიმაციური ფილმის გმირს "კრუელას" მოგაგონებთ, სამაგიეროდ სხეულის ფორმებით და აღნაგობით ნებისმიერს კაცსაც და ქალსაც აღაფრთხოვანებს. ნიტა თავის განსხვავებულ იერს უნდა უმადლოდეს ნახევრად რუსულ წარმომავლობას, ნიტას დედა რუსია, მამა კი ინდუსი იყო რომელსაც ძალიან ჰგავდა განსაკუთრებით ბავშვობაში ნიტა. ნიტამ სწორედ განსხვავებული იერის წყალობით შესძლო მოდის სამყაროს დაპყრობა და მაღალ მწვერვალებამდე ასვლა. ნახევრად ინდუსი და ნახევრად რუსი მოდელი ძალიან პოპულარულია, ნიტან საკუთარი კარიერის წინსვლისათვის მამის გვარს დედის გვარის ტარება ამჯობინა. ნიტა ყველგან და ყოველთვის თანამედროვედაა ჩაცმული, უყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება, ხშირად ჩნდება ელიტურ საზოგადოებაში, უყვარს კამერების წინ პოზირება და "ინსტაგრამზე" სურათების კოლაჟების ატვირთვა, რასაც დავურთავ სტატიას. ნიტას მშობლები ნიტა ბავშვობისას ნიტა თინეიჯერობისას მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად. ეს კი ნიტა დღეისათვის, სადაც რადიკალურად განსხვავდება ნახევრად ინდუსი ნიტასგან რინოპლასტიკის დახმარებით. 765 6-ს მოსწონს |