x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ერთერთმა ავტორმა დადო სტატია სათაურით: "ძირეული შემობრუნება უკრაინის ომში?"-ამერიკული იარაღით რუსეთის დაბომბვა შეიძლება უახლოეს საათებში დაიწყოს"
image
შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ როცა სამხედრო თემაზე წერ ცოტა მეტი სიფრთხილე და გულისხმიერებაა საჭირო.


ინტრიგანობა ჩემგან შორს, მაგრამ ნამეტანი ხისტად ხვდება თვალებს სათაური სტატიაზე, რომელიც ერთერთმა ავტორმა დადო, აშშ-ს და მისი მოკავშირე რამდენიმე ქვეყნის მიერ უკრაინისათვის შეზღუდვის მოხსნისათვის-უკრაინას შეუძლია დაბომბოს რუსეთის სამხედრო ბაზები და ინფრასტრუქტურა და არა რუსეთი, როგორც ეს ავტორს უწერია. რუსეთის დაბომბვა ნიშნავს დაიბომბოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი კორპუსები.


არცერთ შემთხვევაში უკრაინას ამ პირობით ატავინ მისცემს სარაკეტო კომპლექსებს.



New York Times-ზე დაყრდნობით ავტორი წერს: "როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ატომური იარაღის გამოყენებაზე გაცემული ნებართვით ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „გადალახა წითელი ხაზი, რომელიც თავადვე გაავლო“.



აშშ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, გაზეთს განუცხადა, რომ მომავალში შეზღუდვები შეიძლება კიდევ უფრო მოიხსნას".



მსგავსი რამ არ დაუწერია New York Times-ს, რადგან იმდენად აბსურდულია ბაიდენის მიერ ნებართვის გაცემა რუსეთის ტერიტორიაზე ატომური იარაღის გამოყენებაზე.


ბაიდენი კია ღრმა ასაკში, მაგრამ მას ჰყავს მრჩეველთა დიდი ჯგუფი რომლებიც სკრუპულოზურად განხილვის მერე აწვდიან პრეზიდენტს რჩევას.


აშშ-ს კონსტიტუციაში და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში გაწერილია ბირთვული არსენალის გამოყენების აუცილებლობის ყველა ვარიანტი.



აღნიშნულ სტატიაში კი ისე გამოდის, თითქოს ბაიდენს რეალურად გაეცეს ნებართვა ბირთვული ქობინებით მიიტანონ იერიში რუსეთზე.


ამაზე არაფერი დაუწერია ცნობილ გამოცემას, ზოგადად საერთოდ არ უხსენებიათ ატომური იარაღი.


უკრაინამ უკვე გამოიყენა ნებართვა და კრასნოდარის მხარეში რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტს დაარტყა, არა ატომური იარაღით ნამდვილად არა, რადგამ მის არსენალში არაა, მეორე არც არავინ მისცემს და რომც ჰქონდეს არც რუსეთი დაჯდება გულზე ხელდაკრეფილი ამ შემთხვევაში და აუცილებლად დაარტყამს კიევს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს ტაქტიკური ბირთვულ ქობინიანი რაკეტებით.



რუსეთმაც მშვენივრად იცის და ამერიკამაც თუ რა მოჰყვება ბირთვული იარაღის გამოყენებას, გაღიზიანებულმა რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული რაკეტა, რომ არ სროლოს უკრაინას, სწორედ ამიტომ უკრძალავდნენ აქამდე უკრაინას დაებომბა უკრაინის მიმდებარე რუსული რეგიონები მასშტაბურად.



ასე, რომ როცა ატომურ იარაღს ახსენებთ ან წყაროც მოაყოლეთ ან ამ აბსურდს რეალობად ნუ შესთავაზებთ მკითხველს.
პატივისცემით

0
285
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
285