საქართველო
"შეშინებულია და არავის ხვდება - მოწამვლის ეშინიაო"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი
31 მაისი, 20:41
"ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ფობიებისა და სახელისუფლებო კულუარების შესახებ წერს:
"ქოცი ელიტა ერთმანეთში ჩურჩულებს, რომ ბიძინა ძალიან შეშინებულია და საერთოდ არავის ხვდება - მოწამვლის ეშინიაო.
ამათ ბოლომდე უნდა მივაწვეთ ჩემო ძვირფასებო!
ხალხით ქუჩაში!
ალტერნატიული დემოკრატიული დღის წესრიგით - ბედკრულ ოპო სპექტრში!
სანქციებით დასავლეთიდან!
აი შენ უნდა გეშინოდეს ბიძინა - არ უნდა გეღალატა ქვეყნისთვის!
იმიტომ რომ ... ჩვენ გავიმარჯვებთ სახელოვნად! "- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.