x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკის ტყეში კოსმოსიდან ჩამოვარდნილი ამოუცნობი ობიექტის საიდუმლო ამოხსნილია(ვიდეო)
image

ამერიკაში ტყეში კოსმოსიდან ჩამოვარდნილი ტექნიკური ობიექტი იპოვეს. ექსპერტი ამბობს, რომ მან შეძლო კოსმოსიდან ჩამოვარდნილი ამოუცნობი ობიექტის იდენტიფიცირება.




ასტროფიზიკოსმა ჯონათან მაკდაუელმა მოახერხა იდუმალი ობიექტის იდენტიფიცირება, რომელიც მაისის ბოლოს აღმოაჩინეს შეერთებულ შტატებში, ტყეში. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.


ჩრდილოეთ კაროლინაში, ტყის ბილიკზე აღმოაჩინეს. დაახლოებით ერთი მეტრის სიგანის დანახშირებული ლითონის პანელი, საიდანაც ამოჩრილი იყო ნახშირბადის ბოჭკოები, ეს ობიექტი იპოვა გლამპინგის, ძვირადღირებული ტურისტული ბანაკის თანამშრომელმა.


image

ამ ობიექტის საიდუმლოს ამოხსნა შეძლო მხოლოდ ჯონათან მაკდაუელმა, რომელსაც Daily Mail-მა კომენტარისთვის მიმართა, ექსპერტი ვარაუდობს, რომ ობიექტი კოსმოსიდან ჩამოვარდა და არის Crew Dragon კოსმოსური ხომალდის სატვირთო ბლოკის ფრაგმენტი, რომელსაც აწარმოებს ილონ მასკის კომპანია SpaceX.

image

მაკდაუელის თქმით, ორი მსგავსი ნამსხვრევები კანადასა და ავსტრალიაში აღმოაჩინეს. სამივე ობიექტის დაცემის ტრაექტორიები შეესაბამება მის ჰიპოთეზას. ამასთან, უკვე დადასტურდა კანადური და ავსტრალიური ნამსხვრევების კავშირი Crew Dragon-თან.


საერთო ჯამში, ყოველი Crew Dragon-ის ხომალდი მრავალჯერადი გამოყენებისთვის გათვლილია 15 ფრენაზე.


SpaceX-ს განკარგულებაში ამჟამად ოთხი პილოტირებული კოსმოსური ხომალდია და კიდევ ერთის დამზადებას გეგმავს, რომელიც პირველ ფრენას 2025 წელს შეასრულებს. კომპანია დარწმუნებულია, რომ ეს იქნება ბოლო Crew Dragon, რადგან ხუთი ასეთი ხომალდი საკმარისია "ნასას" მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.


0
818
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
818
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0