x
image
intermedia.ge
Mediator image
რა ვირუსულ ინფექციებს უნდა ვერიდოთ წელიწადის ამ დროს?
image

გაზაფხულზე ჰაერის არასტაბილური ტემპერატურა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის იმუნურ სისტემაზე და მკვეთრად ზრდის სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების განვითარების რისკს. სტატისტიკურად, მათ შორის ყველაზე გავრცელებული ვირუსი გრიპია. წელს ხშირი იყო რინოვირუსის, პარაგრიპის, როტავირუსისა და კორონავირუსის შემთხვევებიც.


რა სიმპტო­მებს უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა? რო­გო­რია ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ვამ­ცი­როთ მათი გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი? — ამ კი­თხვე­ბით თო­დუ­ას კლი­ნი­კის თე­რა­პევტს, ანა ნი­კო­ლაშ­ვილს მივ­მარ­თეთ.


რა სიმპტო­მე­ბით ვლინ­დე­ბა სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი?



ჩვე­უ­ლებ­რივ, სა­სუნ­თქი გზე­ბის ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი და­ა­ვა­დე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტი­დან მე-2-3 დღეს ვლინ­დე­ბა შემ­დე­გი სიმპტო­მე­ბით: ზო­გა­დი სი­სუს­ტე, ცხვი­რით სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, სურ­დო, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი ხვე­ლა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ამ ნიშ­ნებს თან ერ­თვის ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­აქ­ცია.


რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა­ზე მძი­მედ?


ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა გრი­პი, რომ­ლის დრო­საც გვხვდე­ბა მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ზო­გა­დი სა­ერ­თო სი­სუს­ტე, შემ­ცივ­ნე­ბა, თა­ვის, სახ­სრე­ბი­სა და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, ჰექ­ტი­უ­რი ცხე­ლე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა რო­ტა­ვირუ­სიც, რომ­ლის დრო­საც შე­საძ­ლოა გა­მოვ­ლინ­დეს ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის სიმპტო­მე­ბი, თუმ­ცა წამ­ყვა­ნი ამ დროს ზო­გა­დი ინ­ტოქ­სი­კა­ცია, ღე­ბი­ნე­ბა, წყლი­ა­ნი დი­ა­რეა, მუც­ლის ტკი­ვი­ლი და სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბაა.


ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვებ­ში, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე და ხან­დაზ­მულ პი­რებ­ში.


რო­დის უნდა მივ­მარ­თოთ ექიმს და რო­გორ უნდა ვუმ­კურ­ნა­ლოთ ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ებს?


სპე­ცი­ა­ლის­ტთან ვი­ზი­ტი სა­სურ­ვე­ლია მა­შინ, თუ პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი ცხე­ლე­ბა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც არ ემორ­ჩი­ლე­ბა სი­ცხის დამ­წევ სა­შუ­ა­ლე­ბებს, არა­ბუ­ნებ­რი­ვი ძი­ლი­ა­ნო­ბა, გაძ­ნე­ლე­ბუ­ლი სუნ­თქვა, შე­ტე­ვი­თი ხა­სი­ა­თის ხვე­ლა, შემ­ცი­რე­ბუ­ლი შარ­დის გა­მო­ყო­ფა.


რაც შე­ე­ხე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას, ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის დროს ყვე­ლა­ზე ხში­რად მივ­მარ­თავთ სიმპტო­მურ მკურ­ნა­ლო­ბას ანუ ინიშ­ნე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ისე­თი სიმპტო­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, რო­გო­რე­ბი­ცაა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი ხვე­ლა, ცხვი­რის და­გუ­ბე­ბა და ა.შ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პა­ცი­ენ­ტმა მი­ი­ღოს ბევ­რი სი­თხე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და იმ ოთახ­ში, სა­დაც ის იმ­ყო­ფე­ბა, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყოს ჰა­ე­რის ტე­ნი­ა­ნო­ბა.


რა ზო­მე­ბი უნდა მი­ვი­ღოთ ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად?


იმი­სათ­ვის, რომ შე­ვამ­ცი­როთ ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა, ანუ ხე­ლე­ბის საპ­ნი­თა და წყლით ხში­რი და­ბა­ნა. ინ­ფი­ცი­რე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, უნდა დავ­რჩეთ სახ­ლში. ასე­ვე, ხვე­ლის ან ცე­მი­ნე­ბის დროს პირ­ზე ან ცხვირ­ზე უნდა მი­ვი­ფა­როთ ერთჯე­რა­დი ცხვირ­სა­ხო­ცი.


ერი­დეთ საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში. სახ­ლში საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის დროს კი და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი მომ­ზა­დე­ბამ­დე და მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ უმ პრო­დუქტთან გაქვთ შე­ხე­ბა. ეცა­დეთ გა­მო­ი­ყე­ნოთ სხვა­დას­ხვა დაფა და დანა უმი და მზა პრო­დუქ­ტე­ბის­თვის. კარ­გად და ყუ­რა­დღე­ბით გა­რე­ცხეთ მწვა­ნი­ლი, ხილი და ბოსტნე­უ­ლი.


R


0
44
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0