x
image
ცოტნე აბრამიშვილი
მიდის თუ არა ეჩმიაძინი ვა-ბანკზე და აცხადებს თუ არა პრეტენზიას სომხეთის რესპუბლიკაში საერო ძალაუფლებაზე?
სომეხ რევანშისტებს ახალი აკვიატებული იდეა გაუჩნდათ - ქვეყანაში საერო ძალაუფლების სულიერთან გაერთიანება. მაგალითებისთვის შორს წასვლაც არ მოუწევთ - ასეთი თეოკრატია არსებობს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და, უფრო მეტიც, სომეხი ნაციონალისტების საყვარელმა საფრანგეთმა მცირედ შეუწყო ხელი მის დამკვიდრებას ამ ქვეყანაში.


თვით თეოკრატიის იდეა პოპულარობას იხვეჭს სომხეთის რესპუბლიკაში, უპირველეს ყოვლისა მათ რიგებში, ვინც უკმაყოფილოა ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის პოლიტიკით აზერბაიჯანთან მშვიდობიან მოგვარებასთან, კერძოდ, აზერბაიჯანული სოფლების დეოკუპაციასთან და საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, სამშვიდობო პროცესისადმი წინააღმდეგობას, ფაქტობრივად, ეჩმიაძინი ხელმძღვანელობდა საპროტესტო მოძრაობის „ტავუში სამშობლოს სახელით “ ლიდერის, მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანის სახით.

და აი, ახლახან ბაგრატ გალსტანიანმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დააასახელოს თავი, თუ ოპოზიცია მოახერხებს მთავრობის ამჟამინდელი მეთაურის ნიკოლ ფაშინიანის გადაყენებას ან იმპიჩმენტს.


„თუ ხალხს ეს უნდა, ღვთის ნება აღსრულდება და მე მივიღებ სომეხთა პატრიარქის კურთხევას, ვინ ვარ, რომ არ დავეთანხმო? მე ეს არ მინდა, მე ვარ სულიერი წინამძღოლი, ეს მისია კი რამდენჯერმე აღემატება პრემიერის თანამდებობას“, - უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვებს ერევნის ცენტრში მსვლელობისას.



არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი სომხეთისა და კანადის მოქალაქეა და ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით პრემიერ-მინისტრი შეიძლება გახდეს მხოლოდ ის, ვისაც აქვს მხოლოდ სომხეთის მოქალაქეობა. ჯერ ერთი, ფორმალურად გალსტანიანს შეუძლია უარი თქვას კანადის მოქალაქეობაზე და მეორეც, თავად გალსტანიანმა ამ ფაქტზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ „ხალხს შეუძლია შეცვალოს კონსტიტუცია“.


ჰიპოთეტურად, თუ ბაგრატ გალსტანიანი მაინც გა ხდება პრემიერ-მინისტრი, მაშინ ეს იქნება მეორე პრეცედენტი თანამედროვე ისტორიაში, როდესაც ეპისკოპოსის წოდების მქონე პირი ხელმძღვანელობს ისტორიულ სახელმწიფოს. პირველი, მოგეხსენებათ, იყო მთავარეპისკოპოსი მაკარიოს III, რომელიც ასევე არის კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი და კვიპროსის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.

გავიხსენოთ, რა გამოიწვია მაკარიოსის პრეზიდენტობამ - უნდა ვაღიაროთ, რომ ის სავალალო შედეგებით დასრულდა. მართალია, ბაგრატ გალსტანიანისგან განსხვავებით, რომელიც დღეს ყველაზე რადიკალური სომეხი ნაციონალისტებისა და ტერორისტების კერპია, იგივე რადიკალი ბერძენი ნაციონალისტები უკმაყოფილონი იყვნენ მაკარიოსით. მათ მოაწყეს გადატრიალება 1974 წელს, დაამხეს მაკარიოსი და გამოაცხადეს "ენოზისი" - კვიპროსული სახესხვაობა "მიაცუმისა".


კვიპროსის თურქული თემი გენოციდის საფრთხის წინაშე დადგა, რამაც თურქეთი აიძულა კუნძულის თურქული მოსახლეობა მფარველობის ქვეშ აეყვანა. შედეგად, კვიპროსელმა ბერძნებმა „ზურგი აქციეს“ აჯანყებულებს და კვლავ აირჩიეს მაკარიოსი პრეზიდენტად, მაგრამ მხოლოდ კუნძულის სამხრეთით. ჩრდილოეთით, თურქეთის მფარველობით, მოეწყო ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რადგან აშკარა გახდა, რომ შეუძლებელია კუნძულის თურქული თემის ბედი დამოკიდებული იყოს ბერძენი ნაციონალისტების „სურვილებზე“, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ გადატრიალების მოწყობა და ეთნიკური წმენდის განხორციელება.


სომეხ ნაციონალისტებს შეუძლიათ გადაიღონ „კვიპროსის გამოცდილება“ და „ექსპერიმენტი“ სასულიერო პირის ხელისუფლებაში მოყვანასთან და მის შემდგომ დამხობასთან დაკავშირებით, თუკი არ მოსწონთ, რომ მათი სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია 29 ათასი კვადრატული კილომეტრია. უდავოა, რომ შედეგად სომხეთის სახელმწიფოს ტერიტორია კიდევ უფრო შემცირდება.


არსებობს საკმარისი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ბაგრატ გალსტანიანი რევანშისტული მოძრაობის ლიდერად დაწინაურებით და სომხურ საზოგადოებაში მის პიროვნებაში სულიერი და საერო ძალაუფლების „შეერთების“ იდეის წამოწევით, ეჩმიაძინი „ვა-ბანკზე“ მიდის. თანაც "გარე მხარდაჭერა" დაბევებული აქვს. სავარაუდოდ, არა მხოლოდ მოსკოვიდან, თუმცა რევანშისტები, რომლებიც მხარს უჭერენ გალსტანიანს, სწორედ რომ "პრორუსულია".


ბევრად უფრო სერიოზული შეიძლება იყოს ვატიკანის მხარდაჭერა, აბსოლუტისტური თეოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც მსოფლიოში უზარმაზარი გავლენა აქვს. ით უმეტეს, „სომხური პროექტი“ ეჩმიაძინის ყოვლისშემძლეობით არის დიდწილად რომის პაპის ტახტის „დამსახურება“. ამ შემთხვევაში, რევანშისტულ-თეოკრატიული რეჟიმი, გალისტანიანის ან ეჩიაძინის სხვა კრეატურის მეთაურობით, შეიძლება რეგიონისთვის სერიოზულ საფრთხედ იქცეს.


საქართველოსთვის ასეთი საფრთხე მით უფრო აშკარაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეჩმიაძინმა არა მხოლოდ მიითვისა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული ეკლესია, არამედ ოფიციალური პრეტენზია აქვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 442 ქართულ ეკლესიაზე (და შესაბამისად, მიწები, რომლებზეც ისინი არიან განლაგებული) და მხარს უჭერს "ჯავახკ" სეპარატისტებს.image




0
229
შეფასება არ არის
ავტორი:ცოტნე აბრამიშვილი
ცოტნე აბრამიშვილი
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0