x
მეტი
  • 03.12.2024
  • სტატია:138648
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
რელიგიურ ოჯახში მკაცრად აღზრდილი სამი და გარყვნილების მორევში გადაეშვა
image

სამი და აბუნტდა საკუთარი რელიგიური ოჯახის მხრიდან მკაცრი აკრძალვების წინააღმდეგ და სამივე აღვირახსნილ მორევში გადაეშვა. ამის შესახებ Daily Star-ს ერთ-ერთმა დამ გრეისიმ მოუთხრო.


დებს გრეისის, მედის და ჰარიეტს არასოდეს უვლიათ სკოლაში, გოგონებს სახლში ასწავლიდნენ მათი მშობლები, -ღრმა მორწმუნე ქრისტიანები.


მთელი ბავშვობის მანძილზე ისინი გადადიოდნენ ქვეყნიდან ქვეყანაში, ცხოვრობდნენ ტაილანდში, ავსტრალიაში, ლატვიასა და ყაზახეთში, მაგრამ ყოველთვის, ყველა ქვეყანაში კვირაში ერთხელ დადიოდნენ ეკლესიაში. დებს აკრძალული ჰქონდათ რომანტიკულ ურთიერთობები, ექაუნტის გახსნა სოციალურ ქსელებში და 12+ კატეგორიის ფილმების ყურება.


image

ბავშვობაში გოგონები მორჩილები, ჩუმები და მორცხვები იყვნენ, მაგრამ როცა წამოიზარდნენ, მშობლების სიმკაცრეს ვეღარ აიტანეს და დაიწყო კიდეც მოზარდისთვის დამახასიათებლი ბუნტი.


სამივე დამ ერთბაშად აიშვა და ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნენ.18 წლის ასაკში ჰარიეტმა დაიწყო მუშაობა სტრიპტიზიორად. 21 წლის ასაკში გრეისმა ფულის გამომუშავება დაიწყო ეროტიკული შინაარსის ფოტო-ვიდეოების გამოქვეყნებით. ხოლო 23 წლის მედი საერთოდ სექს- ესკორტი გახდა.


გრეისი აღნიშნავს, რომ მათ საქმიანობის არჩევანზე გავლენა იქონია მათა მკაცრმა აღზრდამ. „ჩვენ გვითხრეს, რომ ქორწინებამდე სექსი „ცოდვა“ იყო და თუ ამას გავაკეთებდით, ჯოჯოხეთში წავიდოდით“, - ამბობს ის. მისი თქმით, ისინი დაიღალნენ "იდეალური ქრისტიანი გოგონებით" იმიჯით, მათ სურდათ ჰქონოდათ საკუთარი მეობა.


ოჯახს ახლა სძულს დები, მაგრამ გრეისი, მედი და ჰარიეტი აგრძელებენ ერთმანეთის მხარდაჭერას. გარდა ამისა, მათ ყველამ შეიძინა მეგობრები.


გოგონები ამტკიცებენ, რომ დიდ ფულს შოულობენ. გრეისი აღიარებს, რომ მათ ათასობით დოლარი გადაუხადეს იმ ვიდეოსთვის, რომელიც მან ჰარიეტთან ერთად გადაიღო. მას შემდეგ თაყვანისმცემლები სამივე დას სთხოვენ ერთად ჩაწერონ რამე. გრეისს ესმის, რომ ასეთი კონტენტი დიდ სიამოვნებას მოუტანს მათ თაყვანისმცემლებს, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ გოგოები ასეთ რამეს არასოდეს გააკეთებდნენ.

image

გრეისის თქმით, მისი სამუშაო დაეხმარა მას მშობლებისგან დამოუკიდებლად საკუთარი რწმენის ჩამოყალიბებაში:"მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ პროფესიამ მომცა ისეთი თავდაჯერებულობა, რომელიც მის გარეშე არ მექნებოდა, ” - განმარტა მან.


მთავარ ფოტოზე:გრეისი დებთან ერთად

0
618
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
618
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0