x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ქვე­ყა­ნა დიდ­ხანს ვერ დამ­შვიდ­დე­ბა, მაგ­რამ რას მო­ი­ტანს მღელ­ვა­რე­ბა?“ – ნათია ფანჯიკიძე
image

.

8 მა­ისს, პარ­ლა­მენ­ტმა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვეტო დაძ­ლია. ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ წარ­დგე­ნილ და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ვე­ტო­და­დე­ბულ პრო­ექტს 84 ხმით და­უ­ჭი­რეს მხა­რი.


მომ­ხდარს ეხ­მა­უ­რე­ბა ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე:



"რა მოხ­და კარ­გი? – ჯენ ზი გა­ი­ზარ­და და და­ფიქ­სირ­და, არა რო­გორც აპა­თი­უ­რი, ქვეყ­ნის მოვ­ლე­ნე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი, არა­მედ აქ­ტი­უ­რი თა­ო­ბა. ამის და­ნახ­ვა, მათი “ერად” თავ­მოყ­რა ყვე­ლა მღელ­ვა­რე­ბად ღირ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ გაგ­ვიზ­რდია ეროვ­ნუ­ლი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი, მზრუნ­ვე­ლი, ლა­მა­ზი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. რა მოხ­და თვალ­სა­ჩი­ნო? – ოპო­ზი­ცი­ის და ლი­დე­რე­ბის გა­რე­შე ერს აქვს სა­ერ­თო სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის უნა­რი. ახა­ლი თა­ო­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია ბე­ლა­დის კულ­ტის­გან და გარ­ჩე­ვა შე­უძ­ლია, თვი­თონ რა უნდა.


მთავ­რო­ბის­გან რა იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლი? – არა­ფე­რი. ტრა­დი­ცი­უ­ლად იქ­ცე­ვი­ან, რო­გორც სხვა პოსტსაბ­ჭო­თა მთავ­რო­ბე­ბი იქ­ცე­ოდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დიდ­ხანს შე­მორ­ჩე­ნის შემ­დეგ – უამ­რა­ვი მო­ქა­ლა­ქის იგ­ნო­რი­რე­ბა, “სხვე­ბის” მთავ­რო­ბად ყოფ­ნა­ზე უა­რის თქმა, ერის გახ­ლე­ჩა და ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნის მტრად გა­მო­ცხა­დე­ბა, ხალ­ხთან დი­ა­ლო­გის უუ­ნა­რო­ბა და ძა­ლა­დო­ბით “მოგ­ვა­რე­ბა”.



რა მოხ­და ცუდი – ჯერ არა­ფე­რი. ცუდი მოხ­დე­ბა, თუ ევ­რო­კავ­ში­რი გა­და­წყვეტს დე­მონ­სტრი­რე­ბას, რამ­დე­ნად დიდი როლი აქვს ქვეყ­ნის მდგრა­დო­ბა­ში და ეკო­ნო­მი­კურ თუ დარ­გობ­რივ წინსვლა­ში, გაგ­ვი­უქ­მებს უვი­ზო რე­ჟიმს, შე­წყვეტს სხვა­დას­ხვა სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას.


რა ელის ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას – ქვე­ყა­ნა დიდ­ხანს ვერ დამ­შვიდ­დე­ბა. სიმ­შვი­დე არ­ცაა იდე­ა­ლი, სიმ­შვი­დე თა­ნა­ტო­სის, სიკ­ვდი­ლის ენერ­გი­აა, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რას მო­ი­ტანს მღელ­ვა­რე­ბა".

1
107
2-ს არ მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
107
  
და ამ ვითომ ფსიქოლოგს სჯერავს, რომ მიმდინარე პროცესები უმართავია პოლიტიკური ძალებისაგან და როგორც თავად ამბობს----ოპო­ზი­ცი­ის და ლი­დე­რე­ბის გა­რე­შე ერს აქვს სა­ერ­თო სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის უნა­რი. ახა­ლი თა­ო­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია ბე­ლა­დის კულ­ტის­გან და გარ­ჩე­ვა შე­უძ­ლია, თვი­თონ რა უნდა.
ეს სიტყვები სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.... ქმარმა რომ არ ივარგა პოლიტიკოსად, ვიცოდი, მისი და საგარეო საქმეთა მინისტრად რომ არ გამოდგა, ვიცოდი, მაგრამ ეს თუ ფსიქოლოგად არ ვარგოდა, ეხლა გავიგე....
0 1 1