x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"სადა ჩემი ყოფილი პადელნიკი დოღრიალა მიშა შვილდაძე, სადაა შოთა დიღმელაშვილი?" - შალვა რამიშვილი
image

.

ტელეკომპანია „პოსტივის“ დამფუძნებელი, შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში ცნობილ რადიო 105-ში მის პარტნიორზე მიშა მშვილდაძეზე წერს:

.


„ეჰ სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული სადა ჩემი ყოფილი პადელნიკი დოღრიალა მიშა შვილდაძე თავისი ეპოქალური “დავაიტანკნაზადით”? სადაა “ზურცხულიაში” რო იყო და გვარი რო აქ გადაკეთებული იმ ბიჭით? სადაა ლექსენის რამაზე აწყობილი ჯიმი მორისონივით რო იდგა აქციებზე ის შოთა დიღმელაშვილი? ხელები … ხელები… ხელებიი… ვერ ვხედავთ თქვენს ხელეეებს!!!! ის ცხოვრება აღარ არის რა!“ - აღნიშნავს შალვა რამიშვილი.

.

შეგახსენებთ., გასულ წლებში შალვა რამიშვილის მიერ ჩამოთვლილი ადამიანები წლების განმავლობაში ქუჩის პროტესტს აქტიურად ედგნენ სათავეში და თავს საპროტესტო აქციების წამყვანებად და ლიდერებად მოიაზრებდნენ. ახლა კი ისინი ეკრანიდანაც გაქრნენ და არც საპროტესტო აქციებზე გამოჩენილან, არა თუ ტრიბუნებზე, არამედ ხალხის მასებს შორის მაინც.

.
.
ორი გზა გვაქ. როცა საჯაროდ დედას გვაგინებენ გავუხიოთ თავი ან გავიაზროთ, რომ ეს უსუსური და სასოწარკვეთილი მცდელობებია რაღაც "სახალხო პროტესტის" მსგავსი გამოადნონ. იმ "სახალხო პროტესტისა", რომლის გამოც მათ სცემენ "რეჟიმის ტიპები". ამით ხომ საკუთარ თავს "მსხვერპლად" წარმოაჩენენ და პოლიტიკურ ქულებს იწერენ.
მოდი ცოტა დაწვრილებით ვისაუბროთ:
ჩინეთი ელვის სისწრაფით ანხორციელებს თავის ეკონომიკურ ინტერესს საქართველოში. და ეს კარგია. ვისაც ჩინეთი რუსეთად მიაჩნია მათთან კამათს აზრი არა აქვს. აზრი არა აქვს იმის მითითებას, რომ თავად დასავლელი ლიდერები ემათხოვრებიან გიგანტს მოწყალებას.
ჩინეთი არ ერევა და არ ჩაერევა ჩვენს შინაურ საქმეებში. არ შეგვიშლის ხელს ჩვენი იდენტობის პოლიტიკის განხორციელებაში. არ მოგვახვევს უცხო ღირებულებებს. ამ ქვეყანას აინტერესებს ეკონომიკური თანამშრომლობა ანუ ჩვენს ქვეყანაში ტვირთების უსაფრთხო გატარება. ეს დასავლეთის გარკვეულ წრეებს ასუსტებს და ამიტომ ისინიც ცდილობენ აურიონ აქ - ქაოსის ტერიტორიად გამოაცხადონ ჩვენი ქვეყანა. მაგრამ თუ არ გამოუვათ (და არ გამოსდით) ისინი მოგველაპარაკებიან. არა იმიტომ რომ ჩვენ ვართ უძლეველი ... არა.. . უბრალოდ ეგეთი რასკლადი დაჯდა მსოფლიოში.
ჯერ სალომე, ოპოშმოპო პარტიები, ენჯეოები და სხვა მეხუთე კოლონები ეცდებიან აგვრიონ და მერე, როცა არ გამოუვათ, დაელაპარაკებიან საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს.
ევროპა ამერიკას უყურებს. ამიტომ ცალკე მოთამაშეთ ნუ განვიხლავთ.
რა მეთოდები დარჩათ მათ? არ გამოვიდა ჯენზი რევოლუცია, ოპო გაფარჩაკებულია, ენჯეო - მითუმეტეს. ამიტომ ისინი ეძებენ სუსტ ადგილს ჩვენს რიგებში.
რა არის ერთ ერთი სუსტი ადგილი. ესაა ჩვენი ტრადიციების შეუსაბამო ბულინგი. ანუ აღვირახსნილი საჯარო დედის გინება და მერე ამ ვიდეოების გამოდება იმის მტკიცებულებად, რომ სუსტები ვართ და ჩვენი ადათის შესაბამის პასუხს ვერ ვცემთ. ესაა ჩვენი დემორალიზაციის ერთ-ერთი გზა.
მათი აზრით წაუგებელს თამაშობენ. გაუხევ თავს დედის გინებისთვის და ეგრევე "რეჟიმის მსხვერპლებად" წარმოგვიდგებიან. არ გაუხევ და შეიწერ დედის გინებას, რაც ჩვენს კულტურაში გრეხია.
რა ვქნათ როცა ვიცით რა არის მათი მიზანი?! არ ჯობს რო არ ვცემოთ?! გავუტაროთ?!
დიდი ცვლილებები ხდება ჩვენს სასიკეთოდ მსოფლიოში და რამდენიმე შიზოიდის ცემას გადავაყოლოთ?
მაგრამ მე არ შემიძლია მოვთხოვო ჩემს თანამოაზრეებს რომ მოითმინონ. მე მათი ემოციისაც მესმის. უბრალოდ იცოდეთ, რომ ვინც გაგინებთ ფსკერის ხალხია, ხშირ შემთხვევაში ფსიქიკურად ავადმყოფები ან ნაცების ხელფასზე მყოფი ზონდერები.
ღირს მათთვის პასუხის გაცემა?
არაა მარტივი კითხვა!
0
50
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0