ამოცანები თავსატეხი – 1 სურათი და 8 შეკითხვა (პასუხები აქვს) 30 მაისი, 8:34 ეს საშუალო დონის თავსატეხია და სურათთან დაკავშირებულ, კიდხვებზე პასუხის გაცემა, სკოლის მოსწავლეებსაც კი შეუძლიათ. უბრალოდ, დაკვირვება და ანალიზია საჭირო. მაშ ასე, უპასუხეთ კითხვებს და შეამოწმეთ, რამდენად დაკვირვებული ხართ: 1. ბიჭები სკოლაში მიდიან, თუ სკოლიდან ბრუნდებიან?
პასუხები:1. სკოლიდან მოდიან, რადგან 5 საათია, გაკვეთილები კი 9 სთ–ზე იწყება. 2. სასწრაფო საავადმყოფოში მიდის, რადგან პაციენტი უკვე ავტომობილშია. 3. საღამოს 5 საათია, ამიტომ ფოსტალიონმა მუშაობა დაასრულა. 4. ქალს ბავშვი "ბაგა–ბაღიდან" მოჰყავს. 5. მანქანიდან გადმოდის, რადგან მას ორი ქალბატონი ხვდება, თან გაშლილი ხელებით – "მობრძანდით, მობრძანდითო". 6. ხე გადახრილი, ე. ი. ქარია. 7. მეეზოვე სარწყავ შლანგს ახვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ წვიმა დიდი ხნის წინ იყო. 8. შემოდგომაა, რადგან გრილა, ბავშვები სკოლაში დადიან და საზამთრო იყიდება. თუ თავსატეხი მეტისმეტად მარტივად მოგეჩვენათ, აქვე შედარებით რთულ გამოცანებს გთავაზობთ, რომელზეც პასუხის გაცემა, მხოლოდ 10%–ს თუ შეუძლია: I. მაგიდაზე 70 ფურცელია. შეგიძლიათ 10 ფურცელი 10 წამში გადათვალოთ. დაასახელეთ მინიმალური დრო, 50 ფურცლის გადასათვლელად? II. დაასახელეთ ის, რისი აღებაც შეგიძლიათ მარცხენა ხელით, მაგრამ ვერ აიღებთ — მარჯვენა ხელით? III. როდესაც ყველაფერი ჩანს, მას ვერ ხედავთ. ხოლო, როდესაც არაფერი ჩანს – მას ხედავთ. რა არის? IV. პროფესორმა მეგობრების სალათით გამასპინძლება გადაწყვიტა. მას დასჭირდა 3 წიწაკა, ამდენივე პომიდორი, კიტრი უფრო ნაკლები, ვიდრე პომიდორი, მაგრამ უფრო მეტი, ვიდრე ბოლოკი. სულ რა რაოდენობის ბოსტნეული გამოიყენა? V. ხიდის წინ სატვირთო გაჩერდა. მას სახურავის დაზიანების გარეშე, მის ქვეშ გავლა არ შეეძლო – სიმაღლეში სულ რამდენიმე სანტიმეტრი აკლდა. მძღოლი სრულ დაბნეულობაში იყო, ვიდრე მის გვერდით ჩამვლელმა პატარა გოგონამ პრობლემის გადაწყვეტის გზა არ უკარნახა... და უკვე რამდენიმე წუთში, მანქანამ ხიდის ქვეშ, უპრობლემოდ გაიარა. რა ურჩია გოგონამ მძღოლს? პასუხები:I. 20 წამი. შეგიძლიათ გადათვალოთ 20 ფურცელი, რადგან ფურცლების რაოდენობა ცნობილია. 70–20=50, ანუ 50 ფურცელს 20 წამში გადათვლით. II. მარჯვენა ხელის იდაყვი. III. სიბნელე IV. ცხრა ცალი ბოსტნეული. 3 წიწაკა + 3 პომიდორი + 2 კიტრი + 1 ბოლოკი. V. ურჩია, რომ საბურავები დაეშვა. მანქანის სიმაღლე, ამ შემთხვევაში, რამდენიმე სანტიმეტრით შემცირდებოდა და ხიდის ქვეშ გაეტეოდა. არხის სხვა სიახლეები:* როგორ გაიქცა სტალინის ქალიშვილი სსრ კავშირიდან და რატომ ამბობდა უარს რუსულად საუბარზე?* რატომ უგულებელყოფენ კატები ადამიანებს და რომელია ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი? – მეცნიერების აღმოჩენები* XXI საუკუნის ნოსტრადამუსმა ევროკავშირის დაშლა იწინასწარმეტყველა* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?718 1-ს მოსწონს
|