კონფლიქტები ამერიკელი სამხედრო ექსპერტის თქმით, უკრიანის ნაცვლად შესაძლოა ახალი სახელმწიფო გაჩნდეს 29 მაისი, 19:34 ვაშინგტონი ცვლის იარაღის მიწოდების კურსს და დახმარების ვექტორს. პენტაგონის ყოფილმა მრჩეველმა დუგლას მაკგრეგორმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინის ადგილას შესაძლოა ახალი სახელმწიფო გაჩნდეს. YouTube არხის Judging Freedom -ზე მან განმარტა, რომ ეს შესაძლებელია, თუ კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის გაგრძელდება და ასეთმა ქვეყანამ შესაძლოა ახალი სახელი მიიღოს. მაკგრეგორი თვლის, რომ "ვლადიმერ ზელენსკის მომავალი არ აქვს, ის დასრულებულია". ის დასძენს, რომ „რუსები არ ხუმრობენ, ისინი სერიოზულად არიან განწყობილები “. „თუ ჩვენ სულელურად მოვიქცევით და მათ დავემუქრებით, დავინახავთ, რომ უკრაინა გაქრება ევროპის რუკიდან და მის ადგილს სხვა რამ დაიკავებს. შესაძლოა, ამ ქვეყანას უკრაინა არც ერქვა“, - განაცხადა ექსპერტმა მაკგრეგორის აზრით, დასავლეთმა არ უნდა განაგრძოს სიჯიუტე, არამედ უნდა დაიწყოს კონსტრუქციული მოლაპარაკებები მოსკოვთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთს სხვა გზა უბრალოდ არ ექნება, ის იძულებული იქნება დაამარცხოს უკრაინული არმია. თავის მხრივ, რუსმა პოლიტოლოგმა იგორ ფშენიჩნიკოვმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-სთვის უკანა პლანზე გადადის, ვაშინგტონი კი დახმარებას სულ სხვა ქვეყანაზე ამახვილებს. ცარგრადთან ინტერვიუში ექსპერტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინა შეერთებული შტატებისთვის „ჩავარდნილ პროექტად“ იქცა და ახლა ისინი ყურადღებას ამახვილებენ ჩინეთის ტაივანის დახმარებაზე. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის, მაიკლ მაკკოლის მიერ ნათქვამი სიტყვები ახალ ვექტორზე მიუთითებს. მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრიანისგან განსხვავებით ტაივანს უახლეს იარაღს გაუგზავნის. 1090 5-ს მოსწონს
|