საქართველო ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე ხდება! 2012, 16 ოქტომბერი, 16:45 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს (აღუდგინოს). ივანიშვილს მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით მიენიჭა. ბრძანებულება ამოქმედდება საფრანგეთში ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე, რასაც ორგანული კანონის 27-ე და 33-ე მუხლები განსაზღვრავს. ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს, პრეზიდენტის ბრძანებით შეუწყდათ. სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება მხოლოდ ეკატერინა ხვედელიძის მიმართ გააუქმა. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე პრეზიდენტს განცხადებით მიმართა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2012 წლის 4 აპრილის დასკვნით, ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა. ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას წინ უძღოდა რამდენიმე დღით ადრე გაკეთებული განცხადება პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი კვლავ საქართველოს მოქალაქეა, თუმცა მინდა გითხრათ, ჩემთვის და მრავალი ქართველისთვის ის მუდამ საქართველოს მოქალაქე იყო... 328 4-ს მოსწონს 1-ს არა |
ეს იმის მანიშნებელია რომ ივანიშვილს არც არასოდეს უნდოდა პოლიტიკაში მოსვლა! პუტინმა მიხვდა რომ საქართველოს ვერანაირად ვერ აკონტროლებდა და თანაც ნატოში შესვლა გვინდოდა. ეს კი რუსებს არანაირად არ აწყობს!!! 2008 წელს ომი ამიტომაც წამოგვიწყო! ნატოში შესვლის პროცესი გააჭიანურა და დრო მოიგო! პუტინმაც ივანიშვილს უთხრა ხელისუფლებაში შენ უნდა მოხვიდეო! რომელიც რუსეთის უკანასკნელი იმედი იყო! რომელმაც გაამრათლა. ეს რუსული ოცნებაა და არა ქართული!!! მგალითად აქამდე ივანიშვილი სად იყო? რატომ არ გააპროტესტა თავიდანვე იმ გირგვლიანის მკვლელობა და იმ პატარკაციშვილის დაღუპვის ამბავი? ჟვანია რო გარდაიცვალა, სად იყო მაშინ? იმიტომ რომ საერთოდ არ აინტერესებდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური საკითხები! ეგ კაცი ბიზნესმენია და ბიზნესი აინტერესებს. პოლიტიკოსი მას მერე გახდა რაც პუტინის დაკვეთა შეასრულა! არჩევნებში დამარცხდა ნაციონალები, მაგრამ სააკაშვილს შეუძლია თავისი კონსტიტუციური უფლებები გამოიყენოს! ნებისმიერი მინისტრის გადაყენება შეუძლია და პარლამენტის დათხოვნაც! უბრალოდ უმრავლესობას პატივი სცა და ხალხის ნებას დამორჩილდა! ის გააკეთა რაც ქართულ ოცნების მიზანი იყო! პარლამენტში უმრავლესობით მოსვლა. სააკაშვილი ოპოზიციაში რომ არ გადასულიყო და თავისი უფლებები გამოეყენებინა, რუსებს ტანკები გამზადებული ჰყავდა ოსეთში! მოსალოდნელი იყო ომი და სისხლისღვრა! განმეორდებოდა 2008 წელი! სააკაშვილმა ეს ძაან კარგად იცოდა და თავი აარიდა მოსალოდნელ ომს და ქვეყნაში დესტაბილიზაციას!
P.S. ვისაც ივანიშვილი მამა აბრამის ბატკანი ჰგონია, ინტერნეტში მოიძიეთ და უყურეთ ჟურნალისტის მიერ განხილულ ისტორიას ბიძინა ივანიშვილზე, რა საქმეებს ეწეოდა და რა მაფიაში იყო ჩართული. თუ ვინმეს უნდა მომწეროს და თავად ვანახებ ვიდეოს :)