x
image
მანანა თურმანიძე
რომის პაპის სკანდალური ჰომოფობიური განცხადება
image

სიუჟეტი: რომის პაპმა ფრანცისკემ გამოიყენა ძალზე დამამცირებელი ტერმინი ლგბტ თემის მიმართ იტალიელ ეპისკოპოსებთან ბოლოდროინდელ დახურულ შეხვედრაზე, სადაც მან გაიმეორა, რომ გეებს არ უნდა მიეცეთ უფლება, გახდნენ მღვდლები.


იტალიის ორმა უმსხვილესმა ყოველდღიურმა გაზეთმა პონტიფიკოსის ციტირება მოახდინა, რომ სემინარიები ან სასულიერო პირების კოლეჯები უკვე ზედმეტად სავსეა „ფროციაგინით“, ვულგარული იტალიური ტერმინი, რომელიც უხეშად ითარგმნება როგორც „ფაგოტი“ (ჩასაბერი სასულე საკრავი, კლარნეტისებრი), რაც ჟარგონში ითარგმნება, როგორც "პედერასტი" (ჰომოსექსუალის აღმნიშვნელი ვულგარული ჟარგონი).


ვატიკანი არ პასუხობს კომენტარის თხოვნებს.



გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 20 მაისს მოხდა.


ერთ-ერთ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რომის პაპს, როგორც არგენტინელს, შესაძლოა არ ესმოდეს, რომ იტალიური ტერმინი, რომელიც მან გამოიყენა, ძალზედ უხეში და შეურაცხმყოფელი იყო.


დღემდე, 87 წლის პაპს მიაწერდნენ რომის კათოლიკური ეკლესიის ლგბტ თემისადმი უფრო შემწყნარებლური მიდგომისკენ მიდრეკილებას.


გასულ წელს მისმა გადაწყვეტილებამ მღვდლებს უფლება მისცემოდათ დაელოცათ ერთსქესიანი წყვილების ოჯახები, გამოიწვია კონსერვატორების დიდი აღშფოთბა.


თუმცა, პაპის ბოლოდროინდელი სავარაუდო კომენტარები გეი სემინარიელების შესახებ, შეურაცხყოფის გამოკლებით, ეხმიანება მის მსგავს გზავნილს 2018 წელს, როდესაც მან ეპისკოპოსებს ურჩია, გულდასმით შეემოწმებინათ მღვდლობის მსურველები და უარი ეთქვათ ნებისმიერი ეჭვმიტანილი ჰომოსექსუალისთვის.


2005 წელს ფრანცისკეს გარდაცვლილი წინამორბედის ბენედიქტ XVI-ის დროს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვატიკანი ამბობდა, რომ ეკლესიას შეუძლია მღვდლობაში აღიაროს ისინი, ვინც აშკარად დაძლია ჰომოსექსუალური მიდრეკილებები მინიმუმ სამი წლის განმავლობაში.


დოკუმენტში ნათქვამია, რომ უნდა აიკრძალოს პრაქტიკოსი ჰომოსექსუალები, „ღრმა ფესვგადგმული“ გეი ტენდენციების მქონე ადამიანები და ისინი, ვინც „ე.წ. გეი კულტურას უჭერენ მხარს“.


პრეისტორია: კურთხევიდან მალევე პაპმა ფრანცისკემ გეი მღვდლების შესახებ კითხვის პასუხად თქვა: „ვინ ვარ მე, რომ განსაჯო?"


დეკემბერში მან დაამტკიცა განჩინება, რომელიც მღვდლებს უფლებას აძლევს დალოცონ ქორწინებაში არმყოფი და ერთსქესიანი წყვილები, რაც მნიშვნელოვანი ცვლილება იყო კათოლიკური ეკლესიის პოზიციაში.


თუმცა, ის მკაფიოდ აცხადებდა, რომ არ არ აძლევს გეებს სასულიერო პირებად გაწევრიანების უფლებას. 2018 წელს მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ „აწუხებს“ ის, რასაც ის უწოდებს ჰომოსექსუალობის „სერიოზულ პრობლემას“ და რომ გეიობა იყო „მოდა“, რომელსაც სასულიერო პირები ექვემდებარებოდნენ.


”ჩვენს საზოგადოებებში, როგორც ჩანს, ჰომოსექსუალიზმი მოდურია და ეს მენტალიტეტი გარკვეულწილად გავლენას ახდენს ეკლესიის ცხოვრებაზე”, - თქვა პაპმა მაშინ.


რომის კათოლიკური ეკლესიის პოზიციაა, რომ ჰომოსექსუალური ქმედებები ცოდვაა. 2016 წლის დადგენილება მღვდლების მომზადების შესახებ ხაზს უსვამს სექსუალური თავშეკავების ვალდებულებას და კრძალავს გეებს და მათ, ვინც მხარს უჭერს „გეი კულტურის“ მონაწილეობას წმინდა ორდენებში.


მას მედიის საშუალებები იტყობინებიან, რომ მოგვიანებით პაპს მოუხდა ბოდიშის მოხდა ამგვარი შეურაცხმყოფელი ჰომოფობიური განცხადების გამო. კათოლიკური ეკლესიის კარი ღია უნდა იყოს ყველასთვის, განაცხადა მან ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.


წყარო: როიტერსი, გარდიანი, ბიბისი და სხვ.

2
408
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
408
  
29 მაისი, 13:39
მართალი თქვა, როგორ უნდა იყოს მღვდლად ავადმყოფი? ლგბტ თემი კი არის ავადმყოფების თავშესაყარი.
29 მაისი, 12:07
პიდარრრრრრასსსსსტები არიან ეგენი ყველა, მაგათი დედაც.
0 1 2