ვარსკვლავები ამ 60 წლის არგენტინელ ქალზე ამჟამად მთელი მსოფლიო საუბრობს 28 მაისი, 17:32 ![]() 60 წლის როდრიგესმა ყურადღება აპრილში მიიქცია, როდესაც ბუენოს აირესის პროვინციის სილამაზის დედოფალი გახდა. მანამდე იგი ცხოვრობდა მშობლიურ ქალაქ ლა პლატაში, დედაქალაქის სამხრეთით და მუშაობდა იურიდიულ მრჩევლად საავადმყოფოში. ![]() ქალი დაიბადა 1964 წელს ბენჟამინ როდრიგესის ოჯახში, რომელიც იყო ბუენოს აირესის პროვინციის სოფლის მეურნეობის მინისტრი. ქალი ბავშვობიდან ოცნებობდა გამხდარიყო სილამაზის დედოფალი. შვიდი წლის ასაკში მან მონაწილეობა მიიღო ქალაქ ლა პლატას ბავშვთა შეჯიბრში და მოიგო კიდეც გვირგვინი, ასევე მოგზაურობა კურორტ სან კარლოს დე ბარილოში. თუმცა, ამის შემდეგ მას სილამაზის კონკურსებში მონაწილეობა აღარ მიუღია. როდრიგესმა ჯერ ლა პლატას ეროვნული უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა და მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მედიაში. 2000 წელს კი მან იურისტის დიპლომი აიღო ხარისხი იმავე წელს გახდა არგენტინის ჯანდაცვაში კონსულტანტი. ![]() კონკურსის დაწყებამდე 60 წლის ლამაზმანმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ახერხებს ახალგაზრდული გარეგნობის შენარჩუნებას. ![]() მას შემდეგ, რაც როდრიგესმა გამოაცხადა, რომ აპირებდა 2024 წლის "მის ბუენოს-აირესის" კონკურსში მონაწილეობის მიღებას, მან მაშინვე მიიპყრო ყურადღება საკუთარ ქვეყანაში, ხოლო აპრილში გამარჯვების შემდეგ მთელ მსოფლიოში. ხალხი ვერ იჯერებდა, რომ როდრიგესი მართლაც 60 წლის იყო და ამის შესახებ ინტერნეტში ცხარე დისკუსიები იმართებოდა. ![]() როდრიგესმა მის არგენტინის კონკურსში მონაწილეობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც წესები შეიცვალა 2023 წლის სექტემბერში Miss Universe-ის ორგანიზატორებმა, რომლის ეგიდითაც ტარდება ეროვნული კონკურსები, გააუქმეს ასაკობრივი ზღვარი. ![]() ![]() ![]() ![]() 609 3-ს მოსწონს
|