x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკელი ქალის მტკიცებით, მას ქმრის გარდაცვლილი ცოლის აჩრდილი დასდევდა
image

ამერიკელი ქალი ამბობს, რომ მას არ ასვენებს ქმრის პირველი ცოლის აჩრდილი. ამის შესახებ მან USA Today-სთან ისაუბრა




ამერიკელმა მწერალი ქალი ამბობს, რომ მას ქმრის პირველი ცოლის აჩრდილი დასდევს.


37 წლის მწერალმა ქალმა ბიანკამ თავისი მომავალი ქმარი პიტერი გაცნობის საიტზე გაიცნო. მან შეიტყო, რომ მამაკაცი ქვრივი იყო და ამასთანავე ერთი ვაჟი ჰყავდა.



მისი პირველი ცოლი, რუთი გარდაიცვალა მკერდის კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ. პიტერმა და ბიანკამ ურთიერთობა დაიწყეს და ერთ დღეს მან ქალი თავის აგარაკზე წაიყვანა.


როგორც გაირკვა, სახლი პიტერის და რუთის ერთობლივი პროექტი იყო და მასზე მრავალი წელი მუშაობდნენ. მაგალითად, ერთად დააგეს ფილები, ერთად შეარჩიეს ავეჯი და ერთად მუშაობდნენ ბაღში. თუმცა, ავადმყოფობის გამო რუთს ერთობლივი ნაშრომის საბოლოო შედეგის ნახვის საშუალება აღარ ჰქონდა.

imageფოტოზე: რუთი 2012 წელს მკერდის კიბოთი გარდაიცვალა



პირველსავე ღამეს ბიანკამ აგარაკზე თავი არაკომფორტულად იგრძნო, ღამით კი ესიზმრა, რომ რუთი დასდევდა და ის აბაზანაში იმალებოდა. წყვილს თავის ტკივილით გაეღვიძა, მაგრამ დაასკვნეს, რომ ეს ჩახუთული ჰაერის გამო იყო.

imageფოტოზე:ბიანკა და პიტერი



ბიანკას ამის შემდეგ ამ სიზმრის სხვადასხვა ვარიაციები ეცხადებოდა. გარდა ამისა, ყოველ ჯერზე, როცა ის და პიტერი სახლს სტუმრობდნენ, რაღაც ხდებოდა: მაგალითად სახლის მისასვლელთან ხე ჩამოვარდა, მილებმა გაჟონა, სარდაფში კონდენსაციამ გააფუჭა ბიანკას პლაკატები, სარეცხის კალათაში მკვდარ ციყვებს პოულობდნენ. უცნაური მოვლენები ცოტათი ჩაწყნარდა, როდესაც წყვილი პანდემიის დროს დროებით ამ სახლში დასახლდა.


გარკვეული პერიოდის შემდეგ ბიანკა და პიტერი დაქორწინდნენ. ქორწილიდან რვა თვის შემდეგ ისინი აგარაკის სახლში დაბრუნდნენ, იქ მისულებს საწოლი სრულიად სველი დახვდათ. შემდეგ კი, სანამ ისინი იქ იყვნენ, ჭერი ნაწილობრივ ჩამოინგრა და წყალი ჩამოვიდა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მილი გასკდა.

image

ამის მიუხედავად, ბიანკა მადლიერია რუთის ქმრისა და გერისთვის. მისი თქმით, მხოლოდ რუთის სიყვარულის წყალობით აქვს ახლა მათზე ზრუნვის შანსი. მას სჯერა, რომ ზოგჯერ ეს უცნაურობები სჯობს უბრალო დამთხვევებად აღიქვა.


image

0
292
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0