სხვა საარქივო კადრების უნიკალური კოლექცია, რომელთაგან თითოეული საოცარ ისტორიას ჰყვება 28 მაისი, 6:32 ზოგჯერ ფოტოებს ისტორიის სახელმძღვანელოებთან შედარებით გაცილებით უფრო მეტის მოყოლა შეუძლიათ. სწორედ ასეთი რარიტეტული ფოტოებია თავმოყრილი ჩვენს დღევანდელ კოლექციაშიც. სხვადასხვა ეპოქის ამ უნიკალურ კადრებზე აღბეჭდილი არიან როგორც მსოფლიოს ცნობილი პიროვნებები, ასევე უბრალო ადამიანები, რომლებიც საინტერესო ისტორიებს გვიყვებიან.მეზღვაურები გემ "Garthsnaid"-ის ანძაზე შუა ქარიშხალში მუშაობისას, 1920 წელითელონიუს მონკი - ცნობილი ამერიკელი ჯაზის პიანისტი და კომპოზიტორი, რომელიც მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი უძლიერესი ამერიკის ისტორიაში369-ე ქვეითი პოლკი, რომლის ერთ-ერთი მეტსახელი "Harlem Hellfighters"-ი (ჰარლემის ჯოჯოხეთის მებრძოლები) გახლდათ, 1919 წელი, პირველი მსოფლიო ომის დროს რამდენიმე ამერიკული განყოფილება მხოლოდ ფერადკანიანებით დაკომპლექტდა, მაშინ ჯერ კიდევ რასობრივი თანასწორობის შესახებ კანონი ჩანასახშიც კი არ იყო, ასე რომ სხვადასხვა კანის ფერის ადამიანებისთვის სპეციალური დანაყოფები ჯარშიც არსებობდა და უნდა ითქვას რომ "ჰარლემის ჯოჯოხეთის მებრძოლები" დანარჩენების ფონზე თავს მშვენივრად წარმოაჩენდნენევროპის ყველაზე პატარა, ყველაზე მაღალი და ყველაზე მსუქანი ადამიანი ბანქოს თამაშისას, 1913 წელიმამაკაცის ტრადიციულ კოსტიუმში გამოწყობილი 17 წლის ფრიდა კალო საოჯახო ფოტოსთვის პოზირებს, 1924 წელიმე -8 კლასელი კურტ კობეინი დრამზე დაკვრისას, 1981 წელირიგითი ჯეიმს ჰენდრიქსი გიტარაზე დაკვრისას, აშშ-ს სამხედრო ბაზა ფორტ კემპბელი, 1962 წელიპატარა ელვის პრესლი მშობლებთან გლედისთან და ვერნონთან ერთად, 1938 წელისამურაები, 1860 წელიამერიკელმა მეზღვაურებმა იაპონიის კაპიტულაციის შესახებ შეიტყვეს, 1945 წელიაშშ-ს უზენაეს სასამართლოს სხდომაზე ფარულად გადაღებული ფოტო, 1932 წელიაბრაამ ლინკოლნის გეტისბურგში გადაღებული ერთადერთი ცნობილი ფოტო. კადრი მის ცნობილ გეტისბურგის მიმართვამდე სამი საათით ადრეა გადაღებული, 1863 წლის 19 ნოემბერი20 ათასი ამერიკელი ნაცისტის მედისონ - სკვერ - გარდენში კონგრესზე შეკრება, 1939 წელიალბერტ აინშტაინი და ჩარლი ჩაპლინი, 1931 წელიგაზეთის დამტარებლები მუშაობის დასაწყებად ემზადებიან - ღამის 2 საათი, 1908 წლის 12 თებერვალილუვრიდან "მონა ლიზას" ნახატი მოიპარეს, 1911 წელიფრანგი ქალი ბრიტანელ ჯარისკაცს ომის დროს ჩაის უსხამს, ნორმანდია, 1944 წელიადოლფ ჰიტლერი პრინც პავლე იუგოსლავიელის მეუღლესთან, პრინცესა ოლგა ბერძენთან საუბრისას, 1939 წელიპრინცი ჩარლზი და ლედი დი ბაჰამის კუნძულებზე შვებულების გატარებისას, 1982 წელი681 შეფასება არ არის |