x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
უზმოზე ყავის მოხმარება, პერსპექტივაში – II ტიპის დიაბეტს იწვევს

ბევრისთვის საყვარელ სასმელს გვერდითი ეფექტი აღმოაჩნდა. ამის შესახებ ჟურნალი – British Journal of Nutrition იტყობინება, რომელშიც დიდი ბრიტანეთის მეცნიერების მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის შედეგებია გამოქვეყნებული.


image


ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ საუზმემდე ყავისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან შორეულ პერსპექტივაში, უზმოზე ყავის მოხმარებამ, შეიძლება, მეორე ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბება გამოიწვიოს.

ბრიტანეთის კვების, ფიზიკური ვარჯიშის და მეტაბოლიზმის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა, ყავის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგის გასარკვევად, არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 29 ადამიანი მონაწილეობდა. მოხალისეები მათ 2 ჯგუფად გაყვეს. I ჯგუფში გაერთიანებულებს, გაღვიძებიდან 1 საათის შემდეგ, მაგარ შავ ყავას სთავაზობდნენ, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, ტკბილ სასმელს ასმევდნენ, რომელიც კალორიულობით, ტიპიურ საუზმეს უტოლდებოდა. II ჯგუფში კი, ექსპერიმენტის მონაწილეებს, გაღვიძებიდან ნახევარი საათის შემდეგ, იგივე ტკბილ სასმელს სთავაზობდნენ.

მოგვიანებით, მეცნიერები ორივე ჯგუფის წევრებს, სისხლში გლუკოზის დონეს უზომავდნენ და აღმოჩნდა, რომ ყველას, ვინც ყავა მშიერ კუჭზე მიიღო, სისხლში შაქრის დონე 50% გაეზარდა, რაც იმით აიხსნება, რომ ყავა კუნთის ქსოვილების მიერ შაქრის ათვისების პროცესს აფერხებს. ამიტომ, ექსპერტები უზმოზე ყავის მოყვარულებს რეკომენდაციას აძლევენ, რომ თუ საუზმემდე ყავას დალევენ, საუზმე მხოლოდ მას შემდეგ მიირთვან, რაც ორგანიზმიდან კოფეინი გამოვა. ყავის დალევის შემდეგ კი, პროცესი ასე მიმდინარეობს:

15-45 წუთის შემდეგ, ყავა კუჭს გადალახავს და წვრილი ნაწლავების მიერ შეიწოვება. შემდეგ ის სისხლში გადადის და მთელს ორგანიზმში (გული, ფილტვები, თავის ტვინი...) თანაბრად ნაწილდება. ყავის ორგანოებს შორის ასეთი სწრაფი განაწილება იმით აიხსნება, რომ ის, როგორც წყალში, ისე ცხიმებში, ერთნაირად კარგად იხსნება.

ყავის ჭიქა ჯერ დაცლილი არც არის, რომ ყავა ღვიძლში უკვე დაშლას იწყებს და სულ მალე, კოფეინის მოქმედებას ვგრძნობთ. ხოლო, საშუალოსტატისტიკური ზრდასრული ადამიანის ორგანიზმიდან ის, 5-6 საათის შემდეგ გამოდის. ფეხმძიმე და მეძუძური ქალების და იმ ადამიანების ორგანიზმიდან, ვისაც ალკოჰოლი აქვს მიღებული, ამ პროცესისთვის უფრო მეტი დრო არის საჭირო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეგულარული მწეველების ორგანიზმში კოფეინი ბევრად უფრო სწრაფად – 4-5 სთ-ში იშლება!

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, თუ შორეულ პერსპექტივაზე ვისაუბრებთ, სისხლში შაქრის დონის ასეთმა ნახტომებმა, შეიძლება, ორგანიზმის გლუკოზასთან ტოლერანტობის დარღვევის პროვოცირება მოახდინოს, რაც თავის მხრივ, II ტიპის დიაბეტის განვითარების რისკებს ზრდის.

თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ყავის მოყვარულებს იმედგაცრუების საფუძველი არა აქვთ, რადგან ყავის დალევა დილით შეიძლება... ოღონდ, საუზმეზე კარგად დანაყრების შემდეგ.

იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც დღეს ყავით იწყებს, საკუთარ საქციელს იმით ხსნის, რომ ის ენერგეტიკული სასმელია, დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს და ახალ გაღვიძებულზე, კარგი გამოსაფხიზლებელი. ტექნიკურად, ეს მართლაც ასეა, მაგრამ, რეალურად, ხანგრძლივი, დღის მანძილზე ტონუსის შესანარჩუნებლად, უმჯობესია არჩევანი ჩაიზე გავაკეთოთ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ 1 ფინჯანი შავი ჩაი 40-70 მგ. კოფეინს შეიცავს, რაც თითქმის, სამჯერ ნაკლებია 1 ფინჯანი ყავის შემადგენლობაში შემავალი კოფეინის (100-200 მგ.) რაოდენობაზე. მაგრამ, ჩაი კიდევ ერთ სასარგებლო ნივთიერებას — ტანინს შეიცავს, რომელიც მასში არსებული კოფეინის ეფექტს, ახანგრძლივებს.

ასე, რომ, თუ ახალ გაღვიძებულზე, ცხელი და გამოსაფხიზლებელი სასმლის მიღებას ხართ დაჩვეული, შეგიძლიათ ყავა ჩაით ჩაანაცვლოთ – ის გამოფხიზლებაშიც დაგეხმარებათ და არც საკუთარ ჯანმრთელობას მიაყენებთ ზიანს.

აქვე გთავაზობთ იდეალური ჩაის დაყენების წესი:

ჩაის მომზადებისას, მთავარი, ტემპერატურის და დოზების სწორედ შერჩევაა. საშუალოდ, წყლის ტემპერატურა, ჩაის მომზადების დროს, 70-90° C უნდა იყოს და არა მდუღარე, ახლად ადუღებული წყალი. რაც შეეხება, დოზირებას, ის ჩინეთში და იაპონიაში არსებული რეცეპტების მიხედვით, ჩაის მწარმოებელთა ინგლისურმა ასოციაციამ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 1980 წელს შეიმუშავა.

მაშ ასე, 1 ფინჯანი ჩაის მოსამზადებლად, ყოველ 100 მლ. წყალზე, 2 გრამი (1 ჩ. კ.) ჩაის ფოთოლია საჭირო. ხოლო ტემპერატურა, 85 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ოპტიმალური გემოს და შეგრძნებებისთვის კი, ჩაი 60° C უნდა მივირთვათ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* XXI საუკუნის ნოსტრადამუსმა ევროკავშირის დაშლა იწინასწარმეტყველა

* ეგვიპტეში ნაპოვნია არტეფაქტები, რომელიც წინა ცივილიზაციის შესახებ, ინფორმაციას შეიცავს

* 4 წლის იყო სიკვდილს თვალებში რომ ჩახედა და შემდეგ, მისი საფრთხის წინაშე, არაერთხელ ყოფილა...

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
47
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0