x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორი იყო "დინამოს" ძველი სტადიონი
image

დინამოს” სტადიონი 1932-1935 წლებში დაპროექტდა და აშენდა არჩილ (უფროსი) ქურდიანის მიერ. იგი 23 000 მაყურებელს იტევდა. სპორტულ – ტექნიკურ და კონსტრუქციულად ახლებურ გადაწყვეტასთან ერთად, სტადიონი თავისი არქიტექტურით წარმოადგენდა ახალი ქართული არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს.



ლავრენტი ბერიას სახელობის დინამოს სტადიონი, ასევე ცენტრალური სტადიონი — ისტორიული საფეხბურთო სტადიონი იყო თბილისში და პირველი სპორტული ნაგებობა საქართველოში, მდებარეობდა დღევანდელი ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის ადგილას. მასპინძლობდა საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ საშინაო შეხვედრებს. ცენტრალური სტადიონი 1932-1935 წლებში დაპროექტდა და აშენდა არქიტექტორ არჩილ ქურდიანის მიერ. ცენტრალური სტადიონი, როგორც არქიტექტურული ნაგებობა, მიჩნეული იყო ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ნიმუშად.

image


თავდაპირველი სტადიონი იტევდა 23.000 მაყურებელს. 1956 წელს ტევადობის გაზრდის მიზნით სტადიონს დაემატა ლითონის კონსტრუქციები, რამაც მაყურებელთა მაქსიმალური რაოდენობა 35.000-მდე გაზარდა. ეს რეკონსტრუქციაც არჩილ ქურდიანის მიერ განხორციელდა.

image

"დინამოს" სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებს იხსენებს, შვილიშვილი არჩილ ქურდიანი უმცროსი:



- პაპაჩემი, არჩილ ქურდიანი და მისი მომავალი მეუღლე, ქეთევან სოკოლოვა-ფორაქიშვილი საქართველოში პირველი დიპლომირებული არქიტექტორები იყვნენ. გასული საუკუნის 30-იან წლებში, თბილისში ისეთი სტადიონის აშენება გადაწყდა, რომლის მასშტაბის შენობაც ამიერკავკასიაში არ იყო. კონკურსში პაპაჩემმა გაიმარჯვა.

image

მაგრამ 32 წლის ახალგაზრდა კაცი გახლდათ. მთავრობაში გამოცდილი არქიტექტორები მივიდნენ და მის საწინააღმდეგო არგუმენტად სწორედ ასაკი წამოაყენეს. ამიტომ კონკურსი ხელახლა ჩაატარეს. პროექტის დამუშავება 9 არქიტექტორს შეუკვეთეს და მოიგებდნენ თუ წააგებდნენ, თანხას მაინც უხდიდნენ. არჩილს ეს ამბავი არც აცნობეს და ისეთ დროს შეიტყო, როდესაც პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული გახლდათ.

image

შეწუხდა, მომხდარს ძალიან განიცდიდა. სწორედ ამ დროს ნახა აკვარელის პედაგოგი გრინევსკი, რომელმაც ენ-კა-ვე-დე-ს უფროსთან დალაპარაკება ურჩია, იქნებ, რამე გამოგივიდესო. "დინამო" ენ-კა-ვე-დე-ს კუთვნოდა. მაშინ მისი უფროსის, ტიტე მგალობლიშვილის ნახვა არც ისე რთული ყოფილა, რადგან დაცვით არ დადიოდა. რუსთაველზე კი ყველამ იცოდა, მგალობლიშვილი რომელ საათზე ჩამოივლიდა.

image

როდესაც გამოჩნდა, პაპაჩემმა ხელი დაუქნია როგორც ტაქსს - მაშინ ასეთები მოსული ყოფილა და მგალობლიშვილმაც მანქანა გაუჩერა. არჩილმა გაუმხილა გულისტკივილი და არ დაუმალა, კონკურსში მონაწილეობა მსურსო. კი ბატონო, გაძლევ უფლებასო და კიდევ ერთხელ ჩატარებულ შერჩევაში ისევ გაიმარჯვა.



ასე კურიოზულად გადაწყდა "დინამოს" სტადიონის მშენებლობის ამბავი. თუმცა, მერე ყველა არქიტექტორს ჰონორარები დაურიგეს, არჩილს კი თანხა არ მიუღია. მაგრამ პაპაჩემისთვის ფული მთავარი არასოდეს ყოფილა. მას ის უხაროდა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან სტადიონს აშენებდა.

image

მართლაც ულამაზესი ნაგებობა გამოვიდა, რომელიც ქართული ხასიათის გახლდათ და მისივე შექმნილ მდიდრულ ჩუქურთმებში გამოაწყო. მაშინ ტრიბუნები სულ 25 ათას მაყურებელს იტევდა.


დინამოს ძველი სტადიონი 1970-ი წლების პირველ ნახევარში დაანგრიეს, მის ნაცვლად 1976 წელს ჯერ ლენინის, დღეს კი ბორის პაიჭაძის სახელით ცნობილი ეროვნული სტადიონი საზეიმოდ გაიხსნა.

0
193
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0