x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პოლიცია მისგან იმ მკვლელობის აღიარებას ცდილობდა, რომელიც არ მომხდარა - ახლა მას 900 ათას დოლარს გადაუხდიან
image

ამერიკელ მამაკაცს პოლიციის მიერ დაკითხვისთვის თითქმის მილიონ დოლარს გადაუხდიან



კალიფორნიის ქალაქ ფონტანას ხელისუფლება თითქმის 900 ათას დოლარს (დაახლოებით 2, 4 მილიონი ლარი) კომპენსაციას გადაუხდის თომას პერეს უმცროსს(Thomas Perez Jr) 17-საათიანი დაკითხვის გამო, რომლის დროსაც სამართალდამცავები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ. პოლიცია მისგან მამის მკვლელობის აღიარებას ითხოვდა, რომელიც მოგვიანებით ცოცხალი აღმოჩნდა. პერესმა პოლიციას უჩივლა და საქმე მოიგო.ამის შესახებ Los Angeles Time-წერს.



2018 წლის აგვისტოში, ფონტანას პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პერესი დაკითხვაზე მიიყვანეს მას შემდეგ, რაც მან მამამისის დაკარგვის შესახებ შეატყობინა. მათ უთხრეს მამაკაცს, რომ მამის ცხედარი უკვე მორგში იყო და ცდილობდნენ აიძულებინათ ეღიარებინა დანაშაულებრივი ქმედებები. როდესაც პერესმა გააპროტესტა და თქვა, რომ უდანაშაულოა, პოლიცია ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ მას "დაავიწყდა ჩადენილი დანაშაული".



შემდეგ გამომძიებლებმა პერესის ძაღლი შეიყვანეს დაკითხვის ოთახში და დაემუქრნენ, რომ ევთანაზიას გაუკეთებდნენ მის საყვარელ ძაღლს. მათ ასევე მამაკაცი სამშენებლო მოედანზე წაიყვანეს, სადაც ითხოვდნენ მიეთითებინა მამის ცხედრის ადგილსამყოფელი.



გარდა ამისა, პერესს არ აძლევდნენ დაძინების უფლებას და როცა ფსიქოლოგიური დახმარება ითხოვა, უარი უთხრეს.. რაღაც მომენტში მან დაიწყო საკუთარი თმების გაპუტვა და ფეხსაცმლის თასმებით თავის ჩამოხრჩობაც კი სცადა.

image

საბოლოოდ პერესმა ზეწოლას ვერ გაუძლო და გამომძიებლებს ცრუ აღიარებითი ჩვენება მისცა, განაცხადა რომ კამათის დროს მამა დანით დაჭრა .



თუმცა, დაკარგული მამა მოგვიანებით ცოცხალი იპოვეს - ის ისე, რომ ნათესავებისთვის არც შეუტყობინებია, დარჩა მეგობრის სახლში, იქიდან კი ლოს-ანჯელესის აეროპორტში წავიდა და ქალიშვილთან გაფრინდა.


პოლიციამ გარდა იმისა, რომ აწამა პერესი და ძალად აღიარებითი ჩვენება ჩამოართვა, კიდევ ერთი საზიზღარი ქმედება ჩაიდინა -დამალეს ეს ინფორმაცია და საქმე ისე მოაგვარეს, რომ პერესი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოეთავსებინათ.

0
291
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0