x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
სკანდალური ეროტი@კული სცენები კინოს ისტორიაში
ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. კინემატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული, კინემატოგრაფია, დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით. მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი ფავორიტი ფილმი, რომლის მრავალჯერ ყურება არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიჭებთ.



image


ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა, შესანიშნავი ნიჭის წყალობით კი მსახიობები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის გულში.






წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, რადგან მათ გაარღვიეს მაყურებლის გულებში ყველა მწვერვალი და მოიპოვეს უკვდავი გენიის სტატუსი, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი უსასრულოდ უყუროთ საყვარელ სცენებს.




ვტკბებით კინო მოყვარულები- ძლიერი, საყვარელი და უბრალოდ სასიამოვნო სანახავი ფილმებით, ამ დროს კი წარმოდგენა არ გვაქვს, მსახიობებმა რამდენი დრო, ენერგია და შრომა ჩადეს თითოეული ეპიზოდის გადაღებისას. მათი საოცარი ნიჭი და გრიმის დახმარება კი ხშირად იძლევა წარმოუდგენელ შედეგს და ხშირად გვიჭირს წარმოდგენა, თუ რომელი მსახიობი შეიძლება ასრულებდეს იმ კონკრეტულ როლს.



სკანდალური ეროტი@კული სცენები კინოს ისტორიაში




1. "Basic Instinct". (ძირითადი ინსტიქტი)image

ყველაზე ლეგენდარული სცენა ამ ფილმისა, სამუდამოდ დარჩება კინოს ისტორიაში. ცნობილი დაკითხვის დროს, თეთრ კაბაში გამოწყობილმა Sharon Stone-მა გამომწვევად გადაიდო ფეხი-ფეხზე, სადაც ფიგურირებდა მისი ღირსება. ამიტომ ეს სცენა დარჩა ყველაზე პიკანტურად. შერონმა აღიარა, რომ არაფერი იცოდა თუ მსგავსი რამ მოხდა და ორიგინალი კადრი გაუშვეს ფილმში, რის გამოც რეჟისორს მისი მუშტიც კი მოხვდა.





2. "Boogie Nights". (ღამეები ბუგის სტილში)image


ფილმი არის ზრდასრულებისთვის, რადგან შეიცავს გარკვეული რაოდენობით შიშველ სცენებს. ფილმში Heather Graham-ი განასახიერებდა პორნო მსახიობს. მას შემდეგ მან გზა გაუხსნა ბევრ რეჟისორს მსგავსი ფილმების გადასაღებად, სადაც ეროტიკულ როლში, სწორედ მას იწვევდნენ.





3. "Blue Velvet". (ლურჯი ხავერდი)

image


1980-ნი წლების ერთ-ერთი უდიდესი ფილმია, სადაც იტალიელი კლასიკური ლამაზმანი Isabella Rossellini რეჟისორმა David Lynch-მა აღმოაჩინა. ფილმი იყოფა უცნაურ და კრიმინალურ სიტუაციებად, თუმცა ყველაზე დიდი კი ირეალური სიყვარულის სცენებია.





4. "Password Swordfish". (პაროლი- მახვილი თევზი)

image


იყო ჭორები, რომ ფილმში, სადაც შიშველი სხეული უნდა გამოეჩინა Halle Berry-ს, სანაცვლოდ მიიღო 2, 5 მილიონი $, თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სცენა იყო საკმაოდ იაფფასიანი, ვინაიდან ფილმი მსგავს სიუჟეტს არ საჭიროებდა. გადამღები ჯგუფის ფირმის სალარო ფილმის შემოსავლებით გაივსო.





5. "Dreamers". (მეოცნებენი)

image


Eva Green-ი ჰოლივუდის ნამდვილი ვარსკვლავია, მას ხომ მიღებული აქვს უდიდეს ფილმებში მონაწილეობა- "კაზინო როიალი", "300 სპარტანელი", "იმპერიის განთიადი" და სხვა, თუმცა ყველაზე დიდი აჟიოტაჟი მისმა გამბედაობამ პირველივე როლით, ფილმში "მეოცნებენი" გამოიწვია, სადაც ის სრულიად გაშიშვლდა.





6. "Eastern Promises". (აღმოსავლური დაპირებები)

image


ფილმში სცენა შთამბეჭდავია ვისცერული ბუნებითა და აგრესიული შიშველი სცენებით. Viggo Mortensen-ი თამაშობს რუსი განგსტერის როლს, რომელიც მთელ თავის ცხოვრებას ბრძოლაში ატარებს. ფილმი მთავრდება გაბედული დრამატული ეპიზოდით, სადაც ვიგო სრულიად შიშველია.






7. "Taking Lives". (სიცოცხლის მტაცებელი)

image


ფილმში მთავარ როლს განსახიერებს სილამაზის ეტალონი Angelina Jolie, რომელიც არის გამომძიებელი და უყვარდება სერიული მკვლელი, რომელმაც შეიცვალა სახე, პასპორტი და მხატვრად გაეცნო მას. ენჯიმ პროვოკაციული, სექსის სცენა განასახიერა ფილმში მკვლელთან- მსახიობ Ethan Hawke-თან. დიდი რეიტინგის მოლოდინში, სასტიკმა შემფასებლებმა შესაბამისი ქულები არ დაუწერეს და ფილმის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა.






8. "American Pie". (ამერიკული ნამცხვარი)

image


ბევრისთვის კარგად ნაცნობი კინოკომედიაა, სადაც პიკანტურ სცენას ნადიას როლში მყოფი Shannon Elizabeth-ი განასახიერებს. სტრიპტიზის სცენა ფილმიდან ერთ-ერთი პიკანტურია, რომელიც კინემატოგრაფიის ისტორიაში შევიდა.






9. "Loves - does not love". (ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ)

image
კომედიური ჟანრის მსახიობი Sarah Silverman-ი ფილმში შიშვლდება სატრენაჟოროს საშხაპეში, სამი მეგობრის გარემოცვაში.





10. "Shame". (სირცხვილი)

image


ფილმის მთავარმა გმირმა Michael Fassbender-მა უამრავი ფილმით დაგვამახსოვრა თავი, თუმცა ფილმში "სირცხვილი" ის წარმოადგენს სექსზე დამოუკიდებლად მყოფ მამაკაცს, რომელსაც შეუყვარდება ქალი და მიეცემა საშუალება დატკბეს არსებული რეალობით.






11. "Titanic". (ტიტანიკი)

image


ყველა დროის ერთ-ერთი პოპულარული ფილმია, რომელმაც მილიონობით შემოსავალი მოუტანა ჯეიმს კამერონს. მაყურებლისთვის შთამბეჭდავი იყო სასიყვარულო სცენები, რომელიც ასევე ინტიმურ მხარეებსაც მოიცავდა. მთავარი გმირი Kate Winslet-ი გაშიშვლდა ფილმისთვის, რათა იგი მის რჩეულ "ჯეკს" დაეხატა. ფილმმა დედამიწის ზურგზე ყველა კინოთეატრი დაიპყრო.






12. "Rapid changes in college Ridgemont". (სწრაფი ცვლილებები კოლეჯ რიჯმონტში)

image


1980-ნი წლების თინეიჯერების კუმირი Phoebe Cates-ი თამაშობს პიკანტურ როლს ამ ფილმში, სადაც იგი მოზარდებთან ერთად აუზში ცურავს საცურაო კოსტიუმით, შემდეგ კი იხდის ბიუსტჰალტერს.



0
216
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0