სხვა სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა გენოციდად აღიარეს+16 2024, 26 მაისი, 17:09 ![]() გაერომ სკანდალურად ცნობილი სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტვა გენოციდად აღიარა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია 1995 წელს ბოსნიაში, სრებრენიცის გენოციდის შესახებ. კენჭისყრის შედეგად რეზოლუციას მხარი დაუჭირა 84-მა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 19, მათ შორის ჩინეთი და რუსეთი, ხოლო 68-მა თავი შეიკავა, მათ შორის არის საქართველო . ![]() სრებრენიცის ანკლავი, რომელიც გაერომ 1993 წლის აპრილში გამოაცხადა „უსაფრთხოების ზონად“, 1995 წლის 11 ივლისს ბოსნიელმა სერბებმა აიღეს. საერთაშორისოდ აღიარებული ვერსიის თანახმად ბოსნიელმა სერბებმა 8000 ბოსნიელი-მუსლიმი მამაკაცი მოკლეს, რომელთა ასაკი 13-დან 77 წლამდე მერყეობდა. ![]() 2003 წელს ბოსნიელი მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად აიღო აღიარებული ბოსნია და ჰერცეგოვონას ფედერაციის მიერ. 2010 წელს სერბეთის პარლამენტმაც დაგმო ხოცვა-ჟლეტა, მაგრამ უარი თქვა მის გენოციდად აღიარებაზე. ![]() 2007 წელს საერთაშორისო სასამართლომ ამ ფაქტს გენოციდის კვალიფიკაცია მიანიჭა, ხოლო 2009 წლის იანვარში ევროპის პარლამენტმა 11 ივლისი „სრებრენიცის გენოციდის ხსოვნის დღედ“ გამოაცხადა. 98 3-ს მოსწონს
|