x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135416
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509712
სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა გენოციდად აღიარეს+16
image

საუბარია გერმანიისა და რუანდას მიერ შემოთავაზებულ „სრებრენიცის გენოციდის“ რეზოლუციაზე.


გაერომ სკანდალურად ცნობილი სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტვა გენოციდად აღიარა.


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია 1995 წელს ბოსნიაში, სრებრენიცის გენოციდის შესახებ. კენჭისყრის შედეგად რეზოლუციას მხარი დაუჭირა 84-მა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 19, მათ შორის ჩინეთი და რუსეთი, ხოლო 68-მა თავი შეიკავა, მათ შორის არის საქართველო .


image

სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა (სერბ. Масакр у Сребреници) — ერთ-ერთი ყველაზე სისხლიან დაპირისპირებად ითვლება იუგოსლავიაში მიმდინარე სამოქალაქო ომების პერიოდში (ხორვატიისა და ბოსნიის ომები).




სრებრენიცის ანკლავი, რომელიც გაერომ 1993 წლის აპრილში გამოაცხადა „უსაფრთხოების ზონად“, 1995 წლის 11 ივლისს ბოსნიელმა სერბებმა აიღეს. საერთაშორისოდ აღიარებული ვერსიის თანახმად ბოსნიელმა სერბებმა 8000 ბოსნიელი-მუსლიმი მამაკაცი მოკლეს, რომელთა ასაკი 13-დან 77 წლამდე მერყეობდა.


image

ფოტოზე:1996 წელს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ნეშტების ექსგუმაცია


2003 წელს ბოსნიელი მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად აიღო აღიარებული ბოსნია და ჰერცეგოვონას ფედერაციის მიერ. 2010 წელს სერბეთის პარლამენტმაც დაგმო ხოცვა-ჟლეტა, მაგრამ უარი თქვა მის გენოციდად აღიარებაზე.


image

ფოტოზე:სრებრენიციში (კანცარის ხეობა) ერთ-ერთი ექსგუმირებული მუსლიმ მსხვერპლთა საერთო სასაფლაო .


2007 წელს საერთაშორისო სასამართლომ ამ ფაქტს გენოციდის კვალიფიკაცია მიანიჭა, ხოლო 2009 წლის იანვარში ევროპის პარლამენტმა 11 ივლისი „სრებრენიცის გენოციდის ხსოვნის დღედ“ გამოაცხადა.

1
97
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
97
  
26 მაისი, 20:29
გენოციდი ისაა დღეს რაც ღაზაში ხდება. სრებრენიცაში რაც მოხდა არის სამხედრო დანაშაული და არა გენოციდი. მაგ დანაშაულის შემოქმედი ყველა გასამართლებულია და დასჯილია. კოლექტიურ დასავლეთს როგორც უნდა ისე ატრიალებს ამ ტერმინს. ამ ჯერად გამოიყენეს სერბეთის დასამცირებლად, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ ჩაატარებინეს ლგბტ "პარადი".
0 1 1