სხვა გაიცანით, ეს რაფაელა ფიკოა, რომელმაც ქალწულობა მილიონ ევროდ გაყიდა 25 მაისი, 11:12 გაიცანით ეს იტალიელი მოდელი და მსახიობი რაფაელა ფიკოა, რომელმაც ქალწულობა მილიონ ევროდ გაყიდა, აცდუნა კრიშტიანუ რონალდუ, ხვდებოდა იტალიის პრემიერ - მინისტრს და ბალოტელის ქალიშვილიც გაუჩინა. ორსულობისას გოგონა პოდიუმზეც კი გამოჩნდა.რაფაელა 1988 წელს ნეაპოლის გარეუბანში დაიბადა, ხოლო 13 წლის ასაკში უკვე სამოდელო კარიერაც კი გაიკეთა. 2008 წელს ფიკომ თავისი უცნაური განცხადებით თავი მთელს მსოფლიოს გააცნო, გოგონამ საჯაროდ განაცხადა "ქალწულობის" გაყიდვის შესახებ, რომელიც საკმაოდ სოლიდურ თანხად - ერთ მილიონ ევროდ შეაფასა.ერთი წლის შემდეგ კი, მადრიდში ფიკოს ხანმოკლე რომანი ცოტა ხნის წინ "რეალში" გადასულ კრიშტიანუ რონალდუსთან ჰქონდა. აი, ასე აღწერს თავად მოდელი იმ საღამოს. "დაახლოებით 20 წლის ვიყავი. რონალდუ სარდინიაზე გამართულ ღონისძიებაზე გავიცანი. ის ჩემთან მოვიდა და დაიწყო ჩემი მისამართით ყურადღების გამოხატვა" - ასე დაიწყო ეს პატარა ისტორია. მან მითხრა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი იყო. კრიშტიანუმ საცეკვაოდ დამპატიჟა, ვარდი მაჩუქა და ნომრები გავცვალეთ. პირველად მასთან პორტუგალიაში ვიყავი. ეს იყო მშვენიერი, შთამბეჭდავი ისტორია, რომელსაც გულში ვინახავ."2011 წელს რაფაელას რომანი "მილანის" პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონისთანაც ჰქონდა, რომელიც იმ დროს იტალიის პრემიერ - მინისტრი გახლდათ.ცოტა მოგვიანებით, გოგონა "მანჩესტერ სიტის" იმდროინდელ ფორვარდ, მარიო ბალოტელისთანაც იქნა შემჩნეული, რომელსაც მან ქალიშვილი პია გაუჩინა. ფეხბურთელი დიდი ხნის განმავლობაში მამობას არ აღიარებდა, თუმცა მსახიობის მიერ ჩატარებულმა დნმ-ის ტესტმა მისი სიმართალე დაადასტურა.სანამ მარიო მამობას უარყოფდა, რაფაელამ ფეხმძიმობისას პოდიუმზე გავლაც კი მოასწრო.რაფაელას მემუარები სავარაუდოდ ბესტსელერად იქცევა....629 1-ს არ მოსწონს |