საზოგადოება ამირან გამყრელიძემ მინისტრობაზე უარი განაცხადა 2012, 16 ოქტომბერი, 11:50 ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ მინისტრობაზე უარი განაცხადა. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილე უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მისი შვილი სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" გენერალური დირექტორი იყო და ამის გამო იგი მორალურ უხერხულობას გრძნობს. ჯანდაცვის მინისტრობის ვაკანტურ ადგილზე დღეს ბიძინა ივანიშვილმა საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი წარადგინა. 124 2-ს მოსწონს
|