x
image
Yoona
Mediator image
„4 კედელი“, „თოვლის გუნდა“ და სხვა სტრატეგიები, რომლებიც დაგეხმარებათ ვალის დაფარვაში და ფინანსური სტაბილურობის მოპოვებაში
ვალი დიდი პრობლემაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი აწყდება მთელ მსოფლიოში. ვალმა უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე და გამოიწვიოს დიდი სტრესი და შფოთვა. თუ გრძნობთ, რომ ვალებში იხრჩობით, იმედი არ გაიცრუოთ: სწორი დაგეგმვით და სტრატეგიით პრობლემებს მოაგვარებთ.



image



ბიუჯეტის დაგეგმვა

ბევრი კარგი მეთოდი არსებობს ვალების გასტუმრების დასაწყებად და ყველა იწყება საბაზისო გეგმით.



ვალების დაფარვის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიუჯეტის დაგეგმვა, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, რამდენს შოულობთ და ხარჯავთ ყოველთვიურად. მის გარეშე დაუცველი ხართ გაზრდილი ფინანსური ტვირთის მიმართ: მაშინვე დაინახავთ, სად იხარჯება ფული და შეძლებთ იპოვოთ გზები ხარჯების შესამცირებლად. ბიუჯეტის დაგეგმვა დაგეხმარებათ გაიგოთ, რა თანხა გაქვთ ვალის დასაფარად.




image



ბიუჯეტის მკაცრი დაგეგმვა ვალის წარმატებული დაფარვის პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.



ფინანსური ხარჯის ანალიზი

ბიუჯეტის დაგეგმვისთვის მნიშვნელოვანია თქვენი წინა ხარჯების ჩვევებს გადახედოთ. მართვადი ბიუჯეტის შესაქმნელად, რომელიც წარუმატებლობას თავიდან აგაცილებთ, გადახედეთ თქვენი ხარჯების ისტორიას და შეაფასეთ თქვენი ტრანზაქციები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.



image



მთლიანი ხარჯის გამოთვლით წარმოდგენა გექნებათ, რა გიჯდებოდათ თქვენი ცხოვრების შენარჩუნება შემოსავალთან მიმართებაში. ყოველი გახარჯული ლარი დაალაგეთ კატეგორიებად, როგორიცაა რესტორნის ხარჯები, კომუნალური გადასახადები, გართობა, პროდუქტები და დანაზოგი. ეს წარმოდგენას მოგცემთ, სად მიდიოდა თქვენი ფინანსები.



მეთოდი „4 კედელი“

ვალი სწრაფად რომ დაფაროთ, მკაფიო გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ აღარასდროს აიღებთ სესხს. თუ გაქვთ საკრედიტო ბარათები, გადაჭერით და გადააგდეთ, რაღა მათი გამოყენება არ მოგინდეთ. ასევე არასდროს გამოიყენოთ ონლაინ შესყიდვების გადასახდელად.



image



მეთოდი „4 კედელი“ ნიშნავს, რომ გაქვთ თანხა ბინისთვის, სწავლისთვის, მკურნალობისთვის, მანქანის რემონტისთვის, რომელიც რამდენიმე თვე გეყოფათ. სამსახურის მოულოდნელი დაკარგვაც წონასწორობიდან ვერ ამოგაგდებთ.



მეთოდი „თოვლის გუნდა“

ეს არის საკრედიტო ბარათის დავალიანების შემცირების ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მეთოდი. გადახდების გაზრდა ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა გაამახვილოთ ვალის უმცირეს ოდენობაზე. თუ ხუთი საკრედიტო ბარათი გაქვთ დასაფარი, ოთხი ბარათით მინიმალური გადახდები განახორციელეთ და ყველა დამატებითი საშუალება მიმართეთ მეხუთე ბარათის დასაფარად, რაც გამოიწვევს ამ ბარათის სწრაფად გადახდას.



image



შემდეგ სიდიდით სხვა ანგარიშზე გადადით. განაგრძეთ საკრედიტო ბარათების გამოყენება ჯაჭვში, სანამ ყველა გადასახადს არ გადაიხდით. ვალზე კონცენტრირდით, ერთ დაბალპროცენტიან კრედიტში გააერთიანეთ. ასე პროცენტებზე ფულს დაზოგავთ და დაფარვის პროცესს გააადვილებთ.



დამატებითი საშუალება

თოვლის გუნდის მეთოდი კარგია იმ მიზეზითაც, რომ მეორე ბარათზე გადასვლა გაძლევთ დამატებით საშუალებას ბალანსის სწრაფად შესავსებად. თუ პირველ ბარათზე თქვენი მინიმალური გადასახადი 100 ლარია და მას ყოველთვე უმატებდით 50 ლარს, უცებ გექნებათ შესაძლებლობა მეორე ბარათზე გადარიცხოთ დამატებითი 150 ლარი.



image



შეძლებთ მუდმივად გაზარდოთ ნაღდი ფულის ოდენობა, რომელსაც ხარჯავთ თქვენს ანგარიშზე, რომ სწრაფად დაფაროთ დავალიანება.



ზვავის მიდგომა

თოვლის გუნდის სტრატეგიის მეორე მხარეს ზვავის მეთოდი ეწოდება. თუ პრობლემის მოგვარებას ამ გზით ეცდებით, ნელ და დამღლელ პროგრესს მიიღებთ, მაგრამ, სავარაუდოდ, ნაკლების გადახდა მოგიწევთ. მაღალპროცენტიან საკრედიტო ბარათზე კონცენტრირებით მოგიწევთ მეტის გახდა, სანამ გადახვალთ ბარათზე ყველაზე დიდი ბალანსით. მაღალპროცენტიანი საკრედიტო ბარათის დაფარვა დაგეხმარებათ დაზოგოთ პროცენტის გადახდაზე გრძელვადიან პერსპექტივაში.



image



ანალოგიურად, ერთი დიდი გადახდის მცირე გადასახდელად შემცირებით, სავარაუდოდ, გექნებათ მეტი ხელმისაწვდომი თანხა ყოველი მომდევნო გადასახადის დასაფარად. ქმნით ერთგვარ ზვავს, როდესაც საქმე ეხება ვალის დაფარვას.



ნამდვილად, ბევრი ადამიანი, ვინც ამ მეთოდს მიმართავს ვალის შესამცირებლად, შეძლებს კრედიტის უფრო სწრაფად დაფარვას.



საპროცენტო განაკვეთის შემცირება

საკრედიტო ბარათის გამცემს შეგიძლიათ სთხოვოთ საპროცენტო განაკვეთის შემცირება. თუ გაქვთ კარგი საკრედიტო ისტორია, მაშინ წარმატების დიდი შანსი გაქვთ, რადგან ბევრი კომპანია მზად არის გაითვალისწინოს კლიენტის მოთხოვნა.



image



ბალანსის გადარიცხვა

ბალანსის გადარიცხვა არის ვალის გადატანის მეთოდი ერთი საკრედიტო ბარათიდან მეორეზე. ეს შეიძლება იყოს კარგი მეთოდი ყოველთვიური გადასახადების შესამცირებლად გარკვეული პერიოდის განმავლობაში.



image



საკრედიტო ბარათის გაყინვა

ყველა საკრედიტო ბარათის გაყინვით თავიდან აიცილებთ იმაზე მეტი ფულის დახარჯვის ცდუნებას, ვიდრე შეგიძლიათ.



image



სპარტანული ცხოვრების წესი

ყველა ვალის დასაფარად მოგიწევთ გარკვეული ხარჯების შემცირება მოკლევადიან პერიოდში. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რესტორნების ნაცვლად საჭმლის სახლში მომზადებას ან გარკვეულ გასართობ აქტივობაზე უარის თქმას.



image



ვალის დაფარვა რთული ამოცანაა, მაგრამ ღირს. დაისახეთ მიზანი, რომ არ დაკარგოთ მოტივაცია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. იყავით თანმიმდევრული, რადგან ვალის დაფარვას დრო და ძალისხმევა სჭირდება. შეადგინეთ გეგმა, როგორ გააუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა.

0
67
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
67