x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138394
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
დელფინარიუმიდან მაყურებლების ტრიბუნაზე გადავარდნილი დელფინი და მის გამო აფორიაქებული დელფინები

image
მინსკის დელფინარიუმში გასართობი ღონისძიების მსვლელობისას დელფინმა ვერ გათვალა ნახტომის ტრაექტორია და მატურებლის ტრიბუნასა და დელფინარიუმის აუზს შორის ჩავარდა.
ზოგადად მოზრდილი დელფინი არაა მცირე წონის, თან დამხმარე საშუალების ან საშუალებების გარეშე ვერ აწევ. მომხდარმა მაყურებლებში დელფინისადმი უზარმაზარი თანაგრძნობის რეაქცია გამოიწვია. ბუნებრივია ადამიანი თუ ხარ დელფინის ტანჯვა როგორ უნდა გაგიხარდეს, მაგრამ განსაკუთღებული ამ შემთხვევაში ის იყო, რომ "მსახიობ" დელფინს აფორიაქებული "კოლეგები" აუზიდან გულშემატკივრობდნენ და საოცრად განიცდიდნენ წყლიდან ამომხტარი დელფინის მდგომარეობას.
საბედნიეროდ მაყურებლებმა დროზე ივარგეს, დელფინარიუმის თანამშრომელმაც დელფინის დასაწვენი და ტრიბუნიდან აუზში დასაბრუნებლად სპეციალური გამძლე მასალისგან დამზადებული საშუალება მოიტანა, რომელზეც გადაიყვანეს დელფინი და აუზში დააბრუნეს.
მაყურებლების და მათ შორის პატარა ბიჭის რეაქცია იმდენად დადებითი იყო, რომ დელფინთან ერთად აუზში გადავარდნილ დამხმარეს არ გამოუწვევია იმდენი ოვაცია.

საქართველოში, ბათუმშიც გვაქვს დელფინარიუმი, სადაც დელფინებს წვრთვნიან იმისათვის, რომ ვიღაცამ ფული იშოვოს მათ ხარჯზე.
ჩემი აზრი ასეთია: დელფინი უნდა ცხოვრობდეს ბუნებრივ გარემოში, მაძღარი იქნება თუ მშიერი, ტყვეობა ტყვეობაა და ვიღაცის თუ ვიღაცეების გასართობად და ფულის საშოვნად დელფინები ტყვეობაში არ უნდა იმყოფებოდნენ.

მაწანწალა ძაღლების დაცვის კამპანია მიმდინარეობს, დელფინებზე კი ხმას არავინ იღებს. მაწანწალა ძაღლის ადგილი არაა ქუჩაში, ის უნდა იყოს შემოკავებულ ტერიტორიაზე. დელფინები კი უნდა დაუბრუნონ ბუნებრივ გარემოს ანუ ზღვას.

0
436
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
436