x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოხსნის მერე ახლა მის კადრებს დაერივნენ, ამჯერად შოიგუს პრეს-სპიკერს მიადგნენ

image
რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს მოხსნის დღიდან, მისი კადრების წმენდა დაიწყო თავდაცვის სამინისტროში. როგორც წესი ეს ყველგან მიღებული ფორმაა, ყველას უნდა წამყვან პოზიციებზე მისი ნდობით აღჭურვილი პირები იმყოფებოდნენ.
ამჯერად შოიგუს პრეს-სპიკერი როსსიანა მარკოვსკაიამ დაწერა (უფრო დააწერინეს დიდი ალბათობით) განცხადება გადადგომაზე.
მარკოვსკაიამ ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა თავდაცვის სამინისტროში მისვლის დღიდან, როგორც რუსეთ-უკრაინის ომამდე რუსული ოპოზიციური პრესა და მედია აცხადებდა მარკოვსკაიას იმდენად გავლენიანი მფარველი ჰყავდა, რომ მის წინსვლალ კარიერულ კიბეზე ვერავინ და ვერაფერი დაუდგებოდა წინ. ვინ იყო ეს იდუმალი მფარველი მართალია არ გასაჯაროებულა, მაგრამ საუბარი ჯერ შოიგუზე იყო, შემდეგ კი თავად რუსეთის პრეზიდენტზეც კი.

image
როსსიანამ რუსეთში აკრძალულ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ თავდაცვის მინისტრის პრეს-სპიკერის პოსტზე მუშაობის 7 წელმა ისე ჩაიქროლა, როგორც "МиГ-31"-მა. 27 წლის გოგომ საკმაოდ მაღალი ანაზღაურების წყალობით ფეშენებელური ბინა შეიძინა მოსკოვის ცენტრში (ბოროტ ენებს თუ დავუჯერებთ, ბინა მას გავლენიანმა მფარველმა უყიდა).
მართალია როსსიანა მარკოვსკაიამ 27 წლის ასაკში სრულიად წარმოუდგენელი წოდებაც მიიღო, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ერთი რამ-რუსეთში სამხედრო და სამოქალაქო პირის სამხედრო წოდებები დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ვერაფერს იტყვი, ძალიან ლამაზი გოგოა და ფორმაც ძალიან უხდება.

imageimageimageimageimage







0
256
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
256