x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ორმა ძმამ 12 წამში 25 მილიონი დოლარი მოიპარა
image


შეერთებულ შტატებში დააკავეს ძმები, რომლებმაც 25 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს.




შეერთებულ შტატებში დააკავეს ორი ძმა, რომლებმაც, პროკურორების თქმით, მოფიქრეს და განახორციელეს პირველი ჰაკერული თავდასხმა Ethereum კრიპტოვალუტაზე. ამის შესახებ The Washington Post-ი იტყობინება.


24 წლის ანტონ პერაირ-ბუენომ და 28 წლის ჯეიმს პერაირ-ბუენომ, დაამთავრეს პრესტიჟული მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მათ კიბერ შეტევის გასავითარებლად გამოიყენეს იქ შესწავლილი უნარები და ცოდნა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შესახებ.



2023 წლის აპრილში მათ მოახერხეს იმ პროცესში ჩართვა, რომელიც ემსახურება Ethereum-ის ტრანზაქციების ავთენტურობის გადამოწმებას. ამის საფუძველზე, ისინი საკუთარ თავს ურიცხავდნენ იმ სახსრებს, რომლებსაც მათი მსხვერპლები რიცხავდნენ - კრიპტოვალუტის სამი ტრეიდერი . 12 წამში ძმებმა 25 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს.(დაახლოებით 68 მილიონი ლარი)


ქურდობის შემდეგ მათ მნიშვნელოვანი ძალისხმევა დასჭირდათ იდენტიფიკაციის თავიდან ასაცილებლად.


თანხები რომ აეთვისებინათ, კერძოდ, მათ შექმნეს რამდენიმე ყალბი კომპანია და გამოიყენეს მრავალობითი ანგარიშები და უცხოური კრიპტოვალუტის ბირჟები . ამ სიფრთხილის მიუხედავად, ამერიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა მაინც შეძლეს მათი გამოთვლა და დაკავება.


მათ ბრალი ედებათ ელექტორუნული საშუალებით თაღლითური გზით მოპოვებული ფულის მოპარვა და გათეთრება.


ძმებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სათითაოდ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

0
148
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0