სხვა ამერიკელი მოდელი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ლამაზ, ყოფილ საზღვაო ქვეითადაა აღიარებული 22 მაისი, 19:31
შენონ ირკე დაიბადა მინესოტაში, 19 წლის ასაკში დაიწყო სამსახური აშშ-ს სამხედრო ქვეითების კორპუსში, მოგვიანებით კი კორპუსის ელიტურ რაზმში.
შენონმა იმსახურა ყველა ცხელ წერტილში, სადაც კი იმყოფებოდნენ ამერიკელი სამხედრო ქვეითები, მათ შორის ერაყსა და ავღანეთში. "საზღვაო ქვეითებში" მოხვედრა ჩემთვის იყო საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში, რომელიც არასდროს მინანია. მე დიდი სიამოვნებით ვიმსახურებდი კიდევ ერთხელ საზღვაო ქვეითად"- ასეთი პოსტი დაწერა შენონ ირკემ -«Military Times»-ში. ირკე მსახურობდა, როგორხ ამერიკის სამხედრო ქვეითების კორპუსის ადმინისტრაციული სპეციალისტი. დაუღალავი შრომის, ვარჯიშის და თავაუღებელი შრომის ფასად მიიღო სერჟანტის წოდება, რომლის შემდეგაც ის გადაიყვანეს კორპუსის ელიტარულ რაზმში. ის ამბობს, რომ: "საზღვაო ქვეითების ელიტარულ რაზმში სამსახური მისგან უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვდა, მაგრამ მას სამსახურის სიყვარულის გამო ის გაუმკლავდა ყველა სიძნელეს". «ძალიან მძიმე და რთული იყო ის სამსახური, რომელიც დამაკისრა სამშობლომ, მაგრამ მე თავი არ დამიზოგავს იმისათვის, რომ ვყოფილიყავი ერთერთი საუკეთესო რაზმში. მე ვაიძულე ჩემი თავი, ვყოფილიყავი საჩვენებელი მებრძოლი და მაგალითი სხვა მებრძოლებისათვის"-ამბობს ირკე. დღეს 29 წლის ირკე მუშაობს მოდელად, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე არაა საზღვაო ქვეითების კორპუსის ელიტური რაზმის მებრძოლი, ის თავს თვლის აღნიშნულ რაზმზე ფანატიურად შეყვარებულ ადამიანად. ირკე მუდმივად ეხმარება ომების ვეტერანებს, რის უფლებასაც მისი სამოდელო კარიერა აძლევს მას. მოდელს უყვარს ცხენით ჯირითი და ხშირად სტუმრობს მხოლოდ ყოფილი სამხედროებისათვის განკუთვნილ სასროლეთს, სადაც მისი თქმით "ის შესასვლელში ტოვებს მოდელს და სასროლეთზე შედის, როგორც საზღვაო ქვეითების კორპუსის, ელიტური რაზმის სერჟანტი. 261 4-ს მოსწონს |