x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ქალი ბავშვობაში თავის მომავალი ქმრის ქორწილში იყო და არ ახსოვდა ამის შესახებ
image

ინდონეზიელმა ქალმა შემთხვევით გაიგო, რომ ბავშვობაში მომავალი ქმრის ქორწილს დაესწრო. ამის შესახებ South China Morning Post წერს.



ინდონეზიელმა ქალმა აღმოაჩინა, რომ ბავშვობაში ქმრის ქორწილს სტუმრობდა




24 წლის რენატა ფადეას ქმარი მასზე 38 წლით უფროსია. ერთ დღეს ის ათვალიერებდა ალბომს, სადაც ქმრის მეორე ქორწილის ფოტოები იყო და უცებ იქ აღმოაჩინა საკუთარი თავი.



აღმოჩნდა, რომ ცხრა წლის ასაკში იგი სტუმრად იყო შორეული ნათესავის ქორწილში, რომელიც მოგვიანებით მისი ქმარი გახდა.

image

ეს იყო 2009 წელს რეანატას ის დღეც სრულიად დაავიწყდა და სიძე-პატარძალიც. ის თავის მომავალ ქმარს მხოლოდ 2019 წელს შეხვდა, ამ დროისთვის მისი ქმარი რვა წლის განქორწინებული იყო .მას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავდა, მეორე ქორწინებოს დროს შვილი არ ეყოლათ.


მათ შეუყვარდათ, დაქორწინდნენ და 2023 წელს ვაჟი შეეძინათ. ფადეა ირწმუნება, რომ მას გულწრფელად უყვარს 62 წლის ქმარი, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა.

image

მან გააზიარა უჩვეულო ამბავი TikTok პლატფორმაზე. ვიდეოს საკუთარ ქორწილში მომავალ მეუღლესთან დავიწყებული შეხვედრის შესახებ მომხმარებლებმა შვიდ მილიონჯერ უცქირეს.


ინდონეზიაში საკმაოდ გავრცელებულია ადრეული ქორწინება . UNICEF-ის მონაცემებით, ამ ქვეყნის ქალების მეოთხედი 18 წლამდე ქორწინდება.


2019 წლამდე ინდონეზიის კანონმდებლობაში არ იყო გათვალისწინებული ქორწინების მინიმალური ასაკობრივი ზღვარი, ამიტომ ბევრ გოგონას 16 წლამდე გათხოვების უფლებას აძლევდნენ.

0
177
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0